32 წლის მამაკაცი საკუთარ არასრუწლოვან ნათესავებსაც კი არ ინდობდა, მის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს
ელზა პაპოშვილი
03.09.2024

სერიულ პედოფილიაში ბრალდებული 32 წლის კაცია დაკავებული. გამოძიების ცნობით, ის სოციალურ ქსელში მცირეწლოვან გოგონებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, აშანტაჟებდა მათ და მისთვის ინტიმური ფოტოებისა და ვიდე მასალის გაგზავნას აიძულებდა. შემდეგ ამ მასალას აარქივებდა და თასვის მსხვერპლებს მისი გავრცელებთ ემუქრებოდა, თუკი ახალ ინტიმურ ჩანაწერებს არ გაუგზავნიდნენ. ზოგიერთ არასრუწლოვანს კი, რომელმაც მისი შანტაჟის პირობები არ მიიღო, დასჯის მიზნით ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელშ შექმნილი ყალბი ანგარიშით გაუვრცელა. 

მთელი საქართველოს მასშტაბით ამ დანაშაულის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ბოლომდე დადგებილი არ არის. ცნობილია მხოლოდ, რომ დაზარალებულთა უმრავლესობა 10-დან 15 წლამდე მოაზარდია. 

ამ დანაშაულის მსხვერპლთა შორის დაკავებული მამაკაცის ნათესავებიც კი არიან. დადგინდა, რომ 32 წლის კაცმა, 15 წლის ნათესავ გოგონას ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელში გააგზავნინა და იგივეს გაკეთებას სისტემატურად სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი ყალბი სოციალური ანგარიშით ინტიმური ფოტოები გაავრცელა. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საგამოძიებო ჯგუფი საქმეში და მამაკაცის იდენტიფიცირება მოხდა. 

დაკავების დროს ახალგაზრდა კაცმა მობილური ტელეფონის დაზიანება მოასწრო, თუმცა ექსპერტებმა მასში შენახული ინფორმაციის აღდგენა მაინც შეძლეს. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულს ამის გარდა კიდევ მინიმუმ 7 სხვა არასრუწლოვანი მსხვერპლი ჰყავდა.   

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს სერიულ მოძალადესთან, რომლის მსხვერპლიც არ არის გამოიცხული კიდევ სხვა ბავშვებიც იყვნენ. სამართალდამცველები მოზარდებსა და მათ მშობლებს მოუწოდებს, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ.

გამოძიების მასალების მიხედვით კი, საქმის ირგვლივ სხვადასხვა შოკის მომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი. 

8 დანაშაულებრივი ეპიზოდი :

2024 წლის მარტში, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამში“ მის მიერვე შექმნილი ყალბი მომხმარებლის გვერდიდან ,,xvicha232” საკუთარ ნათესავს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ 15 წლის გოგოს, რომელსაც თავისი ვინაობა დაუმალა, მისწერა და თანატოლად გაეცნო. მოგვიანებით მიმოწერისას ბრალდებულმა ამავე 15 წლის გოგოს 13 წლის დისთვის შიშველ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება და მასთან გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი მოკვლით. 

მუქარით შეშინებულმა არასრულწლოვანმა დის ნაცვლად ბრალდებულს საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოები გადაუგზავნა, რის შემდეგაც მამაკაცი სისტემატურად სთხოვდა მას ახალი ფოტო, ვიდეო მასალის გაგზავნას. 

სოციალურ ქსელში ბრალდებულის დაბლოკვის შემდეგ, მამაკაცმა საკუთარ 15 წლის ნათესავი გოგოს შიშველი სხეულის ფოტოები, ინტერნეტით ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვნის მეზობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს გაუგზავნა.

2023 წლის დეკემბრის თვეში ბრალდებულმა ყალბი „ინსტაგრამ“ გვერდიდან გაცნობის მიზნით მისწერა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 11 წლის გოგოს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის ნათესავებთან გავრცელების მუქარით, ბავშვს ინტიმური შიშველი სხეულის ფოტოები გადააღებინა და გადააგზავნინა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები ბავშვის სრულწლოვან დას გაუგზავნა და გავრცელების მუქარით მისი სურვილების შესრულება მოსთხოვა. 

დაზარალებულმა დებმა, იმის შიშით, რომ მცირეწლოვანის ფოტოსურათები არ გავრცელებულიყო, ბრალდებულის მითითებისამებრ ერთმანეთის სხეულის ინტიმურ ნაწილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედება და სხეულის შიგნით სექსუალური ხასიათის შეღწევა სცადეს და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ბრალდებულს გადაუგზავნეს.

2023 წლის ივნისის თვეში ბრალდებულმა მის მიერ დარეგისტრირებული ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ გვერდებიდან მომხმარებლების მეშვეობით გაცნობის მიზნით მისწერა ქვემო ქართლში მცხოვრებ 13 წლის ბავშვს, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოიპოვა მისი შიშველი სხეულის ფოტოსურათები, რის შემდგომაც ბრალდებული ბავშვს სისტემატურად, შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მუქარით და შანტაჟით აიძულებდა მის შიშველ სხეულზე სექსუალური ხასიათის მოქმედებას და იძულებით აგზავნინებდა ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და სასქესო ორგანოს ფოტოსურათებს.

2023-2024 წლებში, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაულებრივი სქემით მოატყუა აჭარაში, ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი 4 გოგონა, რომელთაც შანტაჟით გამოსძალა შიშველი სხეულის ფოტოები, ვიდეოკამერის წინ აიძულა სექსუალური ხასიათის მოქმედებები და ამის ამსახველი ჩანაწერები გადააგზავნინა, რასაც თან ერთოდა ბავშვებზე სისტემატური მუქარა.

ბრალის დამძიმება 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 2024 წლის 16 ივნისს სამეგრელოში დააკავა. დაკავებამდე, ჩხრეკის დაწყებისას, რ. ქ.-მ დააზიანა საკუთარი მობილური ტელეფონი, თუმცა, ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად, აღდგენილი იქნა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, რის შემდგომაც ნანახი იქნა პირად „ჩათებში“ არსებული ინტიმური შინაარსის, მუქარისა და იძულების შემცველი კერძო კომუნიკაციის ისტორია, მათ შორის ათეულობით არასრულწლოვან პირთან მიმოწერის ამსახველი „ჩათები“.

ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაციის ანალიზის და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირდა დამატებით 7 არასრულწლოვანი დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რის შემდეგაც, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 02 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება სექსუალური გამოძალვის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედებისთვის დაუმძიმდა.

მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ -ე მუხლის 1-ლ ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩადენა

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×