ელზა პაპოშვილი 28.02.2024

თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლლეობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 22 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა კაცს, პოლიცია ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც საამქროსთან ახლოს, ლილოს დასახლებაში იპოვეს, მამამ ამოიცნო. ქეთი ჯავახიშვილის ცხედარს დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნება. როგორც თვითმხილველები „რეზონანსს“ უყვებიან, გოგონა მავთულით ხელებშეკრული იყო. მას დანა ზურგის და ყელის არეში ჰქონდა ჩარტყმული.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2024

პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე, ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცმა მიაყენა.
|
ელზა პაპოშვილი 26.02.2024

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
|
ელზა პაპოშვილი 24.02.2024

კიდევ ერთი შანტაჟი და მუქარა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მეგობარი მამაკაცი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გავრცელებით აშანტაჟებდა. ირკვევა, რომ ქალი ყოფილი პარტნიორისგან, რომელიც ნიგერიის მოქალაქეა, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა, კაცმა მისი შანტაჟი დაიწყო - თუკი ქალი ურთიერთობას შეწყვეტდა, ის ამ ვიდეო და ფოტო მასალას, რომლის დიდი ნაწილი ფარულად იყო მოპოვებული, მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნათესავებს გაუგზავნიდა.
|
ელზა პაპოშვილი 23.02.2024

რატომ გაიმეტა შვილმა თბილისში მამა მოსაკლავად? - გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. მეზობლები გამოცემასთან ყვებიან, რომ მამის მკვლელობისთვის დაკავებული 28 წლის კაცი რამდენჯერმეა ნასამართლევი და მას გარეთ იშვიათად ხედავდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 22.02.2024

მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - პოლიცია ნარკორეალიზატორების კვალზე გავიდა. დაკავებები ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში მიდის. ბათუმში, ქუთაისში, სამეგრელოში დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აიყვანეს როგორც ე.წ. კურიერები, ასევე „ბარიგები“, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციის ქსელს აკონტროლებდნენ. სპეცოპერაცია ასევე თბილისში, ავჭალაში და სოფელ გლდანში ჩატარდა.
|
ელზა პაპოშვილი 21.02.2024

გახმაურებული კრიმინალური ფაქტი თბილისში - პირს, რომელმაც თავისი მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ფაქტი 2023 წლის 12 ივნისს მოხდა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმმიზნით, რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
|
რეზონანსი 20.02.2024

საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების გააქტიურებაა მოსალოდნელი და ეს სავარაუდოდ კავშირშია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან - ამის შესახებ ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" საუბრობს და ასახელებს კონკრეტულ ზონებს, სადაც მოსალოდნელია მეწყერი.
|
რეზონანსი 20.02.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად დასახელდა აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსი ტურისტის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულ ადგილობრივ ახალგაზრდას სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის ცვლილების დასაწყისს?
|
ელზა პაპოშვილი 20.02.2024

საბერძნეთში კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ბერძნული მედია წერს, რომ კიდევ ერთ ქართველს ეძებენ, რომელმაც თავს გაქცევით უშველა. საუბარია 6 ადამიანზე, რომლებიც საქართველოს, ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები არიან და ასევე არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე გაიზარდოს. საქმის მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ სალონიკში კაფეებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ. წაღებულია 20 000 ევროზე მეტი თანხა და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო.
|
ელზა პაპოშვილი 19.02.2024

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში - მოკულულია 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ავტომობილიდან 5 ჯერ ესროლეს. ჭავჭავაძს ქუჩაძე 25 წლის კაცსა და მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის ბაჩო სირაძეს შორის დაპირისპირება, თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად კაფე „გალერეას“ წინ მოუვიდათ. ამის შემდეგ სირაძე სახლში წავიდა, იარაღი აიღო და უკან დაბრუნდა. მეგობრებთა ერთად მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილიდან ესროლა. ის ადგილზე ჩაცხრილა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მძიმე ჭრილობები მიაყენა.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.02.2024

ცნობილი ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატია. მწერალი შვედეთის ნობელის კომიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ ხმათა უმრავლესობით წარადგინეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|