ქეთო გოგოხია 27.07.2023

ხორბლის გლობალურ ბაზრებზე დაძაბულობაა, რაც საბოლოოდ ფასებზე აისახება. უცხოურ ბირჭებზე სტრატეგიული პროდუქტის გაძვირება შეიმჩნევა, თუმცა საქართველოში ფქვილის ფასი სტაბილურია და უახლეს თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აქედან გამომდინარე, პურისა და პურპროდუქტების გაძვირებაც გამორიცხულია.
|
გვანცა წულაია 27.07.2023

საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლით არ მოქმედებს ეს არაერთხელ დადასტურდა. ყოველ ჯერზე, როცა ამასთან დაკავშირებით ბრალდება გაისმა, ვერც ერთი მტკიცებულების მოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობს. რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა სანქციებზე მომუშავე გუნდა თქვა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. გუშინ კი იგიევ წარმომადგენლობიდან ითქვა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ.
|
გვანცა წულაია 27.07.2023

საპოლიციო გამოსახლების აღდგენა ანდა საკითხის სხვაგვარად მოგვარება ვერაფრით ვერ მოხდა. ბინის მესაკუთრეები დღემდე გაუგებრობაში არიან. მათ პრობლემები მიგრანტების შემდინებამდეც ჰქონდათ, თუმცა ბოლო 1 წელია საგანგაშო ხასიათი მიიღო. უამრავჯერ ითქვა, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარებს, თუმცა არანაირი გადაწყვეტიელება არ მიღებულა.
|
თიკა სიბოშვილი 26.07.2023

საწვავის გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. ბოლო დღეების განმავლობაში ბენზინის ფასი 10-15 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია, სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება. ჯერჯერობით გაიაფების არანაირი საფუძველი არ არის, რაზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობაც.
|
გვანცა წულაია 26.07.2023

43 წლის წინ ექსპლუატაციაში შესული ენგურჰესი კიდევ ერთხელ გაჩერდება. მიზეზი დანადგარის რეაბილიტაციაა, რომელიც 3-წლიანი ვადით განისაზღვრა. შესაბამისი განაცხადი ფინანსთა სამინტროში უკვე შესულია და რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპი 35 მლნ ევროდაა შეფასებული. საინტერესოა, რაც მოიცავს ფინალური ფაზა და რა იქნება რეაბილიტაციის შემდეგ.
|
ქეთო გოგოხია 25.07.2023

ჰორეკა სექტორის ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში მომუშავე მიგრანტების მიერ დაფუძნებული კომპანიები გადასახადებს არ იხდიან, იურისტები არ ეთანხმებიან. განსაკუთრებით რესტორნებში, რომელზეც ერთდროულად რამდენიმე უწყების მონიტორინგი ვრცელდება. სპეციალისტები კი ფიერობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე ერთეული შემთხვევა ფიქსირდებოდეს, მაგრამ ეს ტენდენციად ვერ იქცევა.
|
გვანცა წულაია 25.07.2023

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის კვლევითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე პროექტში ჩართული ქვეყნები პასუხის მოლოდინიში არიან, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მზად. მასშტბური პროექტით საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება, რომელიც ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს. ქვეყნის ენერგეტიკას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს, ხოლო ეკონომიკას დამატებით დიდ შემოსავალს გაუჩენს.
|
ქეთო გოგოხია 24.07.2023

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასმა გეზი გაძვირებისკენ აიღო. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს, თუმცა დრო და დრო კლების დინამიკაც შეიმჩნეოდა. კონკრეტული მიზეზი, რა აძვირებს ან აიაფებს ძვირფას ლითონს, სპეციალისტებს უჭირთ და ამბობენ, რომ ოქროს საბაზრო ტენდენცია ეკონომიკურ კანონზომიერებას აცდენილია. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ, საქართველოში თურქული ოქროს გაყიდვების ზრდას უკავშირდება, რაც ამ ნაკეთობების სიიაფით არის განპირობებული.
|
გვანცა წულაია 24.07.2023

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სულ უფრო მეტად მატულობს. ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით, ქვეყნის როლი მუდმივად იზრდება. უკანასკნელ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს დერეფანზე გადმორთული ტვირთების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია და ეკონომისტების პროგნოზით, დერეფნის აქტიურად გამოყენება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც მოხდება.
|
ქეთო გოგოხია 24.07.2023

ქართველებისთვის დასვენების ხარჯი ყოველ სეზონზე კატასტროფულად მატულობს, რის გამოც ხალხი უკვე კურორტებზე გამგზავრებასაც ვეღარ ბედავს. საოჯახო სასტუმროები რომ ავიღოთ, დღიური ხარჯი თითო ადამიანისთვის, საშუალოდ, 150 ლარს შეადგენს, ხოლო 1 კვირით დასვენების საფასური 1000 ლარს აჭარბებს, ხოლო ოჯახის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3000 ლარს აღწევს. კიდევ უფრო მაღალია ფასი მთის კურორტებზე, სადაც დასვენება გაცილებით ძვირი ღირს.
|
ქეთო გოგოხია 24.07.2023

თხევადი საავტომობილო გაზის ხარისხის კონტროლი აუცილებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თხევად გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები ეკოლოგიის ერთ-ერთ დამბიძნურებლებს წარმოადგენენ, ამიტომ ხარისხზე მათი შემოწმება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა სახარბიელო არ არის, რადგან კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება და არც ლაბორატორიაა, სადაც შეიძლება გაზის გამონაბოლქვის შემოწმება ხდებოდეს.
|
გვანცა წულაია 20.07.2023

საქართველოში დასვენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს ქვეყანაში მომსახურება ძვირი უჯდება. ამიტომ ქართველების და უცხოელების რაღაც ნაწილი საქართველოში დასვენებაზე უკვე უარს ამბობს და სხვა ქვეყნისკენ მიეშურებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|