ირაკლი ლომიძე 12.04.2021
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გამოცხადებულ ლეგალური დასაქმების ვაკანსიებზე საქართველოში არნახული მოთხოვნაა. სამუშაოდაკარგული, ღარიბი და ხშირ შემთხვევაში, ხელმოცარული მოქალაქეები მზად არიან, ნებისმიერ ფასად დათანხმდნენ საზღვარგარეთიდან შემოთავაზებული შრომის პირობებს, რომელიც აქედან, ერთი შეხედვით, ნორმალური ჩანს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროგრამების მიღმა მიზერული თანხა და მონური შრომაა. შრომის ანაზღაურება, მინიმუმ, 3-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც უცხოელი დამსაქმებლები საკუთარ მოქალაქეებს უხდიან. ქართველების დასაქმებით კი ეკონომიის გაწევის დიდი შესაძლებლობა უჩნდებათ.
|
რეზონანსი 12.04.2021
ენგურჰესი რეაბილიტაციის გამო გაჩერებულია, რითიც საქართველოს ელექტროგენერაცია 21%-ითაა შემცირებული. თუმცა მისი სრულად ამოქმედების დრო მოახლოვდა. აქამდე ენგურიდან გამომუშავებულ დენს აფხაზეთი უფასოდ იღებდა. რა მოხდება ჰესის ამუშავების შედეგ, როცა სიმძლავრე გაზრდილი იქნება, როგორ გადანაწილდება კვოტები და რამდენი უნდა მიიღოს ოკუპირებულმა ტერიტორიამ დანარჩენი საქართველოსგან?
|
ირაკლი ლომიძე 12.04.2021
ნავთობპროდუქტების იმპორტში დადებითი დინამიკაა, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლებაა. ამ მხრივ ოფიციალურ სტატისტიკაზე გარკვეული გავლენა მოახდინა 2020 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობამ, როცა ეპიდემიური სიტუაცია ჯერ კიდევ არ იყო დამძიმებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე იმპორტში კლებაა, ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის დინამიკა პოზიტიურადაც შეიძლება ჩაითვალოს.
|
ირაკლი ლომიძე 12.04.2021
საზოგადოებრივი განწყობისა და პროტესტის ფონზე მთავრობამ შეზღუდვების დაწესება თითქოს გადადო, მაგრამ უქმე დღეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით ირიბი აკრძალვა შეამოაქვს. გადაწყდა, რომ უქმე დღეებში ეკონომიკური აქტივობები არ იქნება, ბაზრობები, სავაჭრო მოლები, კინოთეატრები და სხვა დაწესებულებები არ იმუშავებენ. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მეტი მუშაობა გვჭირდება, რომ არსებულ გამოწვევებს ბიზნესიც გაუმკლავდეს და მოსახლეობამაც ცოტათი ამოისუნთქოს. მით უმეტეს, როცა დადებითობის მაჩვენებელი 2%-ის ფარგლებშია, ხოლო სამსახურები თანდათან დისტანციურ რეჟიმში გადადიან. სავარაუდია, რომ დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად მთავრობის გადაწყვეტილება თანდათან უფრო გამკაცრდება.
|
ირაკლი ლომიძე 09.04.2021
საჭმელი ზეთი, განსაკუთრებით ქართული ბრენდით წარმოებული პროდუქცია, ბოლო პერიოდში არნახულად ძვირდება და ეს ტენდენცია არც მომავალი თვეებში შეიცვლება. შინ თუ გარეთ, ზეთის გაძვირებას ყველა ნედლეულის დეფიციტს უკავშირებს. ეს მთავარი მიზეზია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ ადგილობრივი წარმოება პირდაპირი გაგებით, არ გაგვაჩნია.
|
გვანცა წულაია 08.04.2021
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება. დადგენილება ითვალისწინებს მიწის ბალანსის შედგენას, სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვას და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას.
|
გვანცა წულაია 08.04.2021
საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი თითქმის ყოველთვიურად მცირდება. ნავარაუდევი 4.5%-იანი მატებიდან, ქვეყნის პერსპექტივა უკვე 3.5%-ზე ჩამოვიდა. ასეთია სავალუტო ფონდის 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რომელიც ისევე საეჭვოა, როგორიც ადრინდელი. ამ შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს ქვეყანას არსებობს უწევს.
|
გვანცა წულაია 07.04.2021
საქართველო ტურისტების დიდ ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა თებერვალში გააუქმა, ქვეყანას ვიზიტორი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ტურიზმის გამოცოცხლების ნიშანწყალი თითქმის გამქრალია და სასიკეთო ცვლილება შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვისაც ვეღარ მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მორიგი „ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება.
|
გვანცა წულაია 07.04.2021
საქართველოს მთავრობა ახალი გამოწვევის წინაში დგას _ მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და უზამაზარი საერთაშორისო ვალის ფონზე, 4 დღეში წლების წინ აღებული 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების გადახდის დრო იწურება. საინტერესოა, რა რესურსით მოახდენს ღარიბაშვილის მთავრობა სესხის გადაფარვას - ეროვნული ბანკის რეზერვებით თუ ახალი ევრობონდებით?
|
ირაკლი ლომიძე 07.04.2021
დედაქალაქის მერია სამშენებლო ამნისტიაზე დიდ იმედს ამყარებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით სექტორში არსებული პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება, თუმცა ამ ოპტიმიზმს არც ბიზნესი, არც დარგის ექსპერტები არ იზიარებენ. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მიდგომა პრინციპულად არ შეცვლილა და მერია თითქმის იმეორებს იმ ხარვეზს, რაც 2007 წელს მიღებული სამშენებლო ამნისტიით ფიქსირდებოდა.
|
ირაკლი ლომიძე 05.04.2021
საქართველოს ისევ და ისევ ვალაუვალობის პრობლემა ემუქრება. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლების სულ უფრო სესხებზე ხდება დამოკიდებული. იმის გამო, რომ ბანკებში კრედიტების გაცემა შეზღუდულია, ხალხი ძირითადად ლომბარდებისა და მევახშეების მომსახურებით სარგებლობს და სესხს იღებს საკმაოდ ძვირად, რამაც შეიძლება გადახდის კუთხით პრობლემა გამოიწვიოს. მით უმეტეს, ეს ეხება როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესსაც. უმუშევრობის ფონზე უამრავი ადამიანი იძულებულია მოთხოვნილებები ვალებით დაიკმაყოფილონ.
|
სანდრო მდივანი 05.04.2021
ლარი უფასურდება, ეკონომიკა მცირდება, პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასი უწყვეტად იმატებს, რაც ზრდის სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვსაც. მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზით, საქართველო იმ ეკონომიკურ დონეს, რაც პანდემიამდე იყო, ოპტიმისტური სცენარითაც კი 2022 წლის ბოლოსაც კი ვერ მიუახლოვდება. ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტები ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმის რეალური მაჩვენებელი 1 ადამიანზე დღეს უკვე 510 ლარია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|