თამარ ვეფხვაძე 13.11.2025

ანაკლიის პროექტს ჯერ კიდევ არ ჰყავს ინვესტორი. ერთ-ერთ გადაცემაში, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური ვარაუდობს, რომ ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან კონტრაქტის გაფორმების გაჭიანურების მიზეზი გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებები და რეგიონში არსებული რისკებია. პარტნიორები, სავარაუდოდ, დამატებით ანალიზს ატარებენ. ყოფილი ელჩის ამ ვარაუდს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ეკონომიკის ექსპერტები. მათი ინფორმაციით, ჩინურ სახელმწიფო კორპორაციასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ასევე ზუსტდება ის ქვეპუნქტებიც, რაც ამ ხელშეკრულებას ახლავს. გაჭიანურების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში და ყველაზე მთავარი - აშშ-ჩინეთის ინტერესთა თანხვედრა სამხრეთის დერეფანში.
|
ქეთო გოგოხია 12.11.2025

ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დენის ტარიფი შესაძლოა, ისევ 3 თეთრით გაძვირდეს, რა მოცულობითაც 2 წლის წინ შემცირდა. ეს უკვე მეორე ასეთი კომბინაციაა. როდესაც ,,ქართული ოცნება" ქვეყნის სათავეში მოვიდა, 3.5 თეთრით შემცირდა დენის გადასახადი და მერე ზუსტად იმდენივეთი გაიზარდა. ამჯერადაც იგივე კომბინაცია გათამაშდება.
|
თამარ ვეფხვაძე 12.11.2025

ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ჯერ ისევ 20 ლარია, რომელიც შევარდნაძოს დროს დაწესდა. ეს თავისებური კაზუსია. „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა ხელფასის მინიმალური ზღვრის კანონით დადგენა მოითხოვა. მისი ინიციატივით, მინიმალური ხელფასი 1000 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს, თუმცა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია. ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ ეს ინიციატივა უმუშევრობას გამოიწვევს, რადგან ბიზნეს-ოპერატორები, რომლებიც ვერ შეძლებენ დადგენილ ზღვარზე ან ამ ზღვარს ზევით გადაუხადონ ხელფასი დასაქმებულებს, ცხადია, ამას მათი გათავისუფლება მოჰყვება.
|
თამარ ვეფხვაძე 11.11.2025

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დააკავეს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართაც. გამოძიების მიხედვით, „სფერო ჰოლდინგმა“ და „სფერო ინვესტმა“ 244 მოქალაქესთან გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში, 12 მილიონამდე ლარი უკანონოდ მიითვისეს. თაღლითური გზით შექმნილი კომპანიების საშუალებით, მოქალაქეების მოტყუება და შემდეგ მათი „გადაგდება“ ახალი არ არის.
|
რეზონანსი 11.11.2025

თბილისის განვითარების გენერალური გეგმა უკვე გადასახედია. სპეციალისტების განცხადებით, დოკუმენტი უნდა დაკორექტირდეს ისე, რომ ურბანული გამჭიდროვება მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული და ახალ მოთხოვნებს დაექვემდებაროს. არსებული გენგეგმა 2015 წელს შემუშავდა, მაგრამ დედაქალაქში მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა, ახალი მოთხოვნები გაჩნდა და დოკუმენტიც კორექტირებას საჭიროებს.
|
ირმა ჩიტაია 10.11.2025

უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება და მათი დაჯარიმება დაიწყო. ქართველი ავტოიმპორტიორები უცხოელ კონკურენტებთან შექმნილ არათანაბარ პირობებზე დიდი ხანია საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში ავტომობილების იმპორტს და რეექსპორტს, გადასახადების გვერდის ავლით ახორციელებენ. შედეგად კი, ადგილობრივი ავტობიზნესი და ბიუჯეტიც ზარალდება.
|
ქეთო გოგოხია 10.11.2025

სამშენებლო სფეროში სერტიფიცირებული სპეციალისტების სიმცირეა. პრობლემა განსაკუთრებით ინჟინერ-მშენებლებს ეხება, რის დეფიციტიც ბაზარზე საკმაოდ იგრძნობა. არქიტექტორების შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია, ვინაიდან აღნიშნულ სპეციალობაზე უმაღლეს სასწავლებლებში მოთხოვნა მაღალია და შესაბამისი კადრიც საკმარისია. კვალიფიციური ინჟინერ-მშენებლების რაოდენობა კი საკმაოდ მცირეა, რაც ზოგადად მშენებლობების ინტენსივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
|
ქეთო გოგოხია 10.11.2025

ლარის სტაბილურობა წლის ბოლომდე გარანტირებულია. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ კურსი 2,68-2,72 -ის ფარგლებში იტრიალებს. სტაბილურობის შესაძლებლობას ქმნის უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, რის პარალელურად ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს 6-მილიარდიანი ნიშნულისკენ წავიდეს რეზერვების საერთო მოცულობა. აშკარაა, რომ ლარს გამყარების პერსპექტივა კიდევ აქვს, მით უმეტრეს, რომ დოლარი დასუსტებას განაგრძობს.
|
ქეთო გოგოხია 06.11.2025

საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმების შეზღუდვა გაბერილი შტატების შემცირებას გამოიწვევს. მოჰყვება თუ არა ამას ხელფასების ზრდა, სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად ფასდება და მწვავე კრიტიკასთან ერთად, დადებითი გამოხმაურებაც საკმარისადაა.
|
თამარ ვეფხვაძე 06.11.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და ბიზნესმენებთან ერთად, ჩინეთში იმყოფებოდა. ქართული კომპანიები შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სამი პავილიონით წარსდგნენ. ამ გამოფენაზე პროდუქცია 40-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რა პერსპექტივა აქვთ ქართულ კომპანიებს ჩინეთის მილიარდ-ნახევრიან ბაზარზე? ეკონომისტები და დარგის სპეციალისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, ასევე მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმები ნამდვილად იძლევა ახალ საექსპორტო შესაძლებლობას.
|
ირმა ჩიტაია 05.11.2025

აცივებასთან ერთად, ბუნებრივი აირის უსაფრთხოების საკითხი გააქტიურდა. მართალია, წინა წლებისგან განსხვავებით, გაზის გაჟონვის ფაქტებმა იკლო, თუმცა რისკი მაინც დიდია. განსაკუთრებით ეს ეხება გაქირავებულ ბინებს, რომლის მობინადრეებიც ყველაზე მეტად არიან საფრთხეში, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება და უსაფრთხოება ბუნებრივ აირთან მიმართებით.
|
თამარ ვეფხვაძე 05.11.2025

საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მართვის სადავები ხელიდან გაექცა და როგორც ჩანს, მის მართვას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს. სებ-მა უკვე გაზარდა 2025 წლის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლი და გაისადაც ფასების უფრო მეტად ზრდას ვარაუდობს, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდა. ვითარება უკვე ძალიან დამაფიქრებელია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კონსტიტუციით გაწერილ მისსავე უფლებას - მართოს ინფლაცია - ვერ ასრულებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|