ელზა პაპოშვილი
14.08.2024

მამაკაცი, რომელიც 24 წლის მეგობარ ქალს ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალით აშანტაჟებდა, დაკავებულია. 45 წლის თურქეთის მოქალაქე მეგობარ ქალთან დაშორების შემდეგ, შერიგების მოთხოვნით, 1 წლის განმავლობაში ქალს ფარულად გადაღებული ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით ემუქრებოდა. საბოლოოდ უარის მიღების შემდეგ კი მუქარა სისრულეში მოიყვანა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ეს მასალები გოგონას ოჯახის წევრებსა და ნათესავებს გაუგზავნა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში  ყალბი ექაუნთი შექმნა და იქ ატვირთა, სადაც მისი ნახავა სხვა მოქალაქეებმც შეძლეს.

დაკავებული თურქეთის მოქალალაქე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

„24 წლის გოგოს მისი ნების საწინააღმდეგოდ უღებდა სურათებს და ვიდეოებს. ამის შესახებ კი გოგონამ საერთოდ არაფერი იცოდა. მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა დაშორდა. მამაკაცმა დაშორების შემდეგ შერიგების მოტივით მისი დაშანტაჟება დაიწყო. ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ შერიგებულიყვნენ. უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრა, რომ მას ჰქონდა ისეთი ფოტოები და ვიდეოები, რომელიც მას მორალურად და რეპუტაციულად დააზიანებდა. 

„მან ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა. მასალები ჯერ გოგონას ოჯახს და ნათესავებს გადაუგზავნა, შემდეგ კი ყალბი ექაუნთი გააკეთა და სოციალურ ქსელებში ატვირთა. ეს ვიდეო მასალა ხელმისაწვდომი სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვისაც გახდა. მამაკაცი ამის შემდეგ დააკავეს“, - უყვება „რეზონანსს“ წყარო. 

24 წლის გოგო კი დაკავებული მეგობარი კაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. დაზარალებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ კადრები არა მარტო ოჯახის წევრებისა და ახლობლების, არამედ ფართო მასებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. დაზრალებული მომავალში აპირებს, მორალური ზიანის ანაზღაურების მისაღებად სასამართლოს მიმართოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, გამოძებით დადგინდა, რომ 45 წლის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი მეგობარ ქალს ვიდეო მასალებს ფარულად  უღებდა. 

„მამაკაცმა დაშორების შემდეგ, შურისძიების მოტივით, უკანონო ფაილები დაზრალებულის ნათესავებს გაუგზავნა და სოციალური ქსელით გამოაქვეყნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 45 წლის კაცს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×