ელზა პაპოშვილი
12.06.2023

გოგონა, რომელიც ბათუმში, გვიან ღამით მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. საერთაშორისო ჰოსპიტალში გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, 16 წლის არასრულწლოვან გოგონას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. მათი  ინფორმაციით, ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.  

ელზა პაპოშვილი
11.06.2023

საქართველოში მკვლელობის შეკვეთისათვის ჩეხეთში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. საუბრია გასული წლის ოქტომბერში მარნეულის რაიონის სოფელ  ყიზილაჯლოში მომხდარ დანაშაულზე. ერთი მათგანის ექსტრადირება საქართველოში ახლო მომავალში იგეგმება, მეორეს კი ჩეხური მხარე აშშ-ს გადასცემს, სადაც მასზე ძებნა კიდევ ერთი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იყო გამოცხადებული.

ელზა პაპოშვილი
08.06.2023

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 16 წლის გოგონა სკოლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. მას ოჯახი და პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა. როგორც ირკვევა, ის ადგილობრივმა მცხოვრებმა 29 წლის მამაკაცმა, მეგობართან ერთად ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.  მომხდარის დეტალებზე საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი გოგონას სათხოვნელად მშობლებთან არაერთხელ მივიდა, თუმცა ის უარით გაისტუმრეს. ამის შემდეგ კი მოიტაცა და რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელ სოფელში ჰყავდა გადამალული.

ელზა პაპოშვილი
07.06.2023

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი მოსამართლეს წინასწარ პატიმრობას სასამართლოზე თავად სთხოვდა. ეს იყო ერთადერთი სათქმელი, რაც სასამართლოზე ნიკა ლაჩაშვილმა თქვა. ირკვევა, რომ მან 27 წლის, ყოფილი ცოლი,  მარიტა მარტიაშვილი, კუკიის სასაფლაოზე ავტომობილში გაგუდა. ცხედარი ჯერ იქ დატოვა, თუმცა, შემდეგ უკან დაბრუნდა, ნაქირავებელი ავტომობილით ცხედარი წამოიღო და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო. ექსპერიმენტული საგამოძიებო პროცესის დროს კი, დაკავებულმა ლაჩაშვილმა პოლიციას, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ თავად მიუთითა.   

ელზა პაპოშვილი
06.06.2023

7-დან 16 წლამდე გოგონებზე სექსუალური ძალადობის შემზარავი ფაქტების შესახებ ხდება ცნობილი. სავარაუდოდ, მათზე რამდენიმე წლის  განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდნენ. ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი ჯგუფში ავრცელებდნენ. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია აჭარის პროკურატურა. 

ელზა პაპოშვილი
05.06.2023

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი - 5-ვე ქალაქში სასამართლო პროცესები ჩაიშალა. შენობებში ბომბებს ეძებენ, მოქალაქეებს სასამართლოს შენობებში გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ყველგან გამნაღმველები მუშაობენ. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ასაფეთქებლებს კი ძაღლების საშუალებით ეძებენ. ასევე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.   

ელზა პაპოშვილი
04.06.2023

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობასთან დაკავშრებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ერთ-ერთი მათგანი მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაა. გამოძიება მოწმეებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, შვილის დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელობის მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებდა და მათ მუქარის მეშვეობით ტყუილის თქმას აიძულებდა.

ელზა პაპოშვილი
02.06.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება ძმებს შორის - ხელვაჩაურში დედმამიშვილებს შორის კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. დანაშაული სოფელ კიბეში მოხდა. ახლობლების თქმით,  მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. 

ელზა პაპოშვილი
31.05.2023

ბრაზილიაში 31 წლის ილია კახაბერიძე სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს.  როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდა მეზღვაური, ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ  საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. 1 თვეა რაც რიო დე ჟანეროში იმყოფება. რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია. მხოლოდ ის იციან, რომ ის სასტუმროს ნომერში მოკლული ნახეს. 

ელზა პაპოშვილი
30.05.2023

სამართალდამცველებმა 7 კაცი დააკავეს, რომლებიც ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებითა და მიმოწერით აშანტაჟებდდნენ. ერთი მათგანი ლიეტუვას მოქალაქეა. დაზარალებული ქალების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, თუმცა, გამოძიების ცნობით, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც, სავარაუდოდ, არიან დაზარალებული ქალები, რომელთაც პოლიციისათვის ჯერ არ მიუმართავთ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×