გვანცა წულაია
08.07.2021

 საქართველოში საწვავის ფასი ისევ მაღალ ნიშნულზეა. მართალია მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ღირებულება იკლებს და ქვეყანაში ლარი გამყარებით და სტაბილურობით გამოირჩევა, მაგრამ ნავთობპროდუქტზები მაინც საგრძნობლად გაძვირებულია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება და აქციზზე ფასის დაწევაა, თუმცა ფაქტია ამაზე საქართველოს მთავრობა საერთოდ არც კი ფიქრობს. 

გვანცა წულაია
07.07.2021

 ლარმა გამყარების ახალი ეტაპი დაიწყო. რამდენიმეკვირიანი სტაბილიცაზიის შემდეგ, ბოლო დღეებია, კურსი ყოველდღიურად იუმჯობესებს პოზიციებს. შესაძლოა, ეს სწორედ ის პერიოდია, რომელზეც სპეციალისტები რამდენიმე კვირის წინ საუბრობდნენ, რა დროსაც ქართული ვალუტა 3.0-იან ნიშნულამდე ჩამოვა. 

გვანცა წულაია
07.07.2021

 საქართველო რეგიონებში მუშახელის ნაკლებობას განიცდის. ქვეყანა სეზონურ სამუშაოებს სამუშაო ძალის დეფიციტით შეხვდა. მოსახლეობას ქვეყნიდან წასვლაზე უჭირავს თვალი. არადა, ამ დროს, არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ მოქალაქეებმა დღეში 30-40 ლარი გამოიმუშავონ, რაც თვის ბოლო მინიმუმ 900 ლარს შეადგენს. 

გვანცა წულაია
06.07.2021

 ოჯახებისთვის მალე ახალი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. იგი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელიც, ერთი მხრივ, სამშენებლო სფეროს წაახალისებს და, მეორე მხრივ, იმ ოჯახებს ბინის შეძენის სურვილს გაუჩენს, რომლებიც  ფინანსების გამო თავს იკავებენ. 

თიკა სიბოშვილი
06.07.2021

 პანდემიის პირობებში სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, რასაც მონაცემებიც ადასტურებს, თუმცა მთავრობას დადებითი მოლოდინი აქვს. მინისტრები ვარაუდობენ, რომ 10 წელიწადში მაჩვენებელს გაანახევრებენ. „რეზონანსი“  შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალურია და გააჩნია თუ არა საქართველოს ამის რესურსი.

სანდრო მდივანი
05.07.2021

 პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმა პარლამენტს უკვე წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილს პოსტზე მეორედ მოსვლამდე, იგივე პოზიციაზე მუშაობისა და მათ შორის ამგვარი გეგმის შემუშავების გამოცდილება უკვე აქვს. წინა გეგმა მისი გადადგომისთანავე დავიწყებას მიეცა, მაგრამ მოსვლისთანავე მასზე გაორმაგებული ენერგიით გაჩაღდა მუშაობა. რა ბედი ელის ახალ გეგმას და რამდენად სწორია პირორიტეტები და აქცენტები? 

ნინა გარდაფხაძე
05.07.2021

 პირველი ივლისიდან სახელმწიფომ პურის ფასის სუბსიდირება შეწყვიტა და მაშინვე პირველადი მოხმარების პროდუქტი 10 თეთრით გაძვირდა. რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ ბაზარზე და გაგრძელდება თუ არა ფასის მატება მასიობრივად - ,,ბიზნეს-რეზონანსი“ მეწარმეებს დაუკავშირდა. მაღაზიებში გაძვირებული პროდუქტი უკვე გამოჩნდა. მაგალითად, "იფქლის" "ქვის პური" უკვე 1 ლარი ღირს. მწარმოებლები ადასტურებენ, რომ მალე ამაზე ნაკლები არც ერთი ნაწარმი არ ეღირება.

გვანცა წულაია
05.07.2021

 ქვეყანაში პრაქტიკულად ორნიშნა ინფლაციაა. საქართველოს ეროვნული ბანკი კი ფასების მოთოკვას ვერ ახერხებს, არადა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ინფლაციაზე პასუხისმგელობა კანონმდებლობით აკისრია. მისი ერთადერთი ვალდებულება სწორედ ფასების სტაბილურობაა, რომელიც უკვე კარგა ხანია ვერ ხერხდება.  სწორედ ამიტომ, სპეციალისტები უკვე ხმამაღლა სუბრობენ სებ-ის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხზე. 

ირაკლი ლომიძე
05.07.2021

 ნავთობის ფასმა გლობალურ ბაზრებზე ბოლო 2 წლის რეკორდი მოხსნა. ეპიდემიის გამოჩაკეტილი ეკონომიკის გახსნამ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გამოიწვია მოხმარების სერიოზული ზრდა, რამაც ფასებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტენდენცია დამახასიათებელია ყველა იმპორტიორი ქვეყნისთვის და ასევე საქართველოსთვისაც. ამიტომ, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ისეთი მექანიზმის შემოღება, რომელიც გაზრდილ ფასს მეტ-ნაკლებად დააბალანსებს. ამ შემთხვევაში ქვეყანა მხოლოდ ლარის კურსის იმედად ვერ იქნება.

გვანცა წულაია
01.07.2021

 საქართველოში ტურიზმის მიმართულებით აშკარად სასიკეთო ძვრები შეინიშნება. ქვეყანაში ვიზიტორების ნაკადი უკვე შეიმჩნევა, რითაც სტუმარმასპინძლობის სექტორს აღდგენის სულ უფრო მეტი შანსი უჩნდება. საკმაოდ დადებითი მოლოდინია ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, როგორ მთავრობაში, ისე დარგის სპეციალისტებშიც.

გვანცა წულაია
01.07.2021

 ქვეყანაში ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზეა. მისი შეჩერება ვერაფრით ხერხდება. პანდემიის პირობებში, ინფლაციის ოდნავ შემცირებაც კი ძალიან გაჭირდა. მონაცემები ყოველთვიურად უარესდება და შესაძლოა, მზარდი ფასების მოთოკვა ზაფხულის "იაფ თვეებშიც" ვერ მოხერხდეს, რადგან მსოფლიო მასშტაბით ძალიან ძვირდება საწვავი და ფასები არც სურსათზე ეცემა. 

გვანცა წულაია
30.06.2021

 საქართველოში პროდუქტების გაძვირების ტენდენცია არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა სწრაფად გამყარდა და კარგა ხანია, სტაბილურობას ინარჩუნებს, ფასები მაინც არ მცირდება და ინფლაციაც ისევ საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ასეა მთელ მსოფლიოში.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×