გვანცა წულაია
16.11.2023

ბოლო წლებში მედიკამენტების გაიაფების მიმართულებით ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდა. გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ზედა ზღვარი დაწესდა წამლებზე, რომლის ჩამონათვალიც ეტაპობრივად იზრდება, თუმცა კარგ სიახლეებთან ერთად, ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი პრობლემაა, რომლის დარეგულირებაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო წლებში გატარებულ ცვლილებას დიდი ეფექტი არ ექნება.

გვანცა წულაია
16.11.2023

ქვეყანაში უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირდა. ბინები იმ სიხშირით აღარ იყიდება, როგორც წინა პერიოდში. ბოლო დროს რეალიზაციის კლების მიზეზი ქვეყნიდან მიგრანტების გადინებაა, ეს გარემოება კი, საბოლოო ჯამში, ასახვას მოახდეს საბაზრო კონიუნქტურაზე. ამიტომ ბინების გაყიდვის ტემპი თუ კიდევ შემცირდება, დაიკლებს მისი ფასიც, თუმცა ამ ეტაპისთვის მშენებლები და ბინის მეპატრონეები მაინც ცდილობენ მაღალი თამასა შეინარჩუნებს, რადგან თითქმის ყველა ცდილობს, მაქსიმუმალური მოგება ნახოს.

ქეთო გოგოხია
15.11.2023

საქართველოში შაქრის იმპორტს გადასახადი უწესდება. როგორც გაირკვა, საბოლოოდ ცვლილება მიმართულია, რომ იაფი შაქარი არ შემოვიდეს ქვეყანაში და ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მოხდეს. სავაჭრო ქსელებში პროდუქტი გაძვირდება თუ არა, ჯერჯერობით ამაზე იმპორტიორებს საუბარი უჭირთ. მათი აზრით, ფასი დამოკიდებულია ადგილობრივი წარმოების (ანუ "აგარის შაქრის") საფასო პოლიტიკაზე, რომლის მხარდაჭერის მიზნითაც მთავრობა იძულებული გახდა იმპორტის საფასური დაეწესებინა. 

გვანცა წულაია
15.11.2023

საქართველოში ფულადი გზავნილები მკვეთრად შემცირებულია. 44%-იანი ვარდნა, ძირითადად, რუსეთის „ხარჯზეა“. მათგან გადმორიცხვების კლება ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან მიგრანტებმა საქართველო დატოვეს და ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. სამაგიეროდ, ფულადი გზავნილები იზრდება ომში მყოფი ისრაელიდან, მცირედით, მაგრამ ცვლილება ოქტომბერშივე შესამჩნევია.

გვანცა წულაია
14.11.2023

საქართველოში ციფრული ბანკისთვის საქმიანობის ლიცენზია გაიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო. ფინანსისტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ სებ-ის მიღებული გადაწყვეტილება ძალიან სწორი და თანამედროვე სტანდატრების შესაბამისია და თან იმ განსხვავებაზე საუბრობენ, რაც ჩვეულებრივ და ციფრულ ბანკს შორის არსებობს. მომავალში კონკურენცია დიდი იქნება და ციფრული ბანკები წინ პლანზე წამოიწევენ.

თიკა სიბოშვილი
14.11.2023

წელს კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა, რაც ადგილობრივი წარმოებისთვის პრობლემაა. იმპორტის მოცულობა გასამმაგებულია. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, კვერცხი ის პროდუქტია, რომლის წარმოებას საბაზრო მოთხოვნის 100%-ით უზრუნველყოფის რესურსი აქვს, მაგრამ ჭარბი იმპორტის პირობებში დარგი ვერ ვითარდება.

რეზონანსი
14.11.2023

2023 წლის ექსპორტის მოცულობა 6 მილირდ დოლარს გადააჭარბებს. ასეთია ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინი და არც ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოსთვის მსგავსი შედეგი შესაძლოა, მართლაც დადგეს. საინტერესოა, ქვეყანას რა პოტენციალი გააჩნია და მართლაც შეძლებს თუ არა რეკორდული 6 მილიარადი დოლარის ნიშნულზე გასვლას? 

ქეთო გოგოხია
13.11.2023

საქართველოში წლიდან წლამდე მცირდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ეკონომიკური დოვლათის შემქმნელებად მიიჩნევიან. მაღალი მიგრაციის გამო შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვმა იკლო, რაც უკვე ოფიციალური კვლევებითაც დასტურდება. ეკონომისტები შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, გარდა იმისა, რომ პროექტები უნდა გაააქტიურდეს და რეალური სეტორის განვითარებას მიექცეს ყურადღება, რაც დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. დემოგრაფების თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადგილობრივების უცხო ქვეყნების მოქალაქეებით ჩანაცვლება, რადგან ეს კატასტროფას გამოიწვევს.

ქეთო გოგოხია
13.11.2023

ევროკავშირის წევრობის სტატუსი ქართულ ბაზარზე გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და ქვეყნის კეთილდღეობაზე დადებით გავლენას მოახდენს. ეს ერთი მხარეა, რაზეც სპეციალისტების უმეტესობა საუბრობს. მეორე მხარეა ის ცვლილებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ფასებზე აისახება. პირველ რიგში, შესაძლოა, უძრავი ქონება გაძვირდეს, შეიცვალოს სამომხმარებლოს ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ღირებულება, თუმცა საავტომობილო ბაზარი რჩება გამონაკლისად, სადაც შეიძლება კლებაც კი დაფიქსირდეს.

ქეთო გოგოხია
09.11.2023

საქართველოში ბოლო წლებში აშენებული კორპუსების უმეტესობა სეისმომდგრადობის სტანდარტს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს, თუმცა შენობების დიდი ნაწილი, მათ შორის საბჭოურ პერიოდში აშენებული სახლები ნაკლებად მდგრადია. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტებიო აღნიშნავენ, ხშირ შემთხვევაში თვითნებური მიშენებებია, რის გამოც შენობის კონსტრუქციები შეიცვალა და მათი სიმტკიცე საეჭვო გახდა. პროცენტულად რა წილი უჭირავს ასეთ შენობებს, უცნობია, ვინაიდან მონიტორინგი შესუსტებულია და საკითხიც, ძირითადად, მაშინ იძენს აქტუალობას, თუკი სადმე უბედური შემთხვევა დატრიალდა ან მიწისძვრა მოხდა.

გვანცა წულაია
09.11.2023

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას თავისი დადებითი და უარყოფითი ეკონომიკური შედეგი აქვს. ერთი მხრივ ქვეყანამ სარგებელი მიიღო, მაგრამ მეორე კუთხით შეიქმა პრობლემაც. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე მიგრანტების ეფექტი ნაკლებად იკვეთება, მაგრამ საინტერესოა, რომელი ფაქტორი უფრო წონიანია, დადებითი ეფექტი თუ უარყოფითი?

გვანცა წულაია
09.11.2023

ტურიზმთან ერთად, ისრაელში მიმდინარე ომის გამო, ორი ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობას საფრთხე შეექმნა. ბიზნესში და ეკონომისტებში მოლოდინია, რომ კერძო სექტორს ისევე მოუწევს სხვა ქვეყნის ბაზარზე გადართვა, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკური ურთერთობები უფრო მოცულობითი იყო, ვიდრე ისრაელისა და საქართველოსია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×