ქეთო გოგოხია 11.08.2025

ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკა გლობალურ ეკონომიკაში დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. როგორც ცნობილია, ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ტრამპი აშშ-ში წარმოების ინდუსტრიალიზაციის და იმპორტდამოკიდებულების შემცირების მიზნით გეგმავს. ყველა სახელმწიფო მწვავედ რეაგირებს სატარიფო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თუმცა პატარა ეკონომიკის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, შეიძლება მომგებიანიც აღმოჩნდეს კი აღმოჩნდეს დიდი მონსტრების დაპირისპირება.
| | |
ირმა ჩიტაია 07.08.2025

ფარმაცევტულ ბაზარზე კვლავ უკონტროლო სიტუაციაა და წამლების უმეტესობა გაუმართლებლად მაღალ ფასში იყიდება. რეგულაციებისა და რეფერენტული ფასების დაწესების მიუხედავად, სექტორმა მაინც გამონახა შავი ხვრელი და მედიკამენტებს ძვირად ყიდის. ფარმაცევტული ბიზნესის განუკითხაობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ოთხი კომპანია გამოვლინდა და დაჯარიმდა.
|
ირმა ჩიტაია 06.08.2025

ლარის კურსი ფსიქოლოგიურ ნიშნულს - 2.70-ს ჩამოსცდა. ტენდენცია მინიმუმ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნეგატიური გავლენა ამ მხრივ შეიძლება საარჩევნო პერიოდმა იქონიოს. იმ სიტუაციაში, როცა საქართველოსა და მსოფლიოში ინფლაციური პროცესი დაჩქარდა და პირველადი მომხმარების სხვადასხვა პროდუქტი ძვირდება, ლარის გამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
|
ქეთო გოგოხია 05.08.2025

ინფლაცია მატულობს, განსაკუთრებით სურსათის მიმართულებით, სადაც ორნიშნა მაჩვენებელია და მოსახლეობის დაბალ და საშუალო ფენას პრობლემას უქმნის. როგორც ცნობილია, ფასები მატულობს ადგილობრივ პროდუქტზეც, განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ბოსტნეული, რაც მოქალაქეების ხელმოკლე ფენაზე მძიმედ აისახება.
|
ქეთო გოგოხია 04.08.2025

საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და ტარიფს სრულიად არ შეესაბამება. ამ დროს მომხმარებელს გადასახადი ყოველთვის სწორედ სიჩქარის გაზრდის მოტივით უძვირდება, თუმცა სერვისი რეალურად ვერ გაუმჯობესდა. ის, რომ კომპანიები თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, უკვე კვლევებითაც დადასტურებულია.
|
გვანცა წულაია 04.08.2025

საქართველო ისეთი სახელმწიფოების სიაშია, სადაც სესხის მომსახურება ძნელია. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ფინანსური ვალდებულების გასტუმრება პრობლემაა. საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს, თუმცა სულ სხვა მოლოდინი აქვთ ფინანსისტებს და იმასაც ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში კლება არ იქნება მნიშვნელოვანი.
|
გვანცა წულაია 31.07.2025

საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტეროა, რამდენად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა მშპ-ს ზრდას ან როდის იგრძნობენ ციფრებში გამოხატულ წინსვლას უშუალოდ მოქალაქეები?
|
გვანცა წულაია 31.07.2025

სოფლის მეურნეობაში მუშახელის დეფიციტი 2025 წელსაც დიდი პრობლემაა. საქართველოს რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული გასაჭირი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დღიური შრომის მინიმალური საფასური 60-70 ლარია, მუშების დაქირავება მეწარმე ფერმერებისთვის დიდი დაბრკოლებაა.
|
გვანცა წულაია 30.07.2025

მაღალი მიგრაციის ფონზე საქართველოდან არელეგალურად მყოფ უცხოელებს აძევებენ. მიმდინარე წლის პერიოდში ქვეყნიდან იმაზე მეტი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 2024 წლის მთლიან მონაკვეთში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მთავრობა უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრების, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვებისთვის პირობები გაამკაცრა.
|
გვანცა წულაია 30.07.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ცვლის, რადგან ქვეყანაში ინფლაცია მზარდია და მოლოდინიც ასეთივეა. სებ-ი მოელის, რომ 2025 წლის ინფლაციის დონე 3.8%-ის იქნება, თუმცა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მაჩვენებელი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|