გვანცა წულაია
29.08.2023

ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხი უკვე წლებია დღის წესრიგში დგას, თუმცა ხელშესახები შედეგი არც ერთ ეტაპზე არ დამდგარა. ბიზნესი ამბობს, რომ კერძო სექტორი აშშ-ს მიმართულებით ფრენების დასაწყებად მზად არის, სახელმწიფო კი - არა.

გვანცა წულაია
28.08.2023

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში საწვავი ძვირდება. იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ფასებზე გავლენას გლობალური მიზეზები ახდენს, რასაც ქართული ლარის გაუფასურება ერთვის თან. საწვავს, პროდუქციის ფასწარმოქმანში, საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, ამიტომ მისი გაძვირება ინფლაციაზე იქონიებს გავლენას და პროდუქციის ღირებულებას გაზრდის.

ქეთო გოგოხია
28.08.2023

ახალი სასწავლო წლის დადგომის წინ სტუდენტები წელსაც დილემის წინაშე არიან, რადგან მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი ვერ გადაწყდა, ქირის ფასი კი კვლავ რეალობას აცდენილია. მართალია, უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილება ქირის საფასურს შეეხო და მცირედით გაიაფდა, მაგრამ ამ შეღავათს ფაქტობრივად ვერავინ გრძნობ, გადასახადი კვლავ მაღალი რჩება. დილერები ვარაუდობენ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ტარიფი მცირედით მოიმატებს მოთხოვნის ზრდასთან ერთად.

ქეთო გოგოხია
28.08.2023

ბოლო პერიოდის განმავლობაში სტიქიური მოვლენები საკმაოდ გახშირდა. შოვის ტრაგედიიდან ერთი თვეც არ არის გასული და რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, კლდე ჩამოიშალა და სხვა, რასაც, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საფრთხე მასშტაბურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს. სპეციალისტები შექმნილ სიტუაციაში გამოსავალს კონტროლის გაძლიერებაში ხედავენ, რაც რისკს გარკვეულწილად შეამცირებს.

გვანცა წულაია
24.08.2023

საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, თუმცა მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ჯიბესა და კეთილდრეობაზე არ ისახება. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით თავს იწონებს, მაგრამ ამის პარალელურად, უამრავი სოციალურად დაუცველი და უმუშევარი ადამიანი ჰყავს.

ქეთო გოგოხია
24.08.2023

საბანკო სექტორი ეკონომიკაში ფაქტობრივად ერთადერთია, რომლის მ ოგებაც არნახულ მასშტაბს აღწევს. ტენდენცია ნებისმიერ პერიოდში უცვლელია და ამ მხრივ რაც 2023 წელია გამონაკლისი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სესხების გაძვირებით და ჯარიმა-საურავებით ბანკებს დიდძალი მოგება უგროვდება.

გვანცა წულაია
23.08.2023

 საქართველოში თხილის მოსავლის აღების და დაბინავების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. მოლოდინია, რომ წელს ფერმერები იმაზე მეტ თხილს მიიღებენ, ვიდრე გასულ წელს მიიღეს. მიმდინარე ეტაპზე ხარისხობრივი გაუმჯობესებაც გამოიკვეთა. პროდუქტის საწყისი ღირებულება წელსაც 3 ლარია. თუმცა ხარისხიანი თხილი მეტი ღირს და მათ შორის სხვაობა საშუალოდ 2-3 ლარის ფარგლებშია.

გვანცა წულაია
23.08.2023

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაცია მცირდება, მაგრამ გაზრდილ ფასებს ვერაფერი შველის. პროდუქციის ღირებულება არც ლარის გამყარების და არც საწვავის გაიაფების პირობებში არ შემცირებულა, ბოლო დროს კი ეს ორი გარემოება შედარებით გაუარესებულა და ამიტომ ფასების კლების მოლოდინი არც არსებობს. ეკონომისტები ცხოვრების გაიაფებას არ ელოდებიან.

ქეთო გოგოხია
22.08.2023

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი არნახულ ზრდას განიცდის. ტენდენცია იმდენად მზარდია, რომ ანალიტიკსოები ძვირფასი ლითონის ბაზარზე ცვლილებას ელიან და აცხადებენ, რომ ძვირფასი ლითონის ღირებულება ახალ რეკორდს დაამყარებს. დიდი ალბათობით ფასი წლის ბოლოს 2000 დოლარს მიაღწევს.

გვანცა წულაია
22.08.2023

საქართველოში უცხოური ინვესიტიცები მოცულობა იზრდება, მოლოდინი კი უკვე არსებულ მაჩვენებელს არ ჩამორჩება. სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ პანდემიისგან მიღებული მძიმე შედეგი უკან მოტოვებულია და მეტიც, გასული წელი ინვესტიციებისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. საინტერესოა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, როგორ მოახერხა საქართველომ ინვესტიციების ზრდა და როგორი იქნება შემდგომი თვეები უხოური კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით.

ქეთო გოგოხია
21.08.2023

ხორბლის წარმოებაში დიდი გაურკვევლობაა. არც ფერმერებმა, არც ხორბლის იმპორტიორებმა არ იციან, როგორ დაგეგმონ გრძელვადიანი სტრატეგია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გლობალურ ბაზრებზე დაძაბულობაა  და ადგილობრივ ბაზარზეც უცნობია,  კონკრეტულად რა შეიცვლება ნოემბრის შემდეგ, როცა ფქვილის იმპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. ცალკე საკითხია ხორბლის ფასი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იაფდება, თუმცა მარაგი არათანაბრად არის გადანაწილებული, რაზეც სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.

ქეთო გოგოხია
21.08.2023

წელს შიდა ტურიზმი მეტ-ნაკლებად აქტიურია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ დარგის განვითარებისთვის გადამწყვეტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზღვამ, შემდეგ უკვე მთაში დატრიალებულმა შოვის ტრაგედიამ მოქალაქეები შეაშინა, დასვენების მსურველების რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა  იკლო ტურების ხანგრძლივობამ როგორც ლაშქრობებზე, ასევე დასასვენებელ ობიექტებში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×