
პედოფილიის უმძიმეს საქმეში ბრალდებული 32 წლისკაცი სამხედრო მოსამსახურე რომეო ქარდავა აღმოჩნდა. ჯარისკაცი დაკავების დროს საკუთარი ტელეფონის განადგურებას ცდილობდა, რომელშიც გამომძიებლებმა მოზარდების ინტიმური ხასიათის ათობით ფოტო და ვიდეო მასალა აღმოაჩინეს.
გამოძიება ახლა პედოფილიის, გარყვნილი ქმედების და შანტაჟის 8 ფაქტს სწავლობს. დაზარალებული ბავშვების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჯარისკაცი ბავშვებს 15 წლის ბიჭის სახელით და ფოტოთი ეცნობოდა, მათთან ნდობაში შედიოდა, შემდეგ კი ინტიმურ თემებზე საუბარს იწყებდა.
13 წლის დაზარალებული გოგონას ახლობლები ყვებიან, რომ ბიჭი ბავშვს აშანტაჟებდა და ეუბნებოდა, რომ თუკი ინტიმურ ვიდეო და ფოტო მასალას არ გადაუგზავნიდა, მათ პირად მიმოწერას ოჯახის წევრებთან გაავრცელებდა. გოგონამ კი ამის შესახებ ოჯახის წევრბს და უფროს დას უამბო. გოგონას ოჯახი მიხვდა, რომ ბიჭი ყალბი ექაუნთით და ვინაობით ბავშვის დაშანტაჟებას ცდილობდა. ხოლო ბავშვისთვის მიწერილი ტექსტები მისი თანატოლის არ იყო და ამას ზრდასრული კაცი წერდა.
ჯარისკაცის დაკავების ფაქტს სამეგრელოში მეზობლები შეესწრნენ და ისინი მომხდარით შოკირებულები არიან. მათ უჭირთ კომენტარის გაკეთება და იმაზე საუბრი არის თუ არა ის დამნაშავე.
„ძალიან გვიჭირს რამის თქმა. არ ვიცოდით რის გამო დააკავეს. ახლა გავიგეთ ტელევიზიიდან. ვნახეთ, რომ სახლში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მოვიდა და ის სახლიდან აიყვანეს. ვერც კი წარმოვიდგენდით რის გამო დააკავეს. არ ვიცით ეს ბრალდებები რეალურია თუ არა. გავიგეთ, რომ არასრუწლოვნებს წერდაო და ფოტოებს აგზავნიდაო. მეტი სხვა არაფერი ვიცით. დააკავეს და წაიყვანეს. კარგი ბიჭია, სამხედრო მოსამსახურეა, წლებია მსახურობს, ცუდს ვერაფერს ვიტყვით. ბრალსაც ალბათ დამტკიცება უნდა. ვნახოთ, გაირკვევა თუ რამე გაუგებრობაა“,-გვიყვება მეზობელი.
გამოძიების მიხედვით კი, ჯარისკაცის პირველი მსხვერპლი მისივე თანასოფლელი და ნათესავი 15 წლის გოგონა იყო. მამაკაცმა ბავშვს ვინაობა დაუმალა და თანატოლად გაეცნო. შემდეგ მის 13 წლის დას მიწერა, როემლსაც ინტიმური ფოტოების გადაღება დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრათ. დებმა ამის შესახებ ერთმანეთს უამბეს. გოგონებმა მოძალადე მამაკაცი დაბლოკეს, გაბრაზებულმა კი ნათესავი ბავშვის ფოტოები, მეგობრებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან გაავრცელა.
„რაც ვიცით ისაა, რომ ტელეფონზე გოგოს დაურეკაო და მხოლოდ ტელეფონით კონატქტობდნენო. საერთოდ, ფიზიკურად არანაირი შეხება არ ჰქონიათო. პირადად არც იცნობდნენ ერთმანეთს. დაკავებულიც და მისი ძმაც სამხედრო მოსამსახურეები არიან. ერთი 5 წელია ჯარში არიან. რაც ვიცით ისაა, რომ გბრაზებულზე ტელეფონი დაახეთქა და უთქვამს არც ვიცი ვინ არის ტელეფონით ვკონტაქტობდიო. მეტი არაფერი“,-ყვება კიდევ ერთი მეზობელი.
გამოძიებით კი დგინდება, რომ მამაკაცი ტელეფონში, რომელიც ექსპერტების მეშვეობით იქნა აღდგენილი, ათეულობით არასრუწლოვანი ბავშვის ინტიმურ ფოტოს და ვიდეო მასალას ინახავდა. კაცი ბავშვებს ინტიმურ ადგილებზე სექსუალური ხასიათის მოქმედებებს აიძულებდა და მათ ვიდეოს სახით გადაგზავნას სთხოვდა. საქმეში 8 დაზარალებული ბავშვია, თუმცა არ არის გამორიცხული დაზარალებულების რიცხვი გაიზარდოს.