თამარ ვეფხვაძე
30.10.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ზანგეზურის კორიდორის პროექტით, ყველა მხარე ისარგებლებს, თუმცა პოლიტოლოგები და ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ როგორც ფაშინიანის ოპტიმიზმს, ასევე ზანგეზურის კორიდორის პროექტს. ექსპერტების მოსაზრებით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ამ პროექტის განხორციელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც რთული რელიეფური პირობების, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. 

თამარ ვეფხვაძე
29.10.2025

სექტემბერში, თბილისში, ბინის ქირა 10%-ით გაიაფდა და 1 კვ/მ-ზე, გასაქირავებელი საშუალო შეწონილი ფასი 10.2 დოლარი გახდა. საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი ბინების ქირის ტარიფმა ნამდვილად იკლო, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ საშუალო სეგმენტში. რაც შეეხება პრემიალური სეგმენტის ბინებს და სახლებს - მას ცვლილება არ შეხებია, ხოლო ბიუჯეტური სეგმენტის ბინების ფასი, რომლებზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა, კვლავაც უცვლელია.  

ქეთო გოგოხია
29.10.2025

წყალი რეგიონებში გაძვირების ზღვარზეა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში რეფორმისთვის ემზადება, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი სატარიფო ცვლილებაა. ცალსახად, რომ ტარიფი გაიზრდება, ჯერჯერობით არავინ საუბრობს, თუმცა სემეკში ,,რეზონანსს“ დაუდასტურეს, რომ კომპანიების სატარიფო პოლიტიკა, არსებული წესების დაცვით გადაიხედება.

თამარ ვეფხვაძე
28.10.2025

უკვე ერთი კვირაა, საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასი საგრძნობლად შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, ძვირფასი ლითონის ფასი მზარდი აღმასვლით ხასიათდებოდა. ერთკვირიან პერიოდში, ოქროს ფასი 7.5%-ით შემცირდა, რაც 1 უნციაზე 460-დოლარიან კლებას ნიშნავს. ეს კი ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი ვარდნაა, თანაც მოკლე დროში. ამჟამად, 1 უნცია ოქროს ფასი 3920 აშშ დოლარია, რაც ფასის შემცირების მიუხედავად, წლიურ ჭრილში, 41%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ფასის შემცირებას კორექციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ათდღიან ვადაში, ოქროს ფასი კვლავ გაიზრდება.

ქეთო გოგოხია
28.10.2025

რთველი-2025 დასასრულს მიუახლოვდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა სწორება ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტზეა, რაც ასევე წარმატებით ხორციელდება. დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. ქართული ღვინოს ცნობადობა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე იზრდება, რასაც უცხოელი პარტნიორები პირდაპირ აღიარებენ. შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქართველი მეღვინეები წარმატებით წარდგნენ გლობალურ გამოფენებზე და რეალიზაციის არეალი გააფართოვონ.

ირმა ჩიტაია
27.10.2025

დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის ერთ-ერთი გზა ხიდების მშენებლობაა. ქალაქში უკვე იმდენად ჭარბი რაოდენობითაა ავტომობილები, რომ ასეთი პროექტების მომზადება და გაკეთება სასწრაფო, თუმცა რთული საქმეა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქალაქის გზები აღარ იძლევა მანქანების გატარების შესაძლებლობას. ამიტომ საჭიროა მასშტაბური პროექტების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლაფსი გარდაუვალია.

ქეთო გოგოხია
27.10.2025

სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას და ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს. იმ ფონზე, როცა ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება მატულობს და გამომუშავებული ელექტროენერგია ზაფხულის პერიოდშიც კი არასაკმარისია, სექტორში ძირეული ცვლილებების აუცილებლობა ნამდვილად იკვეთება. თუმცა სპეციალისტების ნაწილი ოპტიმალურ გამოსავალს უკვე არსებული პროექტების კორექტირებაში ხედავს და სახელმწიფო სტრუქტურებს სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ქეთო გოგოხია
27.10.2025

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას შრომის ინსპექცია რეალურად ვერ ერევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კადრების დეფიციტია, რის გამოც კონტროლი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ირგვლივ ბევრი დარღვევებია. სპეციალისტები კადრების გადამზადებას და შრომის ინსპექციის მხრიდან მუშაობის გააქტიურებას ითხოვენ, რაც შრომის  ბაზარს მოსალოდნელი რისკებისგან დაიცავს. საქმე არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას, დასაქმებულთა უფლებები მკვეთრად არის დარღვეული ხელფასების, შრომის ანაზღაურების, დეკრეტული შვებულებისა და სხვა მიმართულებითაც, რაც დარგში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ მწვავედ წარმოაჩენს.

თამარ ვეფხვაძე
23.10.2025

საქართველოში ეკონომოკური ვითარება დადებითისკენ სრულად შემობრუნდა. უკვე ყოველ მესამე კომპანიაში ამბობენ, რომ დაიმატებენ ახალ თანამშრომელებს და სამუშაო ადგილებს. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ დინამიკა აბსოლუტურად პოზიტიურია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.

ქეთო გოგოხია
23.10.2025

გარკვეული დასახელების მედიკამენტები შეიძლება დეფიციტური გახდეს და ჩანაცვლდეს. ამის მიზეზი "ჯიემპი" სერტიფიკატთან შეუსაბამობაა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ 3000-მდე მედიკამენტის რეგისტრაცია გააჩერა. მათი ჩანაცვლება, სავარაუდოდ, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხდება, რაც ხარისხთან დაკავშირებით მომხმარებლებზე დადებითად აისახება, მთავარია, ახალი სტანდარტის დანერგვამ ფასების ზრდა არ გამოიწვიოს. 

თამარ ვეფხვაძე
22.10.2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. ასეთი თამამი  განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. 2029 წლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ  საინტერესოა, დასრულდება თუ არა პროექტი დათქმულ ვადამდე და რამდენად რეალურია მინისტრის მოადგილის დაპირება. სპეციალისტთა ნაწილს დათქმული ვადა აეჭვებს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ სამუშაოები ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს და ცხადია, პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება. 

თამარ ვეფხვაძე
21.10.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველი ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ასეთი შეფასების მთავარი კრიტერიუმია მშვიდობა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონის ქვეყნებს შორის, ომია გაჩაღებული. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×