ნატალია ჯვარიძე
28.05.2025

ანსამბლ „სუხიშვილების" ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის „Open Air"-ზე გამოსვლამ, სადაც ის 25 მაისს სპეციალურად მიწვეული იყო, აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, რასაც მოგვიანებით, თავად ანსამბლი სპეციალური განცხადებით გაემიჯნა. სცენიდან მან მკაფიო განცხადება გააკეთა ერთ-ერთი სიმღერის შესრულების მისამართით, რომელიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დისკუსიამ სოციალურ ქსელებში გადმოინაცვლა, სადაც საზოგადოების ნაწილი მხარდაჭერით შეხვდა მის პოზიციას, ნაწილი კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამს.

მარიამ ვეკუა
23.05.2025

"ფედერალისტების" ლიდერი , თამარ ჩერგოლეიშვილი ღიად აკრიტიკებს კოლეგებს ოპოზიციური სპექტრიდან, და მათ პასუხისმგებლობის არქონასა და პოლიტიკური ალტერნატივის დაბალ ხარისხს უწუნებს. ამჯერად, დაპირისპირების ეპიცენტრი მისი ქმარი გიგა ბოკერიაა.

რეზონანსი
23.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program - UCBP) ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალის, ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ - სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ ტიმოთი კ. ბლაუველთს და ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ბასკარ დასს შეხვდა და მათთან ერთად UCBP-ის მესამე ფაზის ფარგლებში კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა. 

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2025

ქუთაისში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეიმურაზ ჩოგოვაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა და მობილური ტელეფონები, გამოძიება სსკ-ს 108-ე მიუხლით - განზრახ მკვლელობაზე მიმდინარეობს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა 22 მაისს გაიმართა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რეზონანსი
22.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სებასტიან ლე პიკარს შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა. 

რეზონანსი
20.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ფაკულტეტების ჩართულობით და   სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ფორუმი - „დასაქმების კვირეული - 2025“ გაიხსნა, რომელშიც 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე, პრფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ. 

რეზონანსი
15.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) ფინალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ეროვნული ჩემპიონის ტიტული და თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 

მარიამ ვეკუა
15.05.2025

ახალგაზრდა ბრიტანელი გოგო, რომელიც ტაილანდში მოგზაურობისას გაუჩინარდა, საქართველოში 14 მაისს ნარკოტიკების შემოტანის მცდელობისთვის დააკავეს და ახლა, არც მეტი არც ნაკლები, 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

თამთა ჩაჩანიძე
10.05.2025

თბილისში კოკაინის სახელით შემოსულია ძვირადღირებული დაუდგენელი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის გამოყენებასაც მოჰყვა ზედოზირების შემთხვევები, მათ შორის ლეტალობა, ბევრი ადამიანი კომაშია, ასეთ საგანგაშო ინფორმაციას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ავრცელებს. ამბობს, რომ იმ ინფორმაციით, რასაც ახლობლები, პაციენტები და ექიმები აწვდიან, რამდენიმე ცნობილი ადამიანი მძიმე მდგმარეობაშია.

ნატალია ჯვარიძე
07.05.2025

რეჟისორ დათა თავაძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა „ლიბერტე" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამეფო უბნის თეატრში გამართულ სპექტაკლში უცენზურო გამონათქვამებია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გამოყენებულია ლგბტ პროპაგანდა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

ნატალია ჯვარიძე
07.05.2025

პარტია „ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას დაპირისპირებამ სოციალური ქსელიდან სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა. ჩერგოლეიშვილმა პატარაიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. კონფლიქტი ოთხი თვის წინანდელ პოსტს უკავშირდება, სადაც პატარაია ჩერგოლეიშვილს ბრალს სდებს, რომ ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახეა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×