ელზა პაპოშვილი
17.07.2024

თბილისში, მეზობლებს შორის დაწყებული სიტყვიერ დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. როგორც ირკვევა, თბილისის ცენტრში 40 წლის კაცი ნაჯახით მეზობელმა დაჭრა. დაზარალებულს ჭრილოებები კიდურებზე აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. თავდასხმაში ბრალდებული კი პოლიციამ ცოტახნის წინ დააკვა. მას გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავება. 

თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ დაპირისპირება ნაჯახით მეზობლებს შორის საბურთალოზე, კვერნაძის ქუჩაზე სათვალთვალო კამერების წინ მოხდა. ხოლო  მძიმე დანაშაულის მოტივად მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც მეზობლები ამბობენ, ორივე მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. 

„რა მოხდა ზუსტად რაზე იჩხუბეს არავინ იცის. რაღაცა ყოფით ნიადაგზე შელაპარაკდნენ. ორივე იყო ნასვამ მდგომარეობაში. ასე უცებ გამოვარდა ამის მერე მეორე და ხელში ნაჯახი ეჭირა. ჩაარტყა 40 წლამდე კაცს ფეხებში. ის ცდილობდა წაერთმია, მაგრამ ორივე მთვრალი იყო და ასე ძიძგილაობაში მიიღო ჭრილობები. 

მერე მეზობლებმა გააშველეს და სასწრაფო გამოიძახეს. როგორც ამბობენ, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. ვინც დაჭრა, ის პოლიციამ იქვე დააპატიმრა. ისეთი გაგიჟებულები იყვნენ, კიდევ კარგი ერთმანეთი არ დახოცეს“, - ამბობს ადგილობრივი.      

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×