ქეთო გოგოხია
09.10.2025

ჯანდაცვის სექტორში ფასების ზრდა კორუფციის ეჭვს ტოვებს. სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ კლინიკებისა და ფარმაციის ბიზნესი რეალურად ვერ კონტროლდება. ერთადერთი გამოსავალია, კლინიკების მართვაში სახელმწიფოს როლის გაძლიერდეს და კერძო ბიზნესი წილი შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეზღუდება სიძვირის გამო. სპეციალისტები სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილ;ებენ ყურადღებას და მთავრობას მოუწოდებენ, შეცვალონ მიდგომა და სექტორი კერძო ბიზნესისგან დაიხსნან.

ქეთო გოგოხია
09.10.2025

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა გასული წლების მსგავსად, წელსაც გრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გვანცა წულაია
08.10.2025

მსოფლიო ბაზარზე ოქრო უკვე არანორმალური ტემპით ძვირდება და მისმა ღირებულებამ ახალი რეკორდული ნიშნული დაიკავა. გუშინ ერთია უნცია ძვირფასი ლითონი 4 029 დოლარი ღირდა, რაც დღიურად 1.14%-ით, ერთ თვეში - 9.26%-ით, ხოლო წლიურად 52.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღმოსვლა კიდევ გაგრძელდება და შესაძლოა, 5 000 დოლარსაც კი მიაღწიოს. 

გვანცა წულაია
07.10.2025

საქართველოში მზარდი ინფლაციის ტენდენცია გრძელდება და მოლოდინიც ისეთივეა, როგორი მოვლენების ვითარდება ბოლო პერიოდში. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ფასები მუდმივად მზარდია. მართალია, ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იანი მაჩვენებელს დიდად არ აღემატება, მაგრამ სიძვირე მოსახლეობისთვის უკვე პრობლემად იქცა.  

გვანცა წულაია
07.10.2025

საქართველოში სავალუტო რეზერვების შევსება გრძელდება და მისმა მოცულობამ 5.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება წინასაარჩევნო პერიოდშიც მოახერხა, არადა მოლოდინი განსხვავებული იყო. საინტერესოა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი და ხომ არ არის მოსალოდნელი სავალუტო რეზერვების მოცულობამ წლის ბოლოსთვის 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს? 

რეზონანსი
07.10.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. სულ ახლახან შეხვედრა გაიმართა რაჭაში, სადაც მინისტრი უშუალოდ ადგილზე გაეცნო ვითარებას, რეგიონის საჭიროებებს. დავით სონღულაშვილი ეწვია სხვადასხვა დარგის მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა რაჭის ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. 

ირმა ჩიტაია
06.10.2025

არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა არსებული სტაბილურობის შენარჩუნებაა. პროტესტის გარკვეული ნიშნები დარჩა, თუმცა მას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. რისკები უკვე მინიმალურია და თითქმის სრულიად გაქარწყლებულია.

ქეთო გოგოხია
06.10.2025

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებულ სანქციებს ადგილობრივი კომერციული ბანკებიც შეუერთდნენ. როგორც ერთ-ერთი სანქცირებული ბიზნესმენის ლევან ვასაძის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ქართულმა ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს. სპეციალისტები მათ გადაწყვეტილებას ლოგიკურ ქმედებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი ქართული ქართული ბანკების გლობალურ ბირჟებზე საქმიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის  ინსტრუქციით მოქმედებენ.

ქეთო გოგოხია
02.10.2025

ტურისტული ინდუსტრია ვითარდება, მაგრამ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დიდად არ აისახება. საკურორტო ზონებში მცხოვრებთა ის კატეგორია, რომელიც ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებული არ არის, პრობლემებს განიცდის იმის გამო, მისთვის ფასები უმართებულოდ მატულობს და ცხოვრება უძვირდება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის მიზეზია ტურისტულ რეგიონებში პარალელური საქმიანობების დეფიციტი, რის გამოც ხალხს  სხვა ალტერნატივა არ აქვს.  მათთვის ცხოვრება იმაზე მეტად ძვირდება, ვიდრე თბილისსა და სხვა რეგიონებში მცხოვრებლთათვის,  რაც დიდი პრობლემაა. 

გვანცა წულაია
02.10.2025

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მყოფმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 4 ოქტომბრის მოახლოების გამო კერძო სექტორი რაიმე საფრხეს ვერ გრძნობს. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა არჩევნებამდე 1 დღით ადრე და რა მოლოდინი აქვთ ბიზნესმენებს. 

გვანცა წულაია
01.10.2025

2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. ფინანსისტებმა ეროვნული ვალუტის განვილი 30 წელი შეაფასეს და ასევე მის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრეს. 

გვანცა წულაია
01.10.2025

დიდი ცვლილება სამედიცინო ბაზარზე - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ გზით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის რისკი შემცირდება, რასაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეთანხებიან.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×