
რა გახდა ასხის მთაზე მწყემსებს შორის სისხლიანი ანაგრიშსოწრების მიზეზი? - ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსებს შორის დავა საქონლის გამო დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა. საქმეზე ერთი პირია დაკავებული, რომელსაც 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ირკევა, რომ ნაცნობებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თანასოფლელმა მსხვერპლს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, რის გამოც 35 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ თანასოფლელებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ, თუმცა არ იციან, ჰქონდათ თუ არა მწყემსებს წარსულში რაიმე სახის კონფლიქტი.
დაპირისპირებას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მოკლულის ბიძაც, რომელიც ასევე მწყემსია. სწორედ მან დარეკა პოლიციაში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
„არავინ იცის ზუსტად, რა მოხდა. ზოგი ამბობს, რომ საქონლის გაყოფის გამო იჩხუბესო, ზოგიც იძახის, რომ საქონელი დაკარგაო ამ გარდაცვლილმა ბიჭმა, მის საძებრად იყო წასულიო და ამაზე მოხდა შელაპარაკება. შემდეგ ეს ჩხუბი სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა და ამ ბიჭს თანასოფლელმა, რომლებიც წლებია ერთად არიან და მეგობრობენ, დანით ჭრილობები მიაყენა. მათ გაშველებას ცდილობდნენ, სწორდ ამის გამო კიდევ ერთი ადმიანი დაშავდა. ის სავარაუდოდ, გაშველების დროს დაიჭრა. მის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ. ღმერთმა ქნას, ეს ბიჭი მაინც გადარჩეს. მოკლული ბიჭი იყო ძალიან მშრომელი, პატიოსანი, საქონელს უვლიდა. სასწაულად კარგი ადამიანი იყო, მთელი სოფელი ვტირივართ“, - ამბობს ადგილობრივ „რეზონანსთან“.