სანდრო მდივანი
07.06.2021

 ნამოხვანჰესის გარშემო პროტესტმა 26 მაისს დედაქალაქიდან კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლა, სადაც რიონის ხეობის მცველებს გაძლიერებული საპოლიციო ძალები დახვდათ. რამდენიმედღიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ აქციის მონაწილეები ახალ გეგმებს სახავენ გიგანტური ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ. რა ეტაპზეა პროტესტი და როგორი იქნება ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი მოძრაობის სამომავლო გეგმები, „ბიზნეს-რეზონანსმა“ ამ შეკითხვით უშუალოდ ვარლამ გოლეთიანს მიმართა.

ირაკლი ლომიძე
07.06.2021

 2021 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა. დადებითი ტენდენცია, ძირითადად, რეგულაციების გაუქმებითა და ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. ფაქტობრივად, იმპორტი დიდი ხნის განმავლობაში ნეგატიურ ტრენდს მიჰყვებოდა და მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი, ამ მხრივ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო.

ირაკლი ლომიძე
07.06.2021

 საერთაშორისო ბაზრებზე ფასები კატასტროფულად მატულობს და ამ ტენდენციას საქართველო რეალურად ვერაფერს უპირისპირებს. უკვე აშკარად გამოიკვეთა  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვებით მომარაგების გლობალური პრობლემა. ჩვენთან ეს საკითხი განსაკუთრებით საშიშია, რადგან 80%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი და პროდუქტების ძვირად ყიდვა გვიწევს. ამას ვეღარც გაცვლითი კურსი აბალანსებს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მყარდება და ცოტა შეღავათს მისცემს ბაზარს, საგრძნობ გავლენას უკვე ვერ მოახდენს, რადგან პროდუქტები საერთაშორისო ბირჟებზე ძვირდება. სპეციალისტები შიმშილობის მოსალოდნელ საფრთხეზეც კი საუბრობენ.

რეზონანსი
03.06.2021

 საქართველოში ჰესების წინააღმდეგ გამუდმებული პროტესტი არ წყდება, ქვეყანაში ბევრი პროექტია გაჩერებული. დღეისთვის, მთავრობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია თითქმის ნულოვანია. ამიტომ სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ საჭიროა ქვეყანაში ენერგეტიკის სამინიტრო აღდგეს. ენერგეტიკული თვალსაზრისით თანდათან ჩიხში შევდივართ.

ირაკლი ლომიძე
03.06.2021

 მაღალ ინფლაციას ქვეყანა ვერაფერს ვერ უხერხებს. ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ინფლაციაზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით აკისრია, თავის ვალდებულებას თავს ვერ ართმევს და ვერ უზრუნველყოფს ინფლაციის მოთოკვას, რომელიც უკვე მესამე წელია,  ფაქტობრივად  არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება. ფასების რეკორდული მატების ფონზე მაისის 7,7%-იანი ინფლაციაც კი დაუჯერებელი ჩანს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი რეალურად გაცილებით მაღალია. თანაც, გაძვირება იმდენად სწრაფი ტემპით გრძელდება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეიძლება პროდუქტებზე ფასმა 100%-ითაც კი მოიმატოს.

გვანცა წულაია
03.06.2021

 ქართული ვალუტა არანორმალურ გამყარებას განაგრძობს. გუშინ დღის ბოლოს "ბლუმგერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 1 ამერიკული დოლარი 3.11 ლარი ღირდა, სავალუტო პუნქტები დოლარს 3.02-ად იბარებნენ. ლარის გამყარების შემდეგი ნაბიჯი უკვე პროდუქციაზე ფასების ცვლილებაა. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, როდიდან შეიძლება მოხდეს ბოლო პერიოდში წარმოუდგენლად გაძვირეული იმპორტირებული პროდუქციის გაიაფება.

ირაკლი ლომიძე
02.06.2021

 ბოლო პერიოდში ლარი განუხრელად ადგას გამყარების. აშკარად გამოიკვეთა, რომ მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას კიდევ ელის. ექსპერტულ წრეებშიც უკვე დადებითი პროგნოზი კეთდება. ფინანსისტები ადასტურებენ, რომ ლარს მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თითქმის არაფერი ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, მყარი კურსი შენარჩუნდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. ტენდენცია თუ არ შეიცვლება, არ არის გამორიცხული, ლარი 3,0-იან ნიშნულემდეც ჩამოვიდეს და გამყარების პროცესი ხანგძლივად გაგრძელდეს.

რეზონანსი
02.06.2021

 პანდემიის პირობებში, საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა. დღეს ქვეყანას იმაზე მეტი უმუშევარი ჰყავს, ვიდრე 2019 წელს. მიზეზი დაწესებული შეზღუდვებია. საინტერესოა, რამდენად შეცვლილია ვითარება და ახლა რა რესურსი გააჩნია საქართველოს დაკარგული სამუშაო ადგილების აღსადგენად. 

გვანცა წულაია
02.06.2021

 ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით სიტუაცია ცოტათი გამოსწორდა. ბაზარი დიდი დატვირთვით ახლაც ვერ მუშაობას, მაგრამ იგრძნობა გამოცოცხლება. ავტოიპმორტიორები ჯერაც საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში და მათ დარგშია.

გვანცა წულაია
01.06.2021

 საქართველო პანდემიის პირობებში ინვესტიციების დიდ ნაკლებობას განიცდის. ქვეყანაში ძალიან მცირე უცხოური კაპიტალი შემოდის. საინტერესოა, სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, რამდენად შეძლებს საქართველო უცხოური კაპიტალის მოზიდვას. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სიტუაციის ეტაპობრივად გამოსწორება ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.

რეზონანსი
01.06.2021

 ზაფხულის სეზონის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ის ბარიერები, რომლებიც ბიზნესს პრობლემებს უქმნიდა, ნელ-ნელა უქმდება. ტურიზმის სფეროს აღდგენისთვის სულ უფრო მეტი შანსი უჩნდება, თუმცა, ამ ეტაპზე, პრობლემაა ღია სივრცეში პირბადეების ტარება და კომენდანტის საათი. ასეთ ვითარებაში უცნობია, რა დატვირთვით შეძლებს სტუმარმასპინძლობის სექტორი მუშაობას, მაგრამ უკვე გაჩნდა პირველი მინიშნება, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×