რეზონანსი 13.10.2020
მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ პერიოდულად ხდება რეციდივები, როდესაც უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელმეორედ ავადდებიან კოვიდ-19-ით. თუმცა, ამჯერად დაფიქსირდა პირველი პრეცედენტი, როდესაც ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა, ხელმეორედ დაინფიცირდა და გარდაიცვალა. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ინფექციონისტთა ეჭვებს, რომ ამ დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავება სრულად არ ხდება.
|
ელზა პაპოშვილი 12.10.2020

მარტვილის საკათედრო ტაძარში ქურდობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. მირქმის ტაძრის საკურთხეველში, დედაოებს შესაწირი ყუთი გატეხილი, იქ მოგროვილი თანხა კი წაღებული დახვდათ.
დედა სალომეს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი გუშინ, 11 ოქტომბერს მოხდა და ვარაუდობს, რომ შესაწირ თანხა სოლიდური უნდა ყოფილიყო, რადგანაც დიდი ხანია არ გაუხსნიათ. სავარაუდოდ, შესაწირი 3 თვეა რაც გროვდებოდა და თანხა ცოტა არ იყო. ამიტომაც, რა რაოდენობის თანხაა მოპარული, მათ ზუსტად არ იციან.
|
ელზა პაპოშვილი 12.10.2020

უმძიმესი ფაქტი - საქართველოს მოქალაქე მისსავე უფროსმა ჩხუბის დროს მოკლა. გარდაცვლილი მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ოსიაში, ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა და მკვლელობაში ბრალდებული მისი უფროსია. როგორც ქართველი ემიგრანტები ყვებიან, 44 წლის ვანო სანებლიძეს უთანხმოება ხელმძღვანელთან ანაზღაურების გამო მოუვიდა.
|
ქრისტინე კაპანაძე 11.10.2020
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს - თითქმის 37 მილიონს მიაღწია. 11 ოქტომბერს ვირუსით 350 000 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 70 ათასამდე აღწევს.
|
ელზა პაპოშვილი 08.10.2020

საზარელი მკვლლეობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში 38 წლის ქალმა მისივე ნათესავი 36 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით მოკლა. ქალი დაკავებულია და 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ქალი მხოლოდ თავს იცავდა და მოკლული მამაკაცი, რომლიც მისი ქმრის ბიძაშვილია, ქალის გაუპატურებას ცდილობდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.10.2020

სასტიკი მკვლელობა დუშეთში - სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის შვილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალადობრივ ქმედებებში ახალგაზრდა კაცი შემჩნეული ადრეც იყო. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდო დამნაშავემ ძმასთან დარეკა და უთხრა, მგონი, მამიდა შემომაკვდა და მიხედეთო.
|
ელზა პაპოშვილი 06.10.2020

ამ დრომდე უცნობია, სცემეს თუ უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლის ჯარისკაცმა დაზიანებები მიიღო. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ზვიად ჯანიაშვილი მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, მამაკაცმა სასწრაფო დახმარებისთვის 112-ზე თავად დარეკა. თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს ის უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2020

არსებობს თუ არა საქრთველოში იმის საფრთხე რომ ყარაბაღის ომში ჩვენმა ეთნიკურმა ჯგუფებმა მონაწილეობა მიიღონ და ამით საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. მოსალოდნელია თუ არა პროვოკაციები საქართველოში მცხოვრებ როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული თემის მიმართ და უნდა გაამკაცროს თუ არა ე.წ. მოხალისე ჯგუფების მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკა, რომლებმაც შესაძლოა ყარაბაღის ომში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან და ქვეყნის საზღვრის გადალახვა მოისურვონ.
|
მარიკა ხორავა 05.10.2020
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში სკოლები დაიხურა და სასწავლო პროცესი დისტაციურად გრძელდება.
|
ქრისტინე კაპანაძე 04.10.2020
„კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი იმ შემთხვევაში გახდება განგაშის საფუძველი, თუ საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს დასჭირდებათ მძიმე ტექნიკური დახმარებები", - ასე აფასებს ექიმი ირაკლი ხმალაძე კორონავირუსის მაჩვენებლის სწრაფ ზრდას და ამბობს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.10.2020

სოჭის საქალაქო სასამართლომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბა ათი დღით დააპატიმრა. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ „სპუტნიკთან" ისაუბრა.
|
მარიკა ხორავა 02.10.2020
საქართველოში პანდემია კრიტიკულ ფაზაშია. ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახტომისებურად იზრდება, გარდაცვლილთა დინამიკა კი რადიკალურად უარესდება - როდის იქნება ვაქცინა და როგორ შევაჩეროთ ვაქცინამდე ვირუსი? - ამის შესახებ ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. ზოგიერთი სპეციალისტი კიდევ უფრო ოპტიმისტია და იმედოვნებს, რომ ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში უკვე ამ წლის ბოლომდე შემოვიდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|