ქეთო გოგოხია 22.09.2025

ავტომობილებზე მოთხოვნა მატულობს, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტიც და ექსპორტიც გაზრდილია. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესზე ტრამპის სატარიფო პოლიტიკა დიდად არ ასახულა და ნეგატიური მოლოდინის მიუხედავად, ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ღირებულება მხოლოდ 5%-ის ფარგლებშია გაიზარდა.
|
გვანცა წულაია 18.09.2025

საქართველოს ჰესების აშენების წინააღმდეგ არაერთი გამართული პროტესტი უნახავს, თუმცა ირკვევა, რომ წინააღმდეგობასთან ერთად, იყო საბოტაჟის შემთხვევები და ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებიც. პრემიერ-მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ კონკრეტული ადამიანები ენერგეტიკული პროექტის "წილში ჩაჯდომას" ითხოვდნენ, სადაც დიდი ალბათობით მოიაზრება ნამოხვანჰესი და პანკისის ხეობაში მცირე ჰესი "ხადორი 3". ამ უკანასკნელ ობიექტებს განსაკუთრებული პროტესტი ახლდა თან.
|
ქეთო გოგოხია 18.09.2025

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო, რასაც საბანკო სფეროს სპეციალისტები სავალუტო გადინებას უკავშირებენ. დიდი ალბათობით, ეს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციებია. აჟიოტაჟი, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ ჩაწყნარდება.
|
გვანცა წულაია 17.09.2025

საქართველოში ელექტრომობილების მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისი მოთხოვნას ვერ ეწევა. ქვეყანაში ელექტროდამტენების რაოდენობა მცირეა, არც მომსახურებაა შესაბამისი. აწორედ ამიტომაა, რომ ელექტრომანქანებისადმი ინტერესი ქვეყანაში ვერაფრით გაიზარდა.
|
გვანცა წულაია 16.09.2025

უკვე მრავალი წელია ფოთის პორტის გაფართოებაზე მიდის საუბარი, თუმცა პროექტმა ჯერჯერობით წინ ვერ წაიწია. ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ამჟამად სხვა პრიორიტეტი გააჩნია, რაც ანაკლიის პორტს უკავშირდება. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალური მიზეზია ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ფოთის პორტის გაფართოების გაჭიანურებაში.
|
გვანცა წულაია 16.09.2025

ბოლო პერიოდის ინფლაცია მზარდია და მომდევნო თვეებში კვლავ მატებაა მოსალოდნელი. ასეთი პროგნოზი აქვს ეკონომისტებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებს. რთული სათქმელია რა მაჩვენებელზე იქნება მომდევნო თვეებში ფასების საერთო ინდექსი, თუმცა მოსახლეობას, რომ გაძვირებული პროდუქტები უკვე პრობლემად ექცა, აშკარაა.
|
ირმა ჩიტაია 15.09.2025

საქართველოში ახალშექმნილი სამი ოჯახიდან ორი ინგრევა. მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება და მატულობს განქორწინებათა რიცხვი. ბევრიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ურთიერთობაშია. ცალკე თავსატეხია დაქორწინების ასაკის გადაწევა. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ქვეყნის ეკონომიკაზეც მკვეთრად ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან განქორწინება მოქალაქეების მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს, ხარჯები იზრდება და დანაზოგი ვერ კეთდება.
|
ქეთო გოგოხია 15.09.2025

ონლაინ გაყიდვების მიმართ მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. მომხმარებლობის დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ვაჭრობის ამ მეთოდს ანიჭებს, რის გამოც საქართველოში ონლაინ შოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ რისკებიც მაღალია და მომხმარებლების მიერ კონკურენციის სააგენტოში დაფიქსირებული განცხადებების დიდი წილი სწორედ ონლაინ ვაჭრობაზეა.
|
ქეთო გოგოხია 15.09.2025

უახლოეს მომავალში ზეთი შეიძლება გაძვირდეს. ამის მიზეზი საგადასახადო ცვლილებაა, რომელიც პროდუქტის მთავარმა იმპორტიორმა დააწესა. როგორც ცნობილია, სექტემბრიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 1 ტონაზე 5.746.2 რუბლამდე (69 დოლარამდე), ხოლო შროტზე ტონაზე 1.119.4 რუბლამდე (13.4 დოლარამდე) დააწესა. მანამდე ნულოვანი საბაჟო ტარიფი მოქმედებდა. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ცვლილება ზეთის გაძვირებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, გარკვეული გავლენა პროდუქტის მოხმარებაზეც იქონიოს.
|
გვანცა წულაია 11.09.2025

საქართველოში იპოთეკური სესხების განაკვეთი იზრდება. 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28%-ით მეტია. ეს ნიშნავს, რომ ბანკები რამდენიმე მიმართულებით აზღვევენ თავიანთ რისკს.
|
გვანცა წულაია 11.09.2025

ბათუმში ქაოსური განაშენიანება გრძელდება, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პრობლემაა. ტურისტული ქალაქი გასართობ სივრცედ იქცა. ქალაქში ცხოვრებასა და დასვენებაზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა, გაიზარდა მოსახლეობის ოდენობაც. მართალია, ადგილობრივებისთვის ტურისტული სეზონი შემოსავლის წყაროა, მაგრამ მუდმივი ქაოსი და სიმჭიდროვე მათთვის უკვე აუტანელია.
|
გვანცა წულაია 10.09.2025

საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს ავტომობილი ჰყავს. ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში რეგისტრირებული მანქანების ოდენობა 16 ათასით გაიზარდა და თითქმის 2 მილიონს მიაღწია. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, სადამდე შეიძლება მივიდეს მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის დარეგულირება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|