| | | 
				
				ქეთო გოგოხია25.08.2025
 
 პროფესიული სასწავლებლების მიმართ ინტერესი მატულობს და წლიდან წლამდე მეტი მსურველის გადამზადება ხდება, თუმცა შრომის ბაზარზე კადრების პრობლემა მაინც  არსებობს. როგორც სექტორში აცხადებენ, ყველაზე პოპულარული ამ დროისთვის ტურიზმი და სამშენებლო  სფეროა, გაიზარდა მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზეც, თუმცა საკადრო გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება და მისი როლის ზრდა მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  |  | 
				
				გვანცა წულაია21.08.2025
 
 საქართველოს გზებზე უამრავი ადამიანი იღუპება. დაუდევრობით, მაღალი სიჩქარით, შეუსაბამო ინფრასტრუქტურით და სხვა მიზეზით ქვეყანაში წლიდან წლამდე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგები უმძიმესია. მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში ავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა. იმისათვის, რომ მსგავსი უბედურება ქვეყანამ თავიდან აიცილოს გამოსავლის პოვნაა აუცილებელი. |  | 
				
				ქეთო გოგოხია21.08.2025
 
 ბინის კიდევ ქირა გაიაფდა. ტენდენცია იმდენად აშკარაა, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისშიც, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ფასები არ გაზრდილა და შედარებით დაბალ ნიშნულზეა. თუკი შარშან ამ დროს ბინის დაქირავება 800-900 ლარზე ნაკლებად წარმოუდგენელი იყო, წელს 700 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 1000 ლარია. ეს ეხება, ძირითადად, დაბალბიუჯეტურ ბინებს, ძვირადღირებულ სეგმენტში საფასო ცვლილება, ფაქტობრივად, არ მომხდარა და ქირის ფასი კვლავინდებურად 2000-3000 ლარის დონეზეა. |  | 
				
				გვანცა წულაია20.08.2025
 
 ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე უცხოეთში მოთხოვნა გაიზარდა. ადგილობრივი წარმოების ხილი თუ ბოსტნეული მეზობელ ქვეყნებში აქტიურად გადის, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოდან გატანილი სურსათი ადგილობრივ ბაზარს აკლდება და წელს ყველგან გამორჩეული სიძვირეა. |  | 
				
				გვანცა წულაია20.08.2025
 
 საქართველოსთვის უმუშევრობა ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში კლების ნაცვლად, უკვე მატება შეინიშნება. ბოლო მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონემ 14%-ს გადააჭარბა, რაც საქართველოს მსგვასი ქვეყნისთვის საკმაოდ საყურადღებო საკითხია. ექსპერტების განცხადებით, მაღალი მიგრაციის ფონზე მთავრობამ ქართველების სამშობლოში დამაგრებასა და ადგილზე დასაქმების მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად გაიზრდება უცხოელების დასაქმება.  |  | 
				
				გვანცა წულაია19.08.2025
 
 2025 წლის პირველ 7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა. ამის უმთავრების მიზეზი მოხმარების ზრდაა. მაღალი ტემპერატურის გამო მოსახლეობა გაგრილების საშუალებებს აქტიურად იყენებს, რამაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა. ამიტომ ქვეყანამ დენი ვერ გაყიდა და მეტიც, ყიდვა დასჭირდა.  |  | 
				
				გვანცა წულაია19.08.2025
 
 ბოლო პერიოდში საქართველოში ინფლაცია მუდმივად მზარდია, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით მოწყვლადი ფენისათვის, რადგან სიძვირე ყველაზე მეტად სურსათის კომპონენტს ეხება, სადაც ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.   |  | 
				
				ქეთო გოგოხია18.08.2025
 
 რუსეთ-უკრაინის ომი დასრულებისკენ მიდის, რაც არაერთი ქვეყნის სავაჭრ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმოქმედებს და ახალ რელსებზე გადაიყვანს. საქართველოსთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს არსებული შესაძლებლობების შენარჩუნება და ახალი პოტენციალის გამოყენება. მით უმეტეს, ერთ-ერთი საკითხია რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რაც ლოგისტიკის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის. ,,ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა გარკვევას,  რა შეიცვლება რეალურად საქართველოსთვის, შესუსტდება ჩვენი როლი თუ მშვიდობიანობის პერიოდში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება? |  | 
				
				ქეთო გოგოხია18.08.2025
 
 საავტომობილო თხევადი გაზი მკვეთრად გაძვირდა. ბოლო  1 თვის განმავლობაში ფასმა 1,50 ლარს მიაღწია, რაც პროდუქტის დეფიციტით არის გამოწვეული. თავის დროზე ამ საწვავზე მაღალი მოთხოვნა სწორედ დაბალი ფასით იყო განპირობებული, რადგან მძღოლებისთვის ეკონომიურ, ბენზინის ალტერნატივად მიიჩნეოდა და ასეც იყო. სანამ თხევად გაზზე აქციზის გადასახადს დააწესებდნენ. ამ ეტაპზე კი მისი გაძვირების საფუძველი ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება, რაზეც სექტორში ღიად საუბრობენ და თხევადი გაზის ფასის მატებას ლარსის გამშვებ პუნქტთან შექმნილ ვითარებას უკავშირებენ.  |  | 
				
				ირმა ჩიტაია14.08.2025
 
 ლარის გამყარების ტენდენცია მოულოდნელად შეიცვალა. კურსი მოულოდნელად 4 პუნქტით გაუფასურდა. არის ალბათობა, რომ სავალუტო რყევა განმეორდეს. ფინანსისტების  ნაწილი ფიქრობს, რომ ერთჯერადი ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ლარის მდგრადობაზე. მით უმეტეს სანამ ტურისტული სეზონი აქტიურია და შემოდინების კუთხით დადებითი ტენდენციაა, თუმცა ლარის მკვეთრი მერყეობა, რომელიც თითქოს წარსულს ჩაბარდა, ცუდია.  |  | 
				
				ქეთო გოგოხია13.08.2025
 
 ყურძნის სუბსიდირების სისტემა იცვლება და ამიერიდან კომპანიების ნაცვლად, ჭარბ მოსავალს სახელმწიფო ჩაიბარებს. თავის დროზე არაერთგზის გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, სუბსიდიისთვის უარის თქმა სახელმწიფოს ყოველთვის უჭირდა იმ  მოტივით, რომ სექტორი ამისთვის მზად არ იყო. დღესდღეობით მიდგომა შეიცვალა და ყურძნის ფასიც გაიზარდა. სპეციალისტები თვლიან, რომ ახლა მთავარია, კონკურენციის პირობები მყარად იქნას დაცული და სახელმწიფოსთან მიმართებით, კომპანიები არაჯანსაღ პირობებში არ აღმოჩნდენ. |  | 
				
				ქეთო გოგოხია12.08.2025
 
 რუსეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე კრიზისია, უკრაინის მხრიდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა იერიშებმა სერიოზული პრობლემა შექმნა პროდუქციის მომარაგების კუთხით და ასევე საბიუჯეტო დეფიციტის განმაპირობებელი ფაქტორიც გახდა. კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია და სანავთობო ბაზარზე პრობლემის დაძლევის ნიშნებიც ნაკლებად იკვეთება. რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, რუსული საწვავის მოწოდება ისედაც არ ხდება და ამ მხრივ საფრთხე არ არის, თუმცა ირიბი გავლენა მაინც მოსალოდნელია, კერძოდ ის, რომ არსებული ვითარება ფასებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. | 
 | 
 |  | 	
		
	
 
ინტერნეტ-პორტალი   
 
 www.resonancedaily.com 
 
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
 
 ზვიად შვანგირაძე  
 
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
 
 გვანცა წულაია  
 
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com 
 
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
 
 resonancedaily@yahoo.com 
 
სარეკლამო სამსახური
 
ტელ:  593-105-105 
 
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
 
მედეა იოსავა
 
 resreklama@yahoo.com  
 
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
 
 თამარ ადუაშვილი 
 
ტელ:  599-562-562 
 
 reswebreklama@yahoo.com 
 
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ  კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია. 
 1 |