ელზა პაპოშვილი
25.04.2024

სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში დაჭრით დასრულდა - ქალაქის შესასვლელში ახალგაზრდა კაცს ცეცხლი გაუხსნეს და ის მძიმედ არის დაჭრილი. ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ადგილზე მისულებს დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 

ქეთო გოგოხია
25.04.2024

,,ღვთისა და ერის წინაშე საჯაროდ ვფიცავ, პირნათლად ვემსახურო ჩემს სამშობლოს - საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი!" - 1991 წლის 26 აპრილს, ეროვნული გვარდიის პირველ აღლუმზე, საქართველოს პირველმა პრეზიდენმა ზვიად გამსახურდიამ საზეიმო ფიცის ტექსტი პირველ გვარდიელებს პირადად წაუკითხა. 38 დღით ადრე, 14 აპრილს, უზენაესმა საბჭომ იგი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. მას შემდეგ ეს დღე საზეიმოდ აღინიშნება, როგორც ეროვნული გვარდიის ფიცის მიღების დღე.

თამთა ჩაჩანიძე
25.04.2024

უკვე 7 წელია, ექიმი-პედიატრი მაცაცო კუბლაშვილი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაღისა და სკოლის მოსწავლეებთან ჯანსაღი კვების შესახებ საუბრობს. მასვე ეკუთვნის იდეა „მშობელთა ონლაინ-სკოლა", რომელმაც არაერთ მშობელს გაუადვილა პანდემიის პირობებში სამედიცინო რჩევებზე ხელმისაწვდომობა, სიცხისა თუ სხვადასხვა ინფექციის მართვა.

ელზა პაპოშვილი
23.04.2024

საქართველოში რამდენიმე ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე წამოეგო. ერთ შემთხვევაში მოქალაქეებს სმს-შეტყობინება მისდის არარსებული საფოსტო გზავნილის შესახებ. სხვა შემთხვევებში სოციალური ქსელის მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლასა და ამის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღებას სთავაზობენ. შსს-მ ამ საქმეებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ელზა პაპოშვილი
21.04.2024

თბილისის ცენტრში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლები „რეზონანსს“  კრიმინალური დრამის ახალ დეტალებს უყვებიან. 18 აპრილს ისინი იმის თვითმხილველები გახდენენ, თუ როგორ დაესხნენ ახალგაზრდა კაცს თავს და დაჭრეს. მათი თქმით, ხალხმრავალ ქუჩაზე ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ელზა პაპოშვილი
18.04.2024

შვეიცარიაში 34 და 38 წლის ქართველები ძარცვის ბრალდებით დააკავეს - როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველები ბინის გაქურდვის დროს შენიშნეს და მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ისინი დაუსხლტნენ და გაქცევა მოახერხეს. თუმცა,  პოლიციამ მალევე ავტომობილით მიმალვის მცდელობისას დააკავა. 

თამთა ჩაჩანიძე
18.04.2024

წარმატებული სპორტსმენების, მწერლებისა და ცნობილი სახეების ნაწილმა მიმდინარე აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ზოგი „გავლენების კანონზე" პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა თავდასხმებისგან თავს ვერც სიჩუმით იცავს.

ელზა პაპოშვილი
17.04.2024

სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში - ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ თვითმხილველები უყვებიან, რომ ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანია დაჭრილი. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მჯდომ პირს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნილი პირი გიორგი რუხაძეა, რომელიც ძმები კაკულიების ახლო ნათესავია. 

ელზა პაპოშვილი
16.04.2024

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის ქალი გაათავისუფლეს. საქმის ირგვლივ კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრეც გაიზარდოს. პროკურატურამ ნატო ხელაძეს მკვლელობის მუხლი მას შემდეგ მოუხსნა, რაც საქმეში მისი 7 წლის  შვილის ჩვენება გაჩნდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბავშვი იმ მძიმე ღამეს დეტალურად იხსენებს და ამბობს, სინამდვილეში ვინ მოკლა მისი მამა.

ელზა პაპოშვილი
15.04.2024

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იარაღით გამვლელებს ემუქრებოდა. იტალიური მედია წერს, რომ 34 წლის ქართველი კაცი, ქურდობისა და ყაჩაღობის ისტორიით, სესტო სან ჯოვანიში იარაღის უკანონო შენახვის, მოპარული ნივთების მიღებისა და საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ელზა პაპოშვილი
13.04.2024

უმძიმესი დანაშაული ბოლნისში - 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და ადგილობრივები რამდენიმე დღე ეძებდნენ, ტყეში მოკლული იპოვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ცხედარს დაზიანებები აქვს და წამების კვალი ეტყობა. დაღუპული ისაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო, ხოლო  დანაშაულის მოტივი გაუგებარია. 

ელზა პაპოშვილი
11.04.2024

„ნიკორას“ მოლარე მომხმარებლის დაგროვებულ ქულებს ხარჯავდა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეაღწია. ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. პოლიციამ დააკავა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×