ქეთო გოგოხია
21.10.2024

ოჯახებში საყოფაცხოვრებო ქიმიის მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია. გამოიყენება როგორც მსუბუქი, ასევე ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებები, რაც ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ოჯახებში ბაღლინჯოებისა და სხვა მავნებელი მწერების გავრცელების პირობებში თუ პრევენციის მიზნით, ხალხმა შხამქიმიკატების აქტიური მოხმარება დაიწყო. 

ქეთო გოგოხია
21.10.2024

არჩევნების წინ საწვავის ბაზარზე სტაბილურობაა. როგორც საგარეო ფაქტორი, ასევე ქვეყნის შიგნით ლარის კურსი ფასებზე ადეკვატურად აისახება და იმპორტის მხრივაც არანაირი შეფერხება არ არის. როგორც ბოლოდროინდელი საფასო დინამიკა აჩვენებს, ფასები კლებისკენ წამოვიდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. 

გვანცა წულაია
17.10.2024

მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის ასაკობრივი პენსია 335 ლარის ნაცვლად, 350 ლარი გახდება. ამის შესაბამისი ცვლილება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა. გამოდის, რომ სულ რამდენიმე თვეში პენსიონერთა პენსია იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე თავიდან ითქვა. 

ირმა ჩიტაია
17.10.2024

სოფლის მეურნეობაში მუშახელი ხულ უფრო დეფიციტური ხდება. რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვთ. მუშახელი ჭირს როგორც თხილის, ასევე ხეხილის, ბოსტნეულის, ციტრუსის და სხვა კატეგორიის მოსავლის მოყვანის და დაბინავების დროს.

გვანცა წულაია
17.10.2024

საარჩევნო თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა. ოქტომბერში განხორციელებული ინტერვენციების მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალებაა. ალბათ სებ-ს ბაზრისთვის დოლარის კიდევ მიუწევს და ეს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გამოჩნდება. 

გვანცა წულაია
16.10.2024

უძრავი ქონების ბაზარს არჩევნების მოახლოება აშკარად დაეტყო. როგორც ირკვევა, სექტორში მოლოდინის რეჟიმია ჩართული და ყველა 26 ოქტომბრის ჩავლას ელოდება. თუკი არასაარჩევნო წლებში უძრავი ქონების ბაზარი სექტემბერ-ოქტომბერში აქტიურობით ხასიათდებოდა, მიმდინარე ეტაპზე სრულიად სხვაგვარი მოცემულობაა. 

ქეთო გოგოხია
16.10.2024

მსხვილ სავაჭრო ობიექტებში მზესუმზირის ზეთის სიმცირეა. დახლები, ფაქტობრივად, ცარიელია და არჩევანიც - მაქსიმალურად შეზღუდული. იმპორტიორები აცხადებენ, რომ პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით მცირე შეზღუდვა იყო და როგორც კი მდგომარეობა გამოსწორდება, მარაგიც შეივსება.

გვანცა წულაია
15.10.2024

საქართველოში ახალგაზრდების თითქმის 27% დაუსაქმებელია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი და სწორედ ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის. საინტერესოა, რას უკავშირდება მომავალი თაობის უმუშევრობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი და როგორ შეიძლება მათი დაინტერესება, რაც იმის გარანტიაც იქნება, რომ ახალგაზრდები სამშობლოში დარჩენენ. 

გვანცა წულაია
15.10.2024

საქართველოს საფინანსო სექტორში მდგომარეობა სტაბილურია და არჩევნების მოახლოების პარალელურად მდგომარეობის გაუარესება არ იგრძნობა. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება 26 ოქტომბერზეა დამოკიდებული, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არავინ ელოდება. პოლიტიკური დაძაბულობას სექტორზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია.

ქეთო გოგოხია
14.10.2024

თბილისში დასუფთავების სამსახურზე მომართვიანობა კატასტროფულად გაზრდილია. ამის მიზეზი დედაქალაქში ბაღლინჯოებისა და სხვადასხვა მწერების გავრცელებაა. პრობლემა, ფაქტობრივად, ყველა უბანში შეიმჩნევა. სადეზინფექციო სამსახურებსი აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა შეკვეთებს ვერ აუდიან. მოსახლეობას ამ მავნე მწერების ფონზე ეზრდება ხარჯიც. ოროთახიანი ბინის სპეციალური ხსნარებით დამუშავების ღირებულება 1000 ლარამდე ავიდა და ფასიც ფართის მიხედვით მზარდია.

ირმა ჩიტაია
14.10.2024

ამერიკიდან იმპორტირებული მანქანების შემოყვანას ბოლო დღეებში გარკვეული ზიანი მიადგა. პრობლემა დოკერების გაფიცვას მოყვა. მართალია პროტესტი ოთხდღიანი იყო, მაგრამ ეს საკამრისი აღმოჩნდა ბაზარზე გარკვეული რყევის გამოსაწვევად. ამას თან დაერთო ოკეანისგაღმა კლიმატური პირობების მკვეთრი გაუარესება. მსგავსი შეფერხებები ცხადია, ამერიკიდან წამოსული პროდუქციის გაძვირებას იწვევს. აშშ-დან ჩვენთან ძირითადად იმპორტირებული მანქანები შემოდის. რა მდგომარეობაა ამ ეტაპისთვის საქართველოს ავტობაზარზე და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.

ქეთო გოგოხია
14.10.2024

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, პრაქტიკულად, ეჭქვეშ აღარ დგას, თუმცა არავინ დავობს, რომ გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში უარყოფითი პროცესებიც წარმოშვას. ასეთ ვითარებაში ფინანსური ნაკადები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. სპეციალისტები მთავრობას ექსპორტის ხელშეწყობასა და ზრდისკენ მოუწოდებენ, რაც ეკონომიკას მეტ სტაბილურობას მოუტანს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×