ქეთო გოგოხია
22.01.2024

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ფონზე შექმნილი კრიზისის გამო, შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო იზრდება. თითქმის ყველა პირობაა, რომ გადაზიდვებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება გარკვეულ სიძნელეს წარმოადგენს. არადა, რიგი ქვეყნების მხრიდან ინტერესი დიდია და განსაკუთრებით  ჩინური კომპანიები აქტიურობენ. როგორიც არ უნდა იყოს მდგომარეობა, ფაქტია, რომ დამატებითი ტვირთები მაინც წამოვა, მით უმეტეს, რომ რკინიგზის მოდერნიზება უკვე მიმდინარეობს.

ქეთო გოგოხია
22.01.2024

მთის კურორტებისთვის ამინდი მაქსიმალურად ხელსაყრელია და ფაქტობრივად,  ყველა პირობაა წარმატებული სეზონისთვის, თუმცა იქ არსებული ფასები დიდ პრობლემად იქცა. ამ მხრივ განსაკუთრებით გუდაური გამოირჩევა. კურორტის მომსახურების ტარიფებმა ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და დღესაც გრძელდება მხარეებს შორის დავა - რამდენად გამართლებულია მაღალი ფასები გუდაურში. ეს უკვე გარკვეულ პროტესტს იწვევს და არათუ ადგილობრივი ტურისტები, უკვე უცხოელებიც კი უარს ამბობენ გუდაურში დასვენებაზე.

გვანცა წულაია
18.01.2024

ქვეყანაში ტენდერებთან დაკავშირებით დიდი პრობლემა არსებობს.  უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს შექმნია არაერთი პრობლემა, რადგან გამარჯვებული კომპანიების დიდი ნაწილი სამუშაოს უხარისხოდ ასრულებს ანდა დათქმულ ვადაში ვერ ეტევა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არაპროფესიონალიზმი და კვალიფიკაციის ნაკლებობაა.

ირმა ჩიტაია
18.01.2024

წითელი ზღვის ჩაკეტვამ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდი დაბრკოლება შექმნა, რაც უკვე ბოლო დროის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები ალტერნატიული მარშრუტებით ხელმძღვანელობენ, რამაც დროისა და მანძილის კუთხით მეტი ფინანსური ხარჯი მოითხოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შექმნილი ვითარება საერთაშორისო ბაზარზე ფასების რყევებს გამოიწვევს და რიგი პროდუქტების გაძვირებაც გარდაუვალი იქნება.  საქართველოში პრობლემა, ამ ეტაპზე, ნაკლებად აისახება, მაგრამ დროთა განმავლობაში გვერდს მაინც ვერ ავუვლით. 

ქეთო გოგოხია
17.01.2024

ეროვნული ბანკი ლარიზაციის ხელშესაწყობად რეგულაციებს აგრძელებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სავალუტო სესხის 300 000-იანი ზღვარის დადგენა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს და თამასა კიდევ უფრო ასწიონ. თავის დროზე რა ეფექტი მოიტანა 200  000-ლარიანმა ზღვარმა, ამაზე სექტორში საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ კვლევა მიმდინარეობს. რაც  შეეხება ბოლო ცვლილებას, ლარიზაციის კუთხით ცალსახად დადებით გადაწყვეტყვეტილებად ფასდება. ექსპერტების რეკომენდაციაა, იგივე მიდგომა დამკვიდრდეს ობლიგაციებთან დაკავშირებითაც, რომელიც მთლიანად დოლარშია დენომინირებული.

გვანცა წულაია
17.01.2024

საქართველოს მთავრობის დელეგაცია დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკური ფორუმში იღებს მონაწილეობას. საქართველო წლევანდელ ფორუმს განსხვავებულ რანგში ხვდება, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას გულისხმობს. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გამოდგეს ქვეყნისთვის დავოსის ფორუმში მონაწილეობას და რას უნდა ველოდოთ მისი დასრულების შემდეგ.

გვანცა წულაია
16.01.2024

ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მძღოლებს შესაძლოა, ავტომობილის გადაადგილების უფლება მიეცეთ. შესაბამის ცვლილებაზე შინაგან საქმეთა სამინიტროს და თბილისის მერია ერთობლივად მუშაობენ. სფეროს სპეციალისტები ცვლილების მომხრენი არიან და როგორც აცხადებენ, ასეთი მექანიზმის შემოღება ავარიის დროს საცობს აღარ შექმნის.

გვანცა წულაია
16.01.2024

მედიკამენტეზე რეფერენტული ფასები უფრო მასშტაბური გახდება. წლის ბოლომდე ზედა ზღვარი ისეთ წამლებზეც დაწესდება, რომლებიც აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა. რადგანაც წამლებზე მაღალი ფასები ჯერ კიდევ ვერ დარეგულირდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ მექანიზმის მასშტაბურობა აუცილებელია.

ქეთო გოგოხია
15.01.2024

ლარის კურსისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებით დაიწყო. გამყარების ტენდენცია, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, გრძელდება და უკვე იანვრის შუა რიცხვებისთვის კურსი 2,65-ის ფარგლებშია. სპეციალისტების ნაწილი პროგნოზს არ უშინდება და პირდაპირ აცხადებს, რომ ლარი იპოვის წონასწორობის ახალ ნიშნულს და ეს იქნება 2,60-2,65-ის ფარგლებში. ლარის სტაბილურობის განმსაზღვრელი თითქმის ყველა ეკონომიკური პარამეტრი მწყობრშია და გამყარების პროცესს ფაქტობრივად არაფერი უშლის ხელს როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ამ ეტაპზე კურსი ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე 2,65-ის დონეზეა. მიაღწევს თუ არა 2,60-იან ნიშნულს, ჯერჯერობით ვარაუდი უჭირთ, თუმცა რეალური საფუძველი გამყარებისთვის აშკარაა, რასაც არავინ უარყოფს.

ქეთო გოგოხია
15.01.2024

ჰესების მიმართ გამძაფრებული პროტესტის გამო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების დიდი ნაწილი რეალურად ვერ ხორციელდება. ასეთ არაჯანსაღ დამოკიდებულებას დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ ქვეყანაში ჰესების ,,დემონიზება“ მოხდეს. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც  გააღვივა ეს განწყობა და მცირე ჰესის მშენებლობასაც კი, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია საქართველოში.

გვანცა წულაია
11.01.2024

საქართველოსთვის მიგრაცია კვლავ დიდი პრობლემაა. ქვეყნიდან ქართველები ისევ მიდიან და მათ სამუშაო ადგილს თანდათან უცხოელები იკავებენ. ასეთი მოცემულობა გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემაა ქვეყნისთვის. თუ მოცემულობა არ შეიცვალა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმას, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, საქართველოში ეროვნებით ქართველები უმცირესობაში მოექცნენ.

ირმა ჩიტაია
11.01.2024

საქართველოში, თავის დროზე, მოზღვავებულმა მიგრანტებმა ბინების გაქირავების ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინეს. ფასებიც უმართავი გახდა და დაქირავებაც ძალიან გაძვირდა. დღეს კი, ქვეყანაში მიგრანტების იმდენად მიზერული რაოდენობა დარჩა, რომ მათ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა აღარ შეუძლიათ. ამიტომ მზარდი მოთხოვნა პრაქტიკულად აღარაა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ ქმნიან წნეხს ამ სფეროში და შესაბამისად, ბაზარი ქირა-იჯარის მიმართულებით თითქმის ძველ მდგომარეობას უბრუნდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×