გვანცა წულაია 10.12.2020
შემოღებული შეზღუდვების პირობებში, სარესტორნო ბიზნესს განსახვავებულ სტილში უწევს მუშაობა, რომელიც მათთვის ძალიან პრობლემურია. ადგილზე მიტანის სერვისზე გადასვლის გამო, მუდმივ წნეხში არაინ თავად რესტორნის თანამშრომლები, რომელთაც ღამის გათენება სამუშაო ადგილზე უწევთ.
|
ირაკლი ლომიძე 10.12.2020
საქართველოს მოსახლეობას, ასევე ბიზნესს საფინანსო სექტორის მიმართ არსებული სესხის დაფარვა ძალიან უჭირს. ეპიდემით გამოწვეული უმუშევრობის, შემოსავლების შემცირებისა და მაღალი ინფლაციის გამო, ხალხი საბანკო ვალდებულებებს ვეღარ უმკლავდება. შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი გაკოტრების ზღვარზეა. ამას ადასტურებს ისიც, რომ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის სესხების რესტუქტურიაციის პირობას დათანხმდნენ, მსესხებლებს ვალდებულებების შესრულება ასეთშემთხვევაშიც უჭირთ.
|
გვანცა წულაია 10.12.2020
რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე არსებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ინფიცირების პიკური შემთხვევების გამო, ზუსტი პასუხი ჯერ საკოორდინაცო საბჭოში არ აქვთ. შეზღუდვების ძალაში დატოვება მოსახლოებასა და ბიზნესმენებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
|
გვანცა წულაია 09.12.2020
ამერიკულ ბირჟებზე, მომავალი კვირიდან წყლით ვაჭრობა დაიწყება. წყლის გაყიდვა ბარელებით მოხდება, ისე როგორც იყიდება ნავთობი. ეს გარემოება კი, საქართველოს გზებს უხსნის და ქვეყანას ახალი პოტენციალი უჩნდება. მტკნარი წყლის მწვავე დეფიტიცის პირობებში საქართველოს შანსი უჩნდება, რომ დიდი ექსპორტი წამოიწყოს.
|
ირაკლი ლომიძე 09.12.2020
ეპიდემიისას აგრარულმა სექტორმა აქამდე უარყოფითი ტენდენციების გაუმჯობესება შეძლო და როგორც ექსპორტის მხრივ, ასევე მოზიდული ინვესტიციებითაც ყურადღება მიიპყრო. გარდა იმისა, რომ მთავრობამ კრიზისულ სიტუაციაში აგრარული სექტორის როლი წამოსწია და დარგის ხელშემწყობი ღონისძიებები გააქტიურა, ბუნებამაც მაშველი ფუნქცია შეასრულა. საბოლოოდ, წლევანდელი შედეგი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აშკარად დადებითია.
|
გვანცა წულაია 09.12.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ინფექციის გავრცელების შემდეგ, ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვა ძალიან გაიჭირდა, რამაც მისი მოცულობა შეამცირა. მართალია, უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობა ყოველ კვარტლურად მატულობს, მაგრამ მხოლოდ მცირედით და არასაკმარისი რაოდენობით.
|
თიკა სიბოშვილი 08.12.2020
სამთო-სათხილამურო კურორტებზე წლევანდელი სეზონი უკვე ჩავარდნის პირასაა. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სასტუმროების დიდი ნაწილი გახსნას ვერ ახერხებს და დამსვენებელს ვერ იღებს. ჰორეკაბიზნესის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, „თეთრი ტურიზმი“ გადარჩება და სეზონი არ ჩავარდება, მაგრამ საკითხავი ისაა, ზამთრის ბოლოსთვის შერბილდება თუ არა შეზღუდვები და მოახერხებენ სასტუმროები დამსვენებლების მიღებას?
|
გვანცა წულაია 08.12.2020
საქართველოში ამოქმედებული ახალი შეზღუდვების გამო ქვეყნის ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომლებთან გამკლავებაც იმაზე რთული იქნება, ვიდრე ეს გაზაფხულზე მოხდა. ქვეყანაში მეორედ დაწესებული შეზღუდვები ისედაც რთულ დღეში ჩავარდნილ ეკონომიკას ძირს უთხრის. მძიმეა იმ სპეციალისტების პროგნოზი, რომლებიც ამბობენ, რომ წელს დიდი ეკონომიკური ვარდნა გვექნება, რომელიც -6-7%-ის ფარგლებში იტრიალებს.
|
ირაკლი ლომიძე 07.12.2020
ეკონომიკაში დაწესებული შეზღუდვები ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. იმ ფონზე, როცა ვაქცინის შემოტანის ვადაც უცნობია, ხოლო ეკონომიკა ფაქტობრივად ჩაკეტილია, კოლაფსი გარდაუვალია. ტენდენცია ისეთ სახეს იღებს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი არათუ შემცირდება, შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 24 დეკემბრიდან აკრძალვები დროებით უქმდება, რაც ერთკვირიან შუალედში მობილობის მკვეთრ გააქტიურებას გამოიწვევს და ვირუსის აფეთქების ახალს რისკს გააჩენს, რასაც ეკონომისტები ელოდებიან კიდეც. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული ნაწილობრივი ლოქდაუნი 31 იანვრის შემდეგაც გაგრძელდეს.
|
ნინა გარდაფხაძე 07.12.2020
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობა კვლავ მზარდია. ტენდენცია სექტემბრიდან დაიწყო და ამ დრომდე შეუქცევადია. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ გზავნილები იზრდება აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან, სადაც ქართული დიასპორა არც ისე წარმომადგენლობითია.
|
ირაკლი ლომიძე 07.12.2020
სამშენებლო კომპანიების ნაწილი 2021 წელს საკუთარი რესურსით საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. როგორც ირკვევა, იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამამ უძრავი ქონების ბაზარი ვერ გადაარჩინა. წლის ბოლოს, როცა პროგრამა პრაქტიკულად დასრულებულია დეველოპერების ნაწილი შეღავათების გაგრძელებაზე ალაპარაკდა, მათი აზრით, დარგს მომავალ წელს გადარჩენის შანსი აღარ ექნება, თუკი სუბსიდირება არ გაგრძელდება.
|
ირაკლი ლომიძე 07.12.2020
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მატულობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ მსოფლიოში კორონავურუსი მძვინვარებს და მოხმარება მასობრივად შემცირებულია. საქართველოს შემთხვევაში, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, იმპორტი გაზრდილია, რაც მოწმობს იმას, რომ ნავთობპროდუქტების ინდუსტრია სტაბილურობას ეპიდემიის პერიოდშიც ინარჩუნებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|