გვანცა წულაია
16.06.2025

საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენა ეკონომიკურ განვითარებას სხვადასხვაგვარად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია, მოქალაქეების ნაწილის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა და მხოლოდ ნაწილის შეიცვალა უკეთესობისკენ.

ქეთო გოგოხია
16.06.2025

საზღვაო კურორტებზე  ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო და პირველი შეკვეთებიც მიიღეს. სექტორში  მოლოდინი დადებითია, თუმცა ამინდი მთავარ დაბრკოლებად რჩება.  განსაკუთრებით ანაკლიაში უჭირთ, სადაც კურორტი ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა. 

ირმა ჩიტაია
12.06.2025

საადრეო ხილის ფასმა ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსავლის მწვავე დეფიციტია. მოსავლის დიდი ნაწილი უამინდობამ გაანადგურა. ფასი ახლო მომავალში შედარებით დაიწევს, როცა ბაზარი მეტ-ნაკლებად გაჯერდება. დახლებზე შეიმჩნევა იმპორტული პროდუქტის სიჭარბეც, რის გამოც ადგილობრივი ფერმერები რეალიზაციის პრობლემის წინაშეც აღმოჩნდნენ. რაც შეეხება გვიანი სეზონის ხილს, ვარაუდობენ, რომ იქ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება.

გვანცა წულაია
12.06.2025

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისევ ალაპარაკდა. მართალია, უმრავლესობა ამას არ თანხმდება, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილს ამის სურვილი ნამდვილად გააჩნია. თუკი ოდესმე გადაიდგემა ასეთი ნაბიჯი რა ეკონომიკური გავლენა ექნება საქართველოზე?

გვანცა წულაია
11.06.2025

უკონტროლო მიგრაცია მთელი მსოფლიო პრობლემაა და საკითხი საქართველოსაც მძიმედ შეეხო. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად თითქმის 15 ათასი მიგრანტია დასაქმებული (რეალურად კი გაცილებით მეტი), რაც საბოლოო ჯამში, დემოგრაფიისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში საიმიგრაციო პოლიტიკა შესაცლელი და გასამკაცრებელია.

გვანცა წულაია
11.06.2025

მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე ბოლო პერიოდის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება, არც მკვეთრი სხვაობაა მოსალოდნელი დღევანდელ ფასებთან შედარებით. ასეთივე სტაბილური მდგომარეობაა ქვეყნის შიგნით და ზაფხულის პერიოდში, ლარის მოსალოდნელი სიმყარის გათვალისწინებით, შეიძლება საწვავი ცოტათი გაიაფდეს კიდეც. 

გვანცა წულაია
10.06.2025

2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალი 8.96 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 250 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა მშპ-სთან მიმართებით 40%-ზე ნაკლებია, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ვალის მომსახურების პროცესი კარგად მიმდინარეობს. 

გვანცა წულაია
10.06.2025

ლარის კურსი, ბოლო პერიოდში, სტაბილურობას განიცდის და არც რაიმე გაუარესებაა მოსალოდნელი ზაფხულის განმავლობაში. შემდეგ თვითმმართველობის არჩევნების მოდის და შესაძლოა, მცირედი გაუფასურება მივიღოთ, იქამდე კი სტაბილურობა შენარჩუნდება და კურსი მეტად გამყარდება. 

ირმა ჩიტაია
09.06.2025

ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, რასაც ინფრასტრუქტურა ფეხს ვერ უწყობს. მდგომარეობა ამ კუთხით იმდენად ცუდია, რომ სპეციალისტები კოლაფსსაც არ გამორიცხავენ და მთავრობას დროული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რათა მრეწველობის დარგებსა და მოსახლეობასაც პრობლემები არ შეექმნას. 

ქეთო გოგოხია
09.06.2025

საქართველოში ინვესტიციების კლების ტენდენცია გრძელდება, თუმცა ამ ფაქტორის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და ძირითად ეკონომიოკურ პარამეტრებზე არ შეიმჩნევა. რაც შეეხება მიზეზს, ეს ერთი მხრივ  ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებაა. გარკვეული არასასურველი ზეგავლენა შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამაც მოახდინა. სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებამ ს ინვესტიციებზეც ადეკვატურად იმოქმედა.

ქეთო გოგოხია
09.06.2025

მაღალსართულიანი კორპუსების უკონტროლო მშენებლობის გამო თბილისი ვეღარ ნიავდება. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, რადგაბ მტვრის ნაწილაკები უფრო აქტიურდება და გაბნევის ალბათობაც მეტია. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ერთ დღეს ეკოლოგიური  კატასტროფა შესაძლოა, თბილისსაც დაემუქროს. 

ირმა ჩიტაია
05.06.2025

კურიერები ,,ვოლსტს" და ,,გლოვოს"კონკურენციის დარღვევაში ადადნაშაულებენ. საქმე ეხება უცხოელების დასაქმებას, რამაც ადგილობრივ მუშახელს პრობლემა შეუქმნა. ისინი დავას კვლავ განაგრძობენ და საკუთარი უფლებების დასაცავად ფინანსთა სამინისტროს მიმართეს. სპეციალისტებს აღნიშნულ საკითხთან დაგკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ დავა სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს, ნაწილი კი სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×