თამთა ჩაჩანიძე
10.10.2025

ევროპარლამენტარები ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობენ, ხვდებიან ოპოზიციურ პარტიებს, სალომე ზურაბიშვლს, სამოქალაქო სექტორს, თუმცა აუდიენცია დაგეგმილი არაა „ოცნებასთან". შემაჯამებელ პრესკონფერენციას კი თბილისის ნაცვლად ორშაბათს ბრიუსელში გამართავენ.

ნატალია ჯვარიძე
07.10.2025

4 ოქტომბრის ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ოპოზიციაში ერთმანეთის კრიტიკა დაიწყეს. სოციალურ ქსელში ჩაშლილი რევოლუციის ხელშეწყობაში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სამოქალაქო აქტივისტს დაუპირისპირდა და პროტესტის მონაწილეებისთვის ჩარიცხული თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.

თამთა ჩაჩანიძე
30.09.2025

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და მთავარი გზავნილები გააჟღერა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. ოფიციალური მიღება სასტუმრო „ჰუალინგში" ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის ორგანიზებით მოეწყო, ღონისძიებას, კობახიძის გარდა, მთავრობის სხვა წევრები, დიპ კორპუსის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარიამ ვეკუა
12.09.2025

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს -2025 წელს ისევ უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა: 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. რა მიზეზები დგას ამ სტატისტიკის უკან და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ?

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

ჩინეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღნიშვნას, რომლის საკვანძო ღონიძიება მასშტაბური სამხედრო აღლუმი იყო, დიდი გამოძახილი მოჰყვა მსოფლიოში. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც პეკინს მთავარ გეოსტრატეგიულ კონკურენტად მიიჩნევს, თქვა, „მესმის მიზეზი რატომაც ჩაატარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც"-ო. (თუმცა იქვე გულისწუხილი გამოთქვა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა არსად ახსენა ამერიკის წვლილი იაპონიაზე გამარჯვებაში.)

მარიამ ვეკუა
25.07.2025

აღსრულების ბიურომ დაადასტურა, რომ წუხელ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გამოსახლების პროცესი დასრულდა. ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღებაზე საუბრობს. მათი თქმით, „ოცნება" მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ პროცესებს დეზინფორმაციული კამპანიისთვის იყენებს.

რეზონანსი
23.07.2025

„კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო  1999 წლიდან, უკვე 26 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია.

მარიამ ვეკუა
22.07.2025

სტიქია დასავლეთ საქართველოში - დაზიანებული გზები, მოწყვეტილი სოფლები და პრობლემური კურორტები - ძლიერმა ნალექმა ბახმაროს, ლენტეხის, ცაგერისა და ადიგენის რეგიონებში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ადიდებულმა მდინარეებმა გზები ჩახერგა და სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. ოპოზიცია ბახმაროში მყოფი დამსვენებლებისთვის დახმარებას ითხოვს.

რეზონანსი
21.07.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე არქიტექტურის საფუძვლების, თეორიისა და სახვითი ხელოვნების აკადემიური დეპარტამენტის საბაკალავრო პროგრამის - „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ - მეოთხე კურსის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა-ჩვენება გაიმართა. 

დაცვა-ჩვენებაზე ნაშრომები წარმოდგენილი იყო პორტფოლიოსა და მასალაში შესრულებული კაფსულა-კოლექციის სახით, საერთო ჯამში 5 ლუქი. 

ნატალია ჯვარიძე
18.07.2025

ბათუმის ცენტრში, რესტორანში კაცი ჩაცხრილეს. მას მინიმუმ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეა. ის გარემოება, რომ მეტი არავინ დაშავებულა, იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელი პროფესიონალი ქილერი იყო.

რეზონანსი
18.07.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც სტუდენტური შემოქმედებისა და პროფესიული უნარების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. 

რეზონანსი
17.07.2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია უნიკალური აკადემიური პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×