ნატალია ჯვარიძე 01.05.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთშაბათს ხმაური და დაპირისპირება იყო. შსს „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „ახალის" პრესსამსახურის წარმომადგენლების, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ მათ 4000-4000- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მათ პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფა ედებათ ბრალად.
|
მარიამ ვეკუა 17.04.2025

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" ხელოვნების გაჩუმებას ცდილობს, მთავრობა კი მიზეზად „ვალდებულებების არშესრულებას" ასახელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.04.2025

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებიდან გამომდინარე, საშუალოდ, ყოველი 10 ქორწინებიდან დაახლოებით 6 განქორწინებით დასრულდა. გარდა ამისა, ამავე ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე ნარჩუნდება ტენდენცია, როდესაც ყოველწლიურად გარდაცვლილთა რიცხოვნობა ახალდაბადებულთა რაოდენობაზე მეტია.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.03.2025

„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - „ვიზა" და „მასტერკარდი" საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება. ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 28 მარტის განცხადებაში.
|
რეზონანსი 28.03.2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საგრანტო პროექტის - Erasmus+ CBHE– EU-AGM (Joint Societal Challenge Driven Circular Economy Energy Education Between Azerbaijan, Georgia, Greece, Moldova and Romania) განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ენერგეტიკის მიმართულებით არსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზაცია და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება.
|
მარიამ ვეკუა 28.03.2025
არსებულ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ საგანგაშო, აცხადებს სტატისტიკოსი - სოსო არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ახალი სტატისტიკის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, შობადობა კიდევ უფრო შემცირებულია.
| | |
ნატალია ჯვარიძე 23.03.2025

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ ქართული ანსამბლებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების დასახელებებიდან, რომლებიც ხშირად დადიან ევროპაში გასტროლებზე, ამოღებული იყოს აფხაზეთთან დაკავშირებული ტერმინები. აქედან ერთ-ერთია ანსამბლი „შავნაბადა", რომლის სახელწოდებასაც გაურკვეველია რატომ აკავშირებენ აფხაზეთთან. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ამ პრეტენზიას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მიმართულია ყურადღების მისაპყრობად.
|
მარიამ ვეკუა 21.03.2025

დაყადაღებული ფონდები ყადაღის მოხსნას ითხოვენ --ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მიმართავს, რომ „ნანუკას ფონდს" ყადაღა მოხსნას, და ირწმუნება, რომ ფონდიდან თანხები მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და შესაბამისი საჭიროებების მქონე ბავშვებს მოხმარდება.
| |
მარიამ ვეკუა 14.03.2025

„ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. ამ მიმართულებით ცვლილებები 8 სხვადასხვა კანონში შედის, იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები და მკაცრდება ზომები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამ ინიციატივის გამოჩენა ცინიზმია, რადგან მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს გარეშე ვერ ფუნქციონირებენ, ხოლო „ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ერთადერთი დანიშნულება „მუდმივი უკმაყოფილების გამოხატვაა".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|