|
გვანცა წულაია 20.05.2025

დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული დადებითი ტენდენცია შეიცვალა და საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვაობამ 0.7% შეადგინა და მაჩვენებელი 14.7% გახდა. რამ შეცვალა პოზიტიური სურათი და რა იქნება მომავალში?
|
ქეთო გოგოხია 20.05.2025

სარწყავი სისტემების განვითარება სოფლის მეურნეობის პროექტებში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ,,ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ეხება. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ცვლილებაა, რომელიც მოიცავს როგორც პროექტების გავრცელების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ასევე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გამარტივებას და მანამდე არსებული პირობების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ მოსავლიანობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის წინაპირობა უნდა გახდეს.
|
ქეთო გოგოხია 19.05.2025

საჯარო სამსახურში დასაქმება პოლიტიკური მიკერძოების რისკებს შეიცავს და არასამართლიანია. მთელი რიგი შემთხვევებია, როცა სახელმწიფო ცნობილ ადამიანებს ასაქმებს და მათი შრომის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა დასაქმებულები იღებენ მათ მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ. საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯის შესახებ დამოუკიდებელი პროფკავშირიც მიუთითებს, რასაც იურისტები და ეკონომისტებიც ადასტურებენ.
|
ქეთო გოგოხია 19.05.2025

ლარის გამყარების ტენდენცია ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება. ამ მხრივ სავალუტო შემოდინებებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს, რაც ეროვნულ ბანკს ინტერვენციების შესაძლებლობას აძლევს და ინტენსიურად ახდენს უცხოური ვალუტის შესყიდვებს. გარდა ამისა, ეკონომიკაში მეტი გამოცოცხლება შეიმჩნევა და დედოლარიზაციის პროცესიც გააქტიურებულია, ყველაფერი ეს ქმნის წინაპირობას, რომ ლარის გამყარების ტრენდი ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდეს.
|
ირმა ჩიტაია 15.05.2025

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მცირდება, თუმცა ფასები მაინც მატულობს. სფეროს სპეციალისტები, ფიქრობენ, რომ დეველოპერები შექმნილ სურათს რეალურად ვერ აღიქვამენ. ისინი არ აპირებენ ფასების დაწევას, რაც ისედაც შემცირებულ რეალიზაციას, კიდევ უფრო აფერხებს. უახლოეს მომავალში სამშენებლო სექტორი მაინც იძულებული გახდება მდგომარეობას თვალი გაუსწოროს და ფასი დააკორექტიროს. ამას ისიც ადასტურებს, რომ კომპანეიბს ახლაც უწევთ გარკვეული სქემების ამოქმედება, როგორიცაა სპეციალური შეთავაზებები, აქციები და ა.შ.
|
გვანცა წულაია 15.05.2025

საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ვალი აქვს. მოსახლეობის შემოსავალი იმაზე ნაკლები სისწრაფით იზრდება, ვიდრე მათი სესხი, შესაბამისად, ოჯახებისთვის საკრედიტო ვალდებულების მომსახურების ტვირთი უფრო მძიმდება.
|
გვანცა წულაია 14.05.2025

საქართველოში ჯანმრთელობის დაცვა ძალიან ძვირია. `რეზონანსი” რამდენიმე ხნის წინაც წერდა, რომ პაციენტებს დიდი თანხის გადახდა უწევთ კლინიკებისთვის. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი სწორედ ჯანდაცვის სფეროში მიღებული მომსახურებითაა. გამოდის, რომ ხალხი ბევრს იხდის და შედეგით უკმაყოფილოა.
|
გვანცა წულაია 14.05.2025

ამერიკაში ავტომობილების იმპორტზე 25% ტარიფი უკვე მოქმედებს. გადაწყვეტილებამ ნეგატიური მოლოდინი უკვე შექმნა, თუმცა, როგორც მიმდინარე ეტაპზე ირკვევა, სატარიფო პოლიტიკას ჯერჯერობით ავტომობილების მნიშვნელოვანი გაძვირება არ მოჰყოლია. სამომავლად ასეთი ვითარება შეიძლება მართლაც წარმოიშვას, რაც გავლენას საქართველოზეც მოახდენს.
|
გვანცა წულაია 13.05.2025

ერთი კვირის წინ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს წინააღმდეგ `მეგობარი აქტი” მიიღო, რომელიც "ქართული ოცნების” მთავრობის და ქართველი ექსპერტების შეფასებით, საერთოდ არ არის მეგობრული და ამით ქართულ-ამერიკული ურთიერთობა უფრო დაზარალდება. დოკუმენტში ეკონომიკური მომენტებიც არის შეპარებული, მაგალთად, ის, რომ შევამციროთ ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. საუბარია, ავიამიმოსვლის გაუქმებაზეც. ეს კი საქართველოს პირდაპირ დააზარალებს.
|
გვანცა წულაია 13.05.2025

პირველი ივნისიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ მ3 კატეგორიის ტრანსპორტით, ანუ ავტობუსით იქნება შესაძლებელი. რეგულაციის ძალაში შესვლამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი მაგრამ, როგორც ირკვევა, ქვეყანაში შესაბამისი ტრანსპორტი შემოყვანილი არ არის.
|
ირმა ჩიტაია 12.05.2025

ფქვილის ფასი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ამის წინაპირობას ახალი მოსავლის მოახლოება ქმნის. ამ ეტაპზე კი ძველი მარაგის ამოწურვა მიმდინარეობს, რამაც გარკვეული გავლენა ფასის სტაბილურობაზეც უნდა მოახდინოს, თუმცა მიუხედავად ამისა, ფქვილის ღირებულება მაინც მაღალ ნიშნულზეა და დაბლა არ ჩამოდის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|