მარიამ ვეკუა
27.06.2025

პარლამენტმა მესამე მოსმენით 26 ივნისს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც უცხოელების დასაქმების წესებს ამკაცრებს და ამავდროულად მათი შრომითი უფლებების დაცვას ითვალისწინებს - ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის მასშტაბი იზრდება, რაც ეკონომიკური პროგრესის პარალელურად დემოგრაფიულ და სოციალურ სურათზეც ახდენს გავლენას. „ოცნებაში აცხადებენ , რომ ეს კანონი ქვეყნისა და „კეთილსინდისიერი" მიგრანტების უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავს.

მარიამ ვეკუა
26.06.2025

„მოკალით ამერიკის ხმა!" - ტრამპი საკუთარ პარტიას მედიის წინააღმდეგ გაერთიანებას სთხოვს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა „ამერიკის ხმას" და რესპუბლიკელებს საჯაროდ მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ მისი არსებობის გაგრძელებას.

თამთა ჩაჩანიძე
25.06.2025

2017 წლიდან საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 8 წლის განმავლობაში თითქმის არ გაზრდილა და ოფიციალური მონაცემები 3.7 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ  საქსტატის საყოველთაო აღწერის შედეგებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, თითქმის 4 მილიონი ვართ. სპეციალისტების შეფასებით, ეს მოულოდნელი ზრდა, შესაძლოა, უცხოელი მიგრანტების ხარჯზე მოხდა.

მარიამ ვეკუა
12.06.2025

ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები სასამართლოში - საჯარო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ხუთშაბათს დაიბარეს. ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ სიმპტომად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამას შესაბამისი საზოგადოებრივი უკუკავშირი მოჰყვება. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ საჭიროა „გარედან იმპორტირებული ზიზღის ენის" შეჩერება და სიძულვილის კამპანიების დასრულებ

რეზონანსი
12.06.2025

გამოჩენილი მეცნიერისა და ავტორიტეტული პოლიტიკოსის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში ახსნა-განმარტების მიცემისას, მისმა ქალიშვილმა სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. ქალბატონი რუსუდანის განცხადებით, „მისი შეცვლის დროც დადგება, ვინაიდან მამამისი ღრმად იყო დარწმუნებული და ისტორიული წყაროებითაც დასტურდება, რომ ხუთჯვრიანი დროშა არ არის ქართული! ამასთან, რომც იყოს, 2002 წელს სააკაშვილმა ის სრულიად უკანონოდ აღმართა საკრებულოს შენობაზე და არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება არასახელმწიფო (ფაქტობრივად, პარტიული) დროშის ჩამოხსნის თაობაზე, როდესაც ბატონმა გურამმა სასამართლო მოუგო"...

ნატალია ჯვარიძე
28.05.2025

ანსამბლ „სუხიშვილების" ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის „Open Air"-ზე გამოსვლამ, სადაც ის 25 მაისს სპეციალურად მიწვეული იყო, აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, რასაც მოგვიანებით, თავად ანსამბლი სპეციალური განცხადებით გაემიჯნა. სცენიდან მან მკაფიო განცხადება გააკეთა ერთ-ერთი სიმღერის შესრულების მისამართით, რომელიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დისკუსიამ სოციალურ ქსელებში გადმოინაცვლა, სადაც საზოგადოების ნაწილი მხარდაჭერით შეხვდა მის პოზიციას, ნაწილი კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამს.

მარიამ ვეკუა
23.05.2025

"ფედერალისტების" ლიდერი , თამარ ჩერგოლეიშვილი ღიად აკრიტიკებს კოლეგებს ოპოზიციური სპექტრიდან, და მათ პასუხისმგებლობის არქონასა და პოლიტიკური ალტერნატივის დაბალ ხარისხს უწუნებს. ამჯერად, დაპირისპირების ეპიცენტრი მისი ქმარი გიგა ბოკერიაა.

რეზონანსი
23.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program - UCBP) ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალის, ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ - სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ ტიმოთი კ. ბლაუველთს და ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ბასკარ დასს შეხვდა და მათთან ერთად UCBP-ის მესამე ფაზის ფარგლებში კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა. 

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2025

ქუთაისში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეიმურაზ ჩოგოვაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა და მობილური ტელეფონები, გამოძიება სსკ-ს 108-ე მიუხლით - განზრახ მკვლელობაზე მიმდინარეობს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა 22 მაისს გაიმართა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რეზონანსი
22.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სებასტიან ლე პიკარს შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×