ირმა ჩიტაია
15.04.2026

ზაფხულის ტურისტული სეზონი შეიძლება ჩავარდეს. ჯავშნების 50% უკვე გაუქმებულია. ამის მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რის გამოც საავიაციო ნავთის დეფიციტი უკვე აშკარაა. პრობლემა, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებითაა, მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორები სახმელეთო გზითაც შემოვლენ. სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება არაბული ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, რადგან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია, რიგ შემთხვევაში - შეჩერებული.

ირმა ჩიტაია
14.04.2026

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დინამიკა მზარდია. მართალია შარშანდელთან შედარებით ტემპი დაბალია, მაგრამ ტენდენცია არ შეცვლილა. ხელისშემშლელი ფაქტორები კი ბევრია - მსოფლიოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ნავთობის არასტაბილური ფასი, ლოგისტიკის გაძვირება და ა.შ. შესაბამისად, მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების პარალელურად სპეციალისტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. 

ქეთო გოგოხია
14.04.2026

შუა დერეფნის როლი იზრდება. ბოლო პერიოდში ამ მხრივ სერიოზული გავლენა იქონია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაზრდილ ტვითნაკადს მოემსახუროს. ტვირთების გარკვეული ნაწილი უკვე დაიძრა საქართველოსკენ, რაზეც სპეციალისტების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს, ნაწილიც ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ამ გამოწვევის საპასუხოდ არც ინფრასტრუქტურა აქვს და არც ადამიანური რესურსი. 

ქეთო გოგოხია
13.04.2026

საქართველოში სამშენებლო სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს. ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად, ბაზარზე უძრავი ქონების გაძვირების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. მართალია, დაახლოებით თვენახვევრის წინ, როცა აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, საფასო რყევა შეინიშნებოდა, მაგრამ სიტუაცია მალევე დასტაბილურდა. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ბაზარი სტაბილურია და ახლო მომავალში რაომე განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ქეთო გოგოხია
13.04.2026

მსოფლიოში ვითარება სულ უფრო იძაბება, მაგრამ მთავრობის დაპირება სურსათისა და მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. აპრილის ბოლომდე ზუსტად 2 კვირა რჩება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება გატარდება, რაც სავაჭრო ქსელებისა და დისტრიბუციის მაღალ მოგებას შეამცირებს. კონტროლის მექანიზმი კი გაძლიერდება.

ირმა ჩიტაია
09.04.2026

ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ავტოდილრერებს პრობლემები უკვე შეუქმნა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც რეგულაცია ძალაშია, თუმცა სექტორში აცხადებენ, რომ ისინი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. უკვე ფინანსური ზარალიც სახეზეა. შეუმცირდათ ტვირთბრუნვა და რეგიონებში არსებული ფილიალების დახურვაც დაწყებულია. რამდენიმე თვეში ბაზარზე სერიოზული ცვლილებები აშკარად გამოჩნდება.

თამარ ვეფხვაძე
09.04.2026

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების მთავარი პრობლემა ტენდერებში ჩინურ კომპანიების დომინირებაა. ჩინეთის მთავრობისგან სუბსიდირებულ კომპანიებთან კონკურენციაში შესვლა არც ისე მარტივია, რადგან ქართული კომპანიები ვერ ახერხებენ ჩინურ კომპანიებზე უფრო დაბალი ფასის შეთავაზებას. აქვე ჩნდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა - არის კი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესრულებული სამუშაო ხარისხიანი?

ქეთო გოგოხია
08.04.2026

აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ გლობალურ ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა. პირველ რიგში, ეს დაეტყო საწვავის ფასს, რამაც კლებისკენ აიღო გეზი. სავარაუდოდ, შეჩერდება ძვირფასი ლითონის გაძვირების ტენდენციაც, თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ  ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება - ოქროს ფასი შეიძლება 5-6%-ით შემცირდეს. სასუქების და შხამქიმიკატების ბაზარზე კი, პირიქით, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება.

თამარ ვეფხვაძე
08.04.2026

თბილისის მერია თხევადი გაზის სარეალიზაციო ობიექტებს აჯარიმებს. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზრებზე საავტომობილო საწვავი ძვირდება, ხოლო თხევადი აირი მის ერთადერთ და იაფ ალტერნატივად ითვლება. თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცია წერილს ამზადებს და ჯარიმების გასაჩივრებას აპირებს. დარგის სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ პროდუქტების საყოველთაო გაძვირების ფონზე, მერიის სადამსჯელო ღონისძიება კარგს არაფერს მოგვიტანს. 

თამარ ვეფხვაძე
07.04.2026

ახალი სესხი არ გვჭირდება, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაჟინებით გვთავაზობს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანას სსფ-გან დაფინანსების მოზიდვის საჭიროება არ აქვს, მაგრამ ფონდის მისიის ხელმძღვანელი მზადაა ნებისმიერ დროსა და ფორმატში თანამშრომლობისთვის. ეკონომიკისტები ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ სსფ ახალ სესხს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გვთავაზობს. შუა დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის და ერთადერთი უსაფრთხო სავაჭრო გზაა, კონტროლის დასამყარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ირგვლივ გვიტრიალებენ.

რეზონანსი
06.04.2026

წინასააღდგომო ვაჭრობა აქტიურობით გასული წლის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება. ამის მიზეზი გაზრდილი ხარჯია, რის გამოც მომხმარებელს სადღესასწაულო პროდუქტზე არჩევანი უჭირს და შედარებით იაფი პროდუქტის შეძენას ამჯობინებს. ყველაზე მეტი მოთხოვნა, რასაკვირველია, სააღდგომო პასქაზეა. სუპერმარკეტები მომხმარებელებს პროდუქციას გარკვეული ფასდაკლებით სთავაზობენ. ადგილობრივი წარმოების პასკების ფასი, საშუალოდ, 5-6 ლარიდან იწყება 35-40 ლარის ფარგლებშია, თუმცა არის გაცილებით ძვირიანი ნაწარმიც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×