
ქარელის მუნიციპალიტტეის სოფელ ზღვუდერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ ადგილობრივები უმძიმესი დანაშაულის დეტალებს უყვებიან.
ცნობილი ხდება, რომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი ჯერ სასტიკად აწამეს, სცემეს, შემდეგ კი გაგუდეს. პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული ძმები უკვე დაკავებული ჰყავს და ისინი ბრალის წაყენების მოლოდინში იმყოფებიან. რა მოხდა მდინარის პირას, სადაც ადგილობრვების ინფორმაციით, ღვინიაშვილი 56 და 65 წლის ძმებ მედოშვილებმა სასტიკად მოკლეს. როგორც ადგილობრვები ყვებიან, მოკლული ბიჭი და ძმები ერთად მდინარის პირას ქეიფობდნენ.
სწორედ სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი გახდა, უმძიმესი დანაშაულის მიზეზი. ოჯახის ინფორმაციით, ძმებთან ერთად ერთ-ერთის შვილიც იმყოფებოდა, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო. ახალგაზრდა მამაკაცი შველას ითხოვდა, როცა გზაზე მიმავალმა თანასოფლელმა მისი სასოწარკვეთილი ხმა გაიგო.
ის სიტუაციის გასარკვევად ადგილზე მისვლას შეეცადა, თუმცა ძმები მას დაემუქრნენ. ამის შემდეგ ახალგაზდამ პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ნიკა ღვინიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ოჯახი ანაგრიშსწორებით იმქრება. სოფელი დაკავებულებს ოჯახის წევრებმა დატოვეს. ზუსტად არავინ იცი რა გახდა ამ საზარელი დანაშაულის მოტივი. იციან ის მხოლოდ, რომ ნაწამები სხეული მდინარის პირას ნახეს.
„ძალიან დიდი უბედურება მოხდა. რა დაუშავათ ამ ბიჭმა ასეთი, რა მოხდა ამ სუფრაზე იმგვარი, რომ ბიჭი უსასტიკესად არის ნაწამები და მერე გაგუდული. ორი კაცი რომ დაეჭიდებოდა, ბავშვს როგორ არ მოერეოდნენ. ერთი აკავებდა ეტყობა და მეორე სცემდა.
„მთელი სახე, თავი, სხეული, სულ დალურჯებული აქვს, ტალახში იყო ნათრევი. ხელ - ფეხი შეკრული. თანასოფლელი, მეზობელი, ახალგაზრდა კაცი ასე როგორ უნდა გაიმეტო, ვერ წარმოგვიდგენია. ამბობენ, რომ თვითმხილველი ერთ-ერთი ძმის შვილიც არის, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცით. ამ ბავშვს დედა ემიგრაციაში ჰყავს და ქალი გაუბედურებული მოჰყავთ. ვის რა დაუშავა ხელისგულზე ზრდიდნენ ბავშვს და ეს რა უბედურება ჩაიდინეს“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ოფიციალური ინფორმაციით, 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 56 წლის კაცია დაკავებული. ხელბორკილები დაადეს მის ძმასაც, რომელსაც გამოძიება ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებას ედავება.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.