რეზონანსი 07.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტში პირველი გემები 2029 წელს უნდა შემოვიდეს. ეკონომისტების შეფასებით, ეს პროგნოზი სრულიად რეალურია, რადგან ანაკლიის პორტში ამჟამად მიმდინარეობს, როგორც ტალღმტეხის მშენებლობა, ასევე დაღრმავებითი სამუშაოები.
|
თამარ ვეფხვაძე 06.10.2026

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ის ნაცვლად, 8.4%-ით იზრდება. აქამდე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, ოღონდ მხოლოდ ოთხი წლით, ანუ 2022 წლიდან მოყოლებული 2026 წლამდე. ახლა კი სხვა რეალობა დადგა.
|
ქეთო გოგოხია 05.10.2026

სასურსათო პროდუქტების ღირებულება დასტაბილურდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზეა. მთავარი ფაქტორი, რაც ინფლაციაზე მოქმედებს საწვავის არანორნალური გაზრდილი ფასია, თუმცა თუ ტენდენციას დავაკვირდებით, გარკვეულ პროდუქციაზე ფასების მატება მაინც შეინიშნება, თუმცა სასურსათო ჯგუფში, ვითარება ბოლო თვეებში ნმდვილად გაუმჯობესდა.
|
ირმა ჩიტაია 05.10.2026

დედაქალაქის მასშტაბით დღესდღეობით ყველაზე მეტი მშენებლობა დიდ დიღომში მიმდინარეობს. თავისი მასშტაბებითა და ფართობით ეს უბანი უკვე დაემსგავსა „ქალაქს ქალაქში“. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია გაფართოების საშუალებას იძლევა, ეს ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მთლიანად დედაქალაქს დიდ პრობლემებს უქნის. მთავარი სირთულე გზები და ტრანსპორტია. ეს უზარმაზარი უბანი ქალაქს, ძირითადად, მხოლოდ ერთი გზით, დავით აღმაშენებლის ხეივნით უკავშირდება, სადაც უკვე გამუდმებული საცობია. რაც უფრო მეტი კორპუსი აშენდება, მით მეტად გართულდება თბილისის შემოსასვლელით სარგებლობა.
|
ქეთო გოგოხია 05.10.2026

ქალაქებში სკუტერებისა და სქროლების მომრავლებამ ყოველდღიურობა სერიოზულ გამოწვევად აქცია. ერთი მხრივ, ეს ტრანსპორტი გადაადგილებას ამარტივებს, მეორე მხრივ კი, საგზაო უსაფრთხოების მთავარ თავსატეხად იქცა. მცირე სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დიდი ნაწილი წესებს საერთოდ არ იცავს, რის გამოც ავარიებისა და მძიმე შედეგების რიცხვი მატულობს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ აუცილებელია ან მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, ან სქროლები სრულად აიკრძალოს ისეთ ადგილებში, სადაც საავტომობილო მოძრაობაა.
|
თამარ ვეფხვაძე 01.10.2026

იმის გამო, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავი გაძვირდა, ფერმერები ხილ-ბოსტნეულის გაძვირებასაც ვარაუდობენ. ახლა მთავარია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე ფერმერების დასაცავად. სპეციალისტების შეფასებით, გამოსავალი არსებობს - სიტუაციის დასარეგულირებლად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც დიზელის საწვავის აქციზის დროებით შემცირება, ასევე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შემოტანა, პარალელურად ალტერნატიული საწვავის გამოყენებაც.
|
თამარ ვეფხვაძე 30.09.2026

როგორც მოსალოდნელი იყო, პენსია 2027 წელსაც გაიზრდება. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის - 20 ლარით, ხოლო 70 წელზე ზევით პენსიონერებისთვის - 60 ლარით. მართალია, 2021 წლიდან პენსია ინდექსაციის წესით ყოველწლიურად მატულობს, მაგრამ 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20-ლარიანი ბიჯი დიდი შეღავათი არ არის. ეკონომისტებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არარეალურია, რადგან 5%-იანი ინფლაციის პირობებში, 20-ლარიანი მატება მინიმალურ საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს.
|
რეზონანსი 30.09.2026

დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის სესხის მაქსიმალური ლიმიტი და ყოველთვიური გადასახადი მცირდება. ახალი ინიციატივა ბანკების აგრესიული პოლიტიკის შესაზღუდად იგეგმება. ეს ნაბიჯი ერთგვარი ბარიერია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდონ ჭარბვალიანობა და საკუთარი ქონების დაკარგვის რისკი.
|
თამარ ვეფხვაძე 29.09.2026

საქართველოში ბენზინი - 31 თეთრამდე, ხოლო დიზელი - 50 თეთრით გაძვირდა. სიტუაცია არასახარბიელოა და როგორც ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ფასის მატება მომავალშიც გაგრძელდება. ეს კი, დომინოს პრინციპით, სხვა სახის ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა გამოსავალი არსებობს. ექსპერტების შეფასებით, მთავარია აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, ქართული ნავთობის გადამუშავება და კონკურენციის სააგენტოს მკაცრი კონტროლი.
|
ირმა ჩიტაია 29.09.2026

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შუა დერეფნის განვითარებამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა 2040 წლამდე დამატებით 3,61%-ით გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გრძელვადიან შეფასებებს სპეციალისტთა ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, ცხადია, ჩრდილოეთის მარშრუტზე შექმნილი პრობლემების ფონზე, მსოფლიომ ამ დერეფანს სრულიად ახალი თვალით დაუწყო ყურება. რეალური და ქმედითი ნაბიჯების შემთხვევაში, ქვეყანა ამ მარშრუტიდან უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.
|
ქეთო გოგოხია 28.09.2026

ბიზნესში კადრების დეფიციტის საკითხი კვლავ ვერ მოგვარდა. არც სამშენებლო, არც სამეწარმეო სფეროებში ამ კუთხით მდგომარეობა რეალურად ვერ გაუმჯობესდა. შესაბამისად, მუშახელი ბაზარზე კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პრობლემაა არაერთ დარგში, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესში, მომსახურების სფეროში. ბაზარზე არსებული დაგეგმილი პროექტების მასშტაბები და ინფრასტრუქტურული ზრდის ტემპი ბევრად უსწრებს შესაბამისი კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდებას, რაც არცთუ ისე მარტივ რეალობას ქმნის.
|
ირმა ჩიტაია 28.09.2026

საავიაციო ნავთის ფასები მსოფლიო ბაზარზე კვლავ მზარდია. საწვავის გაძვირება, პირდაპირ ისახება ავიაკომპანიების ხარჯებზე და შესაბამისად, აძვირებს ავიაბილეთებსაც. ავიაექსპერტები ვარაუდობენ, რომ გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეები გვერდს ვერც საქართველოს აუვლის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მტკივნეული იმ მოქალაქეებისთვის იქნება, რომლებიც ევროპის მიმართულებით მოგზაურობას გეგმავენ. სამწუხაროდ, არსებული გლობალური რეალობა უახლოესი თვეების განმავლობაში დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევა.
|
|