თიკა სიბოშვილი
31.05.2023

საქართველოს ეკონომიკა ზრდას 2023 წელსაც შთამბეჭდავად განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი, გასული თვეების გარდა, აპრილშიც დაფიქსირდა. აღებული სტარტისგან გადახრა კარგა ხანია არ მომხდარა და როგორც სავარაუდოა, არც მოხდება. ეკონომისტების მოლოდინი კი საკმაოდ პოზიტიურია.

ქეთო გოგოხია
30.05.2023

სიმინდის მოსავლიანობა წელს, სავარაუდოდ, ვერ გაიზრდება. მართალია, მარცვლეულსა და ფქვილზე ფასი მუდმივად მატულობს, მაგრამ ამან ფერმერები რატომღაც ვერ გააქტიურა. როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთში  ნათესი ფართობების მოცულობა იგივე დარჩა, რაც შარშან იყო. ახლა მთელ იმედს ფერმერები ამინდზე ამყარებენ და ამბობენ, რომ ხელისშემშლელი გავლენა თუ არ იქნება, უკეთეს მოსავალს მიიღებენ.

გვანცა წულაია
30.05.2023

საქართველოს ენერგეტიკას ახალი თბოელექტროსადგური შეემატება. გარდაბანი 3-ის მშენებლობის დასაწყებად მალე აუქციონი გამოცხადდება, რის შედეგადაც შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. სიახლე ქვეყნის ენერგეტიკაზე დადებით გავლენას მოახდენს და საქართველოს იმპორტის მოცულობის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც ბოლო დროს ისედაც იკლებს.

ქეთო გოგოხია
29.05.2023

პურის მწარმოებლებს საქმიანობის გაგრძელება ახალ რეალობაში მოუწევთ. 1 ტონა ფქვილის იმპორტისთვის გადასახადი 200 ლარი დაწესდება, რაც 1 ტომარა ფქვილს 12 ლარით გააძვირებს, თუმცა პურის ფასი შენარჩუნდება. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მთავრობამ რეალურად ასეთი გამოსავალი მოძებნა, მაგრამ გადაწყვეტილებით დიდად კმაყოფილი არც ერთი მხარე არ არის - არც მეხორბლეები და ასევე პურის მწარმოებლებიც, რომლებსაც ხარჯი გაეზარდათ. ბოლომდე პრობლემა ვერც ხორბლის მწარმოებლებს მოუგვარდათ.

ქეთო გოგოხია
29.05.2023

წყალი გაძვირების ზღვარზეა. მარეგულირებელ უწყებაში უკვე საუბრობენ, რომ სისტემაში ინვესტიციების განხორციელება გვიანდება და თუკი ზომები დროულად არ იქნება მიღებული, მდგომარეობა გაუარესდება. ინვესტიციები კი ყოველთვის წარმოადგენდა მთავარ  ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში კომუნალური გადასახადი ძვირდებოდა, თუმცა ვალდებულებების უმეტესი ნაწილი შეუსრულებელი რჩებოდა. დღესაც ფაქტობრივად ეს მოცემულობაა, ტარიფის შეცვლის წინაპირობად შესაძლოა, სწორედ ინვესტიციები ჩაიდოს და სატარიფო ცვლილება ამით გაამართლონ.

გვანცა წულაია
29.05.2023

ეროვნული ვალუტის მერყეობა გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ შეცვლილი ტენდენცია, დღემდე ძალაშია და საბოლოოდ, 11 პუნქტით გაუფასურებული ლარი მივიღეთ. ამის კვალდაკვად საინტერესოა, ხომ არ ემუქრება პროდუქციას გაძვირება, თანაც მაშინ, როდესაც პრემიერის მოწოდების შემდეგ, ფასების შემცირება უნდა მიგვეღო. რეალურად, დღეს არანაირი გაიაფება არ არსებობს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×