ქეთო გოგოხია
05.10.2023

ნამოხვანის ჰესის მშენებლობის საკითხი მალე დაიძვრება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა ევროპეული ინვესტორის შემოყვანასა აპირებს. პროექტი, სავარაუდოდ, თავიდან გადაიხედება, თუმცა ენერგეტიკოსები რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ნაკლებად ელოდებიან. თურქულ მხარესთან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პროტესტი ხელშეკრულების კაბალური პირობების გამო ჰქონდათ. რაც შეეხება მათ პოზიციას დღეს, აღმოჩნდა, რომ ჰესის მშენებლობას კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევენ მომავალშიც და პროტესტი გაგრძელდება, თუკი კითხვებზე პასუხს არ მიიღებენ.

გვანცა წულაია
05.10.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის სკანდალი თვალსა და ხელს შუა დასრულდა. საბჭოს ახალი წევრები - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი სებ-ში მუშაობას უკვე შეუდგნენ. ეკონომისტთა ერთი ნაწილის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსური სექტორის სტაბილურობას, რომელიც საფრთხის ქვეშ იდგა, პრობლემები აღარ ემუქრება და არც ისაა გამორიცხული, რომ ლარი, რომელიც ცენტრალურ ბანკში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ გაუფასურდა, გამყარების ახალ გზას დაადგეს.

გვანცა წულაია
05.10.2023

ქვეყანაში მალე "სურსათის ბანკი” შეიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მოამზადა და უკვე დაამტკიცა კიდეც. ცვლილება ბევრ სიახლეს მოიცავს და მოლოდინია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ,  სურსათის უვნებლობა უფრო მეტად იქნება დაცული, ხოლო საქველმოქმედო მიმართულება გაქტიურდება.

ქეთო გოგოხია
04.10.2023

თბილისში დღის გარკვეულ მონაკვეთში დიდი გამავლობის ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა სამომავლოდ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება, რომლის წონაც 3,5 ტონას აღემატება. ასეთი მიდგომით, აკრძალვაში უნდა მოჰყვეს სადისტრიბუციო მანქანებიც, რამაც უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. არ არის გამორიცხული, დისტრიბუცია გამონაკლისად განიხილონ, ვინაიდან მერიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობს. სპეციალისტები კი რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სხვა მიდგომა და რეცეპტი, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, ჯერჯერობით არ არის შემოთავაზებული.

გვანცა წულაია
04.10.2023

ნავთობმა მკვეთრი გაიაფება დაიწყო. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საერთაშარისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება საგრძნობლად იკლებს. ტენდენცია შეიცვალა და მოლოდინი კლებისა და სტაბილუბისკენ არის მიმართული. ამაზე ნაწილობრივ მეტყველებს შემდეგი თვეების ფიუჩერსის, გარიგებების ღირებულებაც, რომელიც ყოველ შემდგომ ეტაპზე შემცირებულია.

თიკა სიბოშვილი
03.10.2023

საცობები დედაქალაქისთვის, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად იქცა. თბილისში გადატვირთულმა მოძრაობამ ყოვლდღიური სახე მიიღო და ამას მოქალაქეებიც შეეგუენ. გაუვალ ქუჩებში საათობით დგომა დროის ფუჭი კარგვაა და ამას გარდა, სხვადასხვა სახის პრობლემებსაც იწვევს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზეc. კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ წელიწადში რიგით თბილისელს 240 საათის გატარება უწევს საცობში.

გვანცა წულაია
03.10.2023

ბიზნესში დასაქმებულთა შორის ხელფასების ზრდის მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა არა იმ მასშაბითა და სიხშირით, როგორც წინა წელს იყო. კერძო სექტორმა კადრების დეფიტიცის პრობლემის გამოსწორება, ერთი მხრივ, საკუთარ თავზე აიღო და ხელფასები ნაწილობრივ გაზარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისად, რადგან მუშახელის პრობლემა მაინც ყველა მიმართულებითაა და თანაც ეფრო მაღალი ანაზღაურების მოთხოვნაც არსად გამქრალა.

ქეთო გოგოხია
02.10.2023

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი აქტიურდება. იქიდან გამომდიანრე, რომ წელს ენგური ნაკლებად წყალუხვი იყო, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება იმაზე ადრე შეუწყდეს ან შეეზღუდოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამით, გარდა იმისა, რომ აფხაზეთი დროზე ადრე ჩაბნელდება, საქართველოს ენერგოსისტემას დააკლდება იაფი ელექტროენერგიის წყარო.

ქეთო გოგოხია
02.10.2023

საწვავის ბაზარზე დიდი არასტაბილურობაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეზღუდა, ქართველი იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზარზე გადართვის აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რამაც გარკვეული სხვაობა ფასშიც გამოიწვია. მით უმეეტს, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენციაა. სპეციალისტების ვარაუდით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საწვავი დაახლოებით კიდევ 15-25 თეთრით გაძვირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გლობალურ ბაზრებზე არსებული ფასები შენარჩუნდება.

გვანცა წულაია
02.10.2023

2024 წლის ბიუჯეტში უამრავი სიახლეა დაგეგმილი. მთავრობა რიგი მიმართულებით დაფინანსებას ზრდის, რაც მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზეა გათვლილი. მომავალი წლის ბიუჯეტი მოიცავს ყველა სეგმენტს და ხელფასებისა თუ პენსიების ზრდას. ასევე იქნება მხარდაჭერა და განვითარებისკენ მიმართული თანხები. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობა გაზრდილი ბიუჯეტით სარგებელს მიიღებს.

გვანცა წულაია
28.09.2023

საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ისევ ოჯახის ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. არასახარბიელო რეალობა სპეციალური კვლევითაც დასტურდება. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს.

გვანცა წულაია
28.09.2023

ქონების გადასახადის დაბეგვრის პრინციპები შესაძლოა, შეიცვალოს. სიახლეზე ფინანსთა სამინისტროც მუშაობს და ოპოზიციაც. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებური დიფერენციაცია მოხდება, გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×