ნაზი ბერიძე
26.07.2023

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება. „რეზონანსი" ჯანდაცვის ექსპერტებს იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის კამათს იწვევს.

ელზა პაპოშვილი
25.07.2023

ხონში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა. სოფელ ჯიხაიშში  65 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით მეზობელმა მიაყენა. სისხლიან დაპირიპირებას კი წინ კონფლიქტი უძღოდა, ბრალდებული მამაკაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი მათ სისტემატიურად ემუქრებოდა და ისინი თავს იცავდა. 

ელზა პაპოშვილი
24.07.2023

არასრუწლოვნების მორიგი ძარცვის ფაქტი, სადაც ძვირადღირებული ტელეფონებია წაღებული. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. როგორც მაღაზიის  წარმომადგენელი ამბობს, წაღებულია 3 ძვირადღირებული ტელეფონი. მაღაზიიდან ამოღებულ ვიდეოკადრებში ჩანან  მძარცველები, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. როგორც მაღაზიაში აცხადებენ, ზარალი  დაახლოებით 9 000 ლარია. 

ნაზი ბერიძე
19.07.2023

გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა იმატებს. გაეროს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში ჰაერის ტემპერატურა მსოფლიოში საშუალოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით გაიზრდება. The Guardian-ის თანახმად, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში +41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს +40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიაში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში 45 გრადუსს.

ნაზი ბერიძე
11.07.2023

ბოლო წლებია ზაფხულის შუა რიცხვებამდე წვიმიანი ამინდები ფიქსირდება, ძირითადად სიცხეები ივლისის 20 რიცხვიდან იწყება, მუდმივმა წვიმიანობამ და უხვმა ნალექმა მოსავალი გაანადგურა, მეწყერსაშიშ ზონებში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სამშაბათს, წყალდიდობა დაფიქსირდა სამეგრელოსა და იმერეთში. ასევე წყალდიდობა და ძლიერი ქარი იყო აჭარაში. მანამდე სტიქიამ მძიმედ დააზარალა აფხაზეთი.

ნაზი ბერიძე
11.07.2023

„მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფება, ის ევროპარლამენტარებს ხვდება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მისგან ოპოზიცია ახალ პოლიტიკურ ლიდერს ამზადებს, მიჩნიათ, რომ გვარამია პრეზიდენტმა სულ სხვა მიზნით შეიწყალა და ის ახლა რადიკალიზაციას აღვივებს.

ელზა პაპოშვილი
07.07.2023

უმძიმესი ფაქტი ბათუმში - სამი დღის ძებნის შემდეგ,  16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი ბათუმის ზღვაში იპოვეს. პოლიციამ კი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა.

 ოჯახს თავდაპირველად ეგონა, რომ 16 წლის მოზარდი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, თუმცა გამოძიების შემდეგ კი გაირკვა, რომ მოზარდის და მისი სამი მეგობარი დაკავებულმა პირებმა ე.წ. საცურაო  ბანანით ზღვაში გაიყვანეს. მოზარდები ბანანიდან გადაყარეს და მათ სამშველო ჟილეტის გამოყენების საშუალებაც კი არ მისცეს. 

ია აბულაშვილი
07.07.2023

გადასაადგილებელი ორბორბლიანი ეტლის გამოგონების შესახებ საზოგადოებამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოკლე საგაზეთო ინფორმაციიდან შეიტყო, რომელიც ერთ-ერთ რუსულენოვან გაზეთში დაიბეჭდა. გამოგონების ავტორია ქართველი თავადი ირაკლი ვაჩნაძე, რომელსაც ბევრი უსიამოვნება გადახდომია თავს, მაგრამ მისი გამოგონება მაინც აღიარეს.

ელზა პაპოშვილი
06.07.2023

ქალზე ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი. ცნობილი საავადმყოფოს ექიმ ქალს, მეუღლემ ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე მიაყენა. მას დაზიანებები თავის არეში ჩაქუჩი ურტყა,  შემდეგ კი სახრახნისით 33-ჯერ დაჭრა, მანამდე კი სასტიკად სცემა. ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს.  

ელზა პაპოშვილი
03.07.2023

უპრეცედენტო თაღლითობის სქემა, სადაც 600-მდე დაზარალებული არსებობს. დაკავებულია მაკლერი, რომელსაც დაზარალებულები  მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.  პოლიციელებმა ის რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში აიყვანა. ქალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც ის სავარაუდოდ, მოქმედებდა შთაბეჭდავია. 

ელზა პაპოშვილი
30.06.2023

შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - 13 წლის სპეციალური საჭიროებების მქონე გოგონა 3 თვის ორსულია. როგორც  გოგონა ამბობს, მასზე 42 წლის მეზობელმა მამაკაცა იძალადა. თუმცა დაკაკვებული მამაკაცი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და დნმ-ს ანალიზის პასუხს ელოდება. როგორც გოგონას დედა ამბობს, ბავშვს მუცელი სტკიოდა, რის შემდეგაც იფიქრა, რომ ჭიები ჰყავდა. წამლებს ასმევდა, მაგრამ, რომ არ უშველა ექიმთან მიიყვანა. ექიმმა კი უთხრათ, რომ ორსულად იყო. ამის შემდგე ბავშვი პოლიციამ ამოსაცნობად მიიყვანა და მან ხელი მეზობლის 42 წლის მამაკაცს დაადო. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×