
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხიკვაძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს" კორონავირუსისგან განსხავევებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც.
როგორჩ ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის" პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილი" ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანებთან ძალიან ახლო, კანი კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში.
ამასთან, მისივე თქმით, „მაიმუნის ყვავილს" ისეთი საყურადღებო გართულებებიც ახასიათებს, როგორიცაა: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება.
„მაიმუნის ყვავილი" 2022 წლიდანაა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. მისი წყარო ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებია. შესაბამისად, „მაიმუნის ყვავილს" ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს.
„ერთი უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს, რომლის შემთხვევაში 5%-ია გარდაცვალების მაჩვენებელი, ახლა სწორედ ეს ვარიანტი ცირკულირებს და მეორე დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც შედარებით ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი, 0.2%. ის, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა, ეყრდნობა ახალ აფეთქებას კონგოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც გამოწვეული იყო პოტენციურად მძიმე დაავადების უნარის მქონე ვარიანტით.
„ჯერჯერობით, ევროპის ქვეყნებში ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, შვედეთში, იმ ადამიანში, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უფრო იოლად გადაეცემა ეს ვარიანტი და უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს, ჯანმომ სწორედ ამიტომ გამოაცხადა 15 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრხე.
„მაიმუნის ყვავილი" ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე, როცა პირადპირი კონტაქტის და ინფიცირებული, სიმპტომური ადამიანიდან მეორე ადამიანზე. გავრცელების ძირითადი წყარო არის კანი კანთან კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი, კოცნა, ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა იყოს ახლო კოტაქტი. 2022-2023 წლის შემთხვევებში ძირითადი გავრცელება იყო სქესობრივი გზით, მაგრამ ახლანდელმა ვირუსმა რადგან უფრო იოლი გავრცელების ხასიათი შეიძინა, ეს ნაბიჯი ჯანმომ ამიტომ გადადგა. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე გადაცემადი ვირუსია. აქ არის საუბარი ხანგრძლივ და ახლო კონქაქტზე, დაზიანებული კანი კანთან კონტაქტით", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ
მისივე თქმით, ეს ინფექცია საშიშია იმ გამონაყარით და გამონაყარის გართულებით, რაც ზოგადად ყვავილს ახასიათებს.
„იწყება როგორც ვირუსული ინფექცია, ცხელება, საერთო სისუსტე, რესპირაციული სიმპტომები, რომელსაც შემდგომ გამონაყარი მოჰყვება. ეს გამონაყარი რამდენიმე დღეში იღებს სპეციფიკურ სახეს, შიგთავსის შემცველი გამონაყარი, შემდეგ ის სკდება და მიმდინარეობს საკმაოდ ხანგრძლივად, ორიდან ოთხი კვირის განმავლობაში. კოვიდის დროსაც 1-2 კვირა იყო ხანგრძლივობა, მაგრამ აქ უფრო დიდია.
„აქ არის საყურადღებო გართულებებიც, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება. 2022-2023 წლის აფეთქებების დროს გართულებების ალბათობა ნაკლები იყო, ახლა გართულების ალბათობა მაღალია. ლეტალობის პროცენტიც ცნობილია 100 დაავადებულიდან ლეტალობა დგება 4.9%-ში ანუ 5 შემთხვევაში. ბევრად უფრო მაღალი პროცენტია, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში.
„თუმცა, ზოგ შემთხვევაშ, ზოგ პირებში, განსაკუთრებით, ბავშვებში შეიძლება ეს მაჩვენებელი 10%-ს აღწევდეს. ჩვენთან ერთადერთი რისკია, თუ ადამიანი საქართველოში შემოვიდა იმ ზონიდან , სადაც „მაიმუნის ყვავილია" გავრცელებული. განსაკუთრებით ეს ეხება ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს. თუ ამ ზონიდან შემოვიდა ვინმე, მან შეიძლება შემოიტანოს.
„რაც შეეხება ვაქცინას, 4 ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია როგორც დაავადების თავიდან ასაცილებლად, ასევე ინფიცირების შემთხვევაში. თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი" დაუდასტურდა, ამ ვაქცინის გაკეთება სწრაფად, დაავადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობად მიიჩნევა. მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არსებობს ანტივირუსული საშუალებაც, მისი საბოლოო ეფექტურობა კვლევით დადასტურებული არაა, თუმცა, წარმატებით გამოიყენება და ამცირებს ლეტალურ შედეგს.
„მაიმუნის ყვავილზე" იმუნური ფენა ჰქონდა წინა საუკუნის ბოლოს მსოფლიო მოსახელობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველანი იყვნენ ყვავილზე ვაქცინირებულები.1980 წლამდე დაბადებულს, ვისაც ყვავილზე ვაქცინა აქვს გაკეთებული, მათ დაავადების საწინააღმდეგო აქტიური იმუნიტეტი ჰქონდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმუნიტეტი შემცირდა, ამ ვაქცინის დამცველობითი უნარი შემცირდა. 2022-2023 წლის აფეთქება გარკვეულწინად უკავშირდება ამ იმუნიტეტის შემცირებას და გაქრობას. საქართველოში რთული სათქმელია არის თუ არა მოსახლეობის ფენაში დარჩენილი იმუნიტეტი", განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
არის თუ არა „მაიმუნის ყვავილი" რეალური საფრთხე
ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ „მაიმუნის ყვავილი" შესაძლოა გავრცელდეს, მაგრამ არა ისე როგორც კოვიდი, ან სხვა რესპირაციული ვირუსები, რადგან ამათგან განსხვავებით ის ასე მარტივად არ გადადის. როგორც მან აღნიშნა, ამ დაავადების ვაქცინა და ანტივირუსული მედიკამენტი არსებობს და მისი მართვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ „მაიმუნის ყვავილი" შეიძლება გავრცელებით გავრცელდეს, 2022 წელს იყო იმის პრეცედენტი, რომ აფრიკის კონტინენტის გარეთაც გააღწია როგორც ევროპაში, ასევე სხვაგანაც და ამის ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეედრება, თუნდაც გრიპის, ან სხვა რესპირაციულ ვირუსებს.
„რესპირაციული ინფექციებიდან განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი" ადვილად არ გადადის, ანუ ის დაავადებები, რომლებიც სწრაფად ვრცელდება და იწვევს პანდემიას, მათ ადვილად გავრცელება ახასიათებთ და ძირითადად ეს ჰაერწვეთოვანი გზით ხდება.
„რაც შეეხება „მაიმუნის ყვავილს", აქამდე არსებულ მონაცემებით, ის გადადის ინფექციურ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით. აქედან გამომდინარე, ამ დაავადების გავრცელება ვერ მიიღებს ისეთ ხასიათს, როგორც კოვიდით, თუმცა რა თქმა უნდა, შეიძლება ერთეული და ათეული შემთხვევები ევროპის ქვეყნებშიც დაფიქსირდეს და თეორიულად საქართველოშიც, თუმცა როგორც ვთქვი, როგორც სხვა ვირუსებს ახასიათებს სწრაფი გავრცელება და ბევრი ადამიანის მოცვა, ამას არ შეუძლია და ამის საფრთხის წინაშე არ ვდგავართ.
„ამ დაავადების საწინააღმდეგოდ არსებობს, როგორც ვაქცინა, ასევე ანტივირუსული მედიკამენტი. ასე რომ, ფართომასშტაბიანი გავრცელების შემთხვევაშიც მისი მართვა შესაძლებელია. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის ან რაიმე სხვა ტიპის ჩატარების აუცილებლობა არ არის. იმ ქვეყნებში, სადაც არის ეს დაავადება, მაგალითად კონგოს რესპუბლიკაში შეიძლება გარკვეული ღონისძიებები გატარდეს, თუმცა მის ფარგლებს გარეთ, გარდა ზოგადი რეკომენდაციების გაცემის გარდა არაფერი გატარებულა.
„ამრიგად, შესაძლოა გავრცელდეს ეს ვირუსი, მაგრამ ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავრცელდება როგორც კოვიდი, გრიპი ან სხვა ადვილად გადამდები რესპირაციული ინფექცია", - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან".