მარი ოთარაშვილი
სპეციალურად "მთელი კვირისთვის" ახალგორიდან
ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, დედათა მონასტერთან ვერტმფრენებისთვის დასაფრენი აეროდრომის მშენებლობა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, რუსმა სამხედროებმა მისი მშენებლობა კი არ გადაიფიქრეს, სათანადო დრო-პერიოდს არჩევენ. თუმცა, მონასტერში ისევ იმედი აქვთ, რომ სამხედროები აეროდრომისთვის რაიონში სხვა ადგილს შეარჩევენ.
რუსიკო მაჩაიძე
ევროპაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი საქართველოშია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა დაპირება შეასრულა, მმართველობის ახალ სისტემაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავალთ და ა.შ. - ეს არის მცირე ნაწილი იმისა, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრობდა.
ელზა წიკლაური
ყვითელი ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიები მუდმივად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ქუჩებში ავტობუსების მოძრაობის მაჩვენებელი ელექტრონული დაფები რამდენიმე თვეა გამოჩნდა, მგზავრები ამბობენ, რომ ხშირად ტაბლოზე მოცემული დრო მაინც არასწორია.
რეზონანსი
6 თებერვალი 2012 წელი

ზვიად მახარაძე სპეციალურად "მთელი კვირისათვის" სტრასბურგიდან
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ, მხატვარმა შოთა ლელაძემ ერთკვირიანი საპროტესტო აქცია გამართა. იგი უკვე მეორედ, თავისი ნახატებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას აპროტესტებდა.
ეკა ბასილაია სოხუმის ხელისუფლება აცხადებს, რომ გალის რაიონში "საბაჟო პუნქტების" გახსნისთვის მზადებას იწყებს; რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველების მიერ ზუგდიდიდან შეტანილ პროდუქციას მკაცრად გააკონტროლებს, რათა ამით "აფხაზური სახელმწიფო" საქართველოდან შემოტანილი კონტრაბანდული პროდუქციისაგან დაიცვას და თან, ამ ახალი ინიციატივით "რესპუბლიკამ" ეკონომიკური მოგებაც მიიღოს.
მაკა ხარაზიშვილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტურ პროექტებად სახელდება. ამ პროექტების წარუმუტებლობას უკვე ხელისუფლებაშიც აღიარებენ. მთავრობამ 6 ინდუსტრიული ზონის მშენებლობა დაგეგმა - ქუთაისში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თითო-თითო თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში. საქართველოში მთავრობის მიერ დაგეგმილი 6 ინდუსტრიული ზონიდან, ასე თუ ისე, ქუთაისის ინდუსტრიული ზონა ფუნქციობს.
მაკა ხარაზიშვილი 2011 წელს ინვესტიციებმა 2010 წლის მაჩვენებელს გაუსწრო, თუმცა შარშანდელი საინვესტიციო მონაგარი 2007 წლის მონაცემებს ბევრად ჩამორჩება. შარშანდელი წლის საინვესტიციო სურათს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაზაფხულზე გამოაქვეყნებს, მაგრამ პროგნოზები უკვე არსებობს. ამ თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმისტური, როგორც ყოველთვის საქართველოს მთავრობაა - 1 მილიარდი დოლარი, "ბიჯი კაპიტალის" პროგნოზით 2011 წელს 900 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, სავალუტო ფონდი კი 850 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას პროგნოზირებს.
მარი მგალობლიშვილი დღეს საქართველოში ნებისმიერი ოპერაციის გაკეთებაა შესაძლებელი. არსებობს აქტუალური და ნაკლებად აქტუალური პლასტიკური ოპერაციები. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და თითქოს ძველი ტრადიციების ნაწილი წარსულს ბარდება, საქართველოში ქორწინებამდე ქალის ინტიმური ცხოვრება საზოგადოებისათვის კვლავ აქტუალურ თემად რჩება.
ელზა წიკლაური სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაიზარდა, მაგრამ ამჯერად ეს მხოლოდ იმ ხაზებს შეეხო, რომლითაც მგზავრობა აქამდე 60 თეთრი ღირდა. თუმცა, როგორც მძღოლები ამბობენ, გამორიცხული არ არის, სამომავლოდ ტარიფი ყველა მოკლე ხაზზე გაიზარდოს, გრძელი ხაზებით გადაადგილება კი ერთ ლარი გახდეს. მგზავრობის ერთ ლარამდე გაზრდას არ გამორიცხავს საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატების წევრი ჯაბა სამუშია და ამის მიზეზად აღნიშნული ბიზნესის სრულად მონოპოლიზებას ასახელებს. |
|
|
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
ნინო ნაცვალაძე "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ავტორისა და ყოფილი პრემიერმინისტრის - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან შვიდი წელი გავიდა. ოფიციალური ვერსიით, იგი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც ცნობილია,
ნინო ნაცვალაძე ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება, სადაც ქვეყნის პირველ პირებთან მართავს ოფიციალურ შეხვედრებს.
ნინო ნაცვალაძე უცხოურ მედიაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ორი ურთიერთგამომრიცხავი მასალა დაიწერა. "ვაშინგტონ ტაიმსი" წერს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად გახდომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. "როიტერის" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში კი სააკაშვილი პრემიერის პოსტისთვის ბრძოლის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს.
თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ბარაკ ობამას მიერ გაჟღერებული "ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა" მომავალ არჩევნებთან მიმართებაში? მიხეილ სააკაშვილმა შესაძლებელია: გამოკითხვის დასრულება 02.02.2012
| გადაინაცვლოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე?(18.681%) |
| გახდეს ოპოზიციის ლიდერი პარლამემტში?(13.187%) | | საერთოდ ჩამოშორდეს პოლიტიკურ ცხოვრებას?(68.132%) |
ქართული სპეცნაზი მოქმედებაში |