ქეთო გოგოხია
05.06.2023

ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვვნელოვანი გარღვევა და თითქმის ყველა პარამეტრის გაუმჯობესება შეძლო, რაც რეგიონში მიმდინარე ომისა და დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით შესამჩნევია. გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, ექსპორტი და  ბიზნესის ბრუნვა, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა - ყველა ამ პარამეტრით საქართველოს ეკონომიკამ წარმატება განიცადა და მისი შენარჩუნება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ქეთო გოგოხია
05.06.2023

ინფლაცია მცირდება, მაგრამ გაზრდილ ფასებს რეალურად ვერაფერი შველის. მიმდინარე პერიოდში, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, პრობლემა უფრო მეტად იკვეთება. თუკი ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, ამან შეიძლება გაძვირების მორიგი ტალღა გამოიწვიოს. დღესდღეობით კი ინფლაციის კლების რეალურ სარგებელს, ფაქტობრივად, ვერავინ გრძნობს, ხელოვნურად გაზრდილი ფასები კვლავ გამოწვევაა მოსახლეობისთვის.

ქეთო გოგოხია
05.06.2023

ლარის გამყარების ტრენდი შეიცვალა. კურსის მოულოდნელი გაუფასურება იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეროვნულ ვალუტაზე სპეკულაციური შეტევა ხორციელდება, რაც მას ხელოვნურად აუფასურებს და საბოლოოდ კი ნდობის ფაქტორზე ძალიან მძიმედ აისახება. ეს გამოჩნდა კიდევ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რაც დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანის პროცესში გამოიხატა. სანამ არახელსაყრელი სიტუაციაა სავალუტო ბაზარზე, ლარის მიმართ უნდობლობის პრობლემა ყოველთვის იქნება და ვერც გაძვირებული პროდუქტების ფასი დაიწევს, რაც  დიდწილად სწორედ არასტაბილური კურსით არის განპირობებული.

ქეთო გოგოხია
01.06.2023

დეპოზიტების დოლარიდან ლარში გადატანის ტენდენცია იცვლება. ამ მხრივ ბოლო პერიოდდში მიმდინარე სავალუტო რყევებმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა. შესაბამისად, ლარის მიმართ ნდობა შესუსტდა, რაც საბოლოოდ დეპოზიტებზეც აისახა. აპრილში ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაზრდილი იყო, მაგრამ მაისში ვითარება, სავარაუდოდ, საპირისპიროა. წინა თვის ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საბანკო ასოციაციაში ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით უკვე დეპოზიტების გადოლარების ტენდენცია მიმდინარეობს.

გვანცა წულაია
01.06.2023

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტში მნიშვნელოვანი სიახლეა. პროექტში კიდევ ერთი ქვეყანა - ბულგარეთი ერთვება. იგი მეხუთე სახელმწიფოა, რომელიც მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის მშენებლობაში მიიღებს მონაწილებას და არ არის გამორიცხული, სხვა ქვეყნებმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგან.

გვანცა წულაია
01.06.2023

საქართველოში ბინებზე ქირის გადასახადი შემცირდა, თუმცა ბაზარი რეალობას მაინც მოწყვეტილია. მიუხედავად იმია, რომ მოთხოვნა შემცირებულია და თანდათან დაიკლებს, ყველგან მაინც მაღალი ფასებია. სწორედ ასეთ გაბერილ ღირებულებაზე აკეთებს აქცენტს ეროვნული ბანკი და რეკომანდაციას იძლევა, რომ სესხის გაცემის დროს აღნიშნული არასწორი ტრენდი იყოს გათვალისწინებული.

გვანცა წულაია
31.05.2023

საერთაშორისო ბაზრებსა და რუსეთში ნავთობი მკვეთრად იაფდება, თუმცა საქართველოში რატომღაც, ბოლო დროს, საწვავი ძვირდება და ამის მიზეზად მეზობელი ქვეყნიდან მისი შეფერხებით მოწოდება დასახელდა. რადგანაც რუსეთიდან საწვავი შეფერხებით შემოდის, ხოლო მსოფლიოში ნავთობი იაფდება, საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების ალტერნატიული მოწოდების წყარო ხომ არ გაჩნდება?

გვანცა წულაია
31.05.2023

საქართველოში უცხოური საწარმოების რეგისტრაციამ ნელ-ნელა იკლო, ასეთია სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის აპრილში საქართველოში 5 729 საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით, 16.9%-ით ნაკლებია. ეს, რასაკვირველია, რუსეთიდან შემცირებულ აქტივობას უკავშირდება. სპეციალისტების აზრით, თუკი რუსეთში კიდევ ერთი მობილიზაცია არ გამოცხადდება, მაჩვენებელი კიდევ მეტად დაიკლებს.

თიკა სიბოშვილი
31.05.2023

საქართველოს ეკონომიკა ზრდას 2023 წელსაც შთამბეჭდავად განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი, გასული თვეების გარდა, აპრილშიც დაფიქსირდა. აღებული სტარტისგან გადახრა კარგა ხანია არ მომხდარა და როგორც სავარაუდოა, არც მოხდება. ეკონომისტების მოლოდინი კი საკმაოდ პოზიტიურია.

ქეთო გოგოხია
30.05.2023

სიმინდის მოსავლიანობა წელს, სავარაუდოდ, ვერ გაიზრდება. მართალია, მარცვლეულსა და ფქვილზე ფასი მუდმივად მატულობს, მაგრამ ამან ფერმერები რატომღაც ვერ გააქტიურა. როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთში  ნათესი ფართობების მოცულობა იგივე დარჩა, რაც შარშან იყო. ახლა მთელ იმედს ფერმერები ამინდზე ამყარებენ და ამბობენ, რომ ხელისშემშლელი გავლენა თუ არ იქნება, უკეთეს მოსავალს მიიღებენ.

გვანცა წულაია
30.05.2023

საქართველოს ენერგეტიკას ახალი თბოელექტროსადგური შეემატება. გარდაბანი 3-ის მშენებლობის დასაწყებად მალე აუქციონი გამოცხადდება, რის შედეგადაც შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. სიახლე ქვეყნის ენერგეტიკაზე დადებით გავლენას მოახდენს და საქართველოს იმპორტის მოცულობის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც ბოლო დროს ისედაც იკლებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×