ელზა პაპოშვილი
15.07.2024

უმძიმესი დანაშაული ბათუმში - 27 წლის მამაკაცი  ხმამაღალი მუსიკის გამო მოკლეს. როგორც ადგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცმა ღამის საათებში მათ კორპუსთან მდგარ ავტომობილში მჯდომ ახალგაზრდას ხმამაღალი მუსიკის გამო შენიშვნა მისცა. 

მან მამაკაცს აუხსნა, რომ ღამე იყო, ხალხს ეძინა და წუხდებოდნენ, ამიტომ მუსიკისთვის სჯობდა დაეწია. ამაზე შელაპარაკდნენ და ფიზიკური შეხლა - შემოხლა სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა. ავტომობილის მფლობელმა ბიჭს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.   

„სრულიად არაფრის გამო მოკლეს არაჩვეულებრივი ბიჭი. ღამის საათებში ჩვენს ეზოში ავტომობილით იდგა და მუსიკა ჰქონდა ხმამაღლა ჩართული. მთელი კორპუსი გააღვიძა. ვინ აღარ დაუძახა, რომ ჩაეწია, რადგან ხალხი წუხდებოდა. ყურიც არ შეიბერტყა. 

„ამაზე დასალაპარაკელბად ჩავიდა ეს ბიჭი და წყნარად სთხოვა, რომ დაეწია, რადგან ხალხს ეძინა. ამაზე გაბრაზდა ეს ბიჭი და ჩხუბი დაუწყიათ. ეს ფიზიკური ანაგრიშსწორება უმძიმესი დანაშაულით დასრულდა. რამდენიმეჯერ აქვს დანა დარტყმული. ხალხმა ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. უმძიმესი ამბავი მოხდა, გული გვიკვდება სრულიად არაფრის გამო ანგელოზივით ბიჭი გაწირეს“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×