გვანცა წულაია
20.02.2024

საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიღარიბეა, თუმცა ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს. განსაკუთრებით კი ბავშვების "შიმშილობის" კუთხით. საქართველოში დაახლოებით 233 ათასი არასრულწლოვანია სოციალურად დაუცველი, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, ისინი დღე და ღამ "შიმშილობენ”. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი განცხადება, უბრალოდ, პოპულიზმია, რაც საარჩევნოდ ქულების დაწერას ემსახურება.

ქეთო გოგოხია
19.02.2024

მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო საქართველოში რეალური სექტორი ვერ ვითარდება. ბიზნესი ვერ ახორციელებს პროექტებს, რამაც სექტორის გაძლიერება უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, პრობლემა საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება, რომელსაც დიდი ვაივაგლახით წარმოებული პროდუქტი უძვირდება. იმის გამო, რომ ბიზნესს სესხების აღება ძვირად უწევს და ეს ხარჯი თითღირებულებაშია ასახული. მეტიც, პერსპექტივაშიც არ განიხილება ფასების კლება, სანამ ბიზნესს იაფ ფულზე წვდომა არ გაუმარტივდება.

ქეთო გოგოხია
19.02.2024

ბახმაროში მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელებას საზოგადოებიდან დიდი წინააღმდეგობა აქვს. მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა, ,,ორბი ჯგუფმა“ პროექტის პრეზენტაციაც ჩაატარა და ისეთი მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნის და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრობლემას უკიდურესად გაამწვავეს.

ქეთო გოგოხია
19.02.2024

უძრავი ქონების ბაზარზე ფასებთან და მაღალ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული ვითარება ქმნის მოლოდინს, რომ შესაძლოა, საქართველოში საბინაო კრიზისი დაიწყოს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტორიც, რომ უძრავ ქონებაზე მსოახლეობის დიდ ნაწილს წვდომა შეზღუდული აქვს და რეალურად უმრავლესობა საცხოვრებელს ვერ ყიდულობს. ეკონომისტები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში საბინაო კრიზისის წინარე ნიშნებია, თუმცა ამგვარ პროგნოზს ბაზრის ანალიტიკოსთა ნაწილი ემიჯნება და კონტრარგუმენტად მოჰყავს ფაქტი, რომ მაღალი ფასის პირობებში მოთხოვნა იზრდება ემიგრანტების ხარჯზე. სანამ ამ ფაქტორის გავლენაა, უძრავი ქონების სფეროს კრიზისის საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

გვანცა წულაია
15.02.2024

წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისის გამო ტვირთების გადამისამართების აუცილებლობა შეიქმნა. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო და ტრანსპორტის ღირებულება მკეთრად გაიზარდა. ასეთ სიტუაციაში შუა დერეფნის როლი კიდევ მეტად იზრდება და ახლა თითქმის ყველა პირობა იმისთვის, რომ გადაზიდვებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს. ფაქტია, რომ საქართველოსკენ დამატებითი ტვირთები ყველა შემთხვევაში წამოვა.

ირმა ჩიტაია
15.02.2024

რუსეთიდან გზავნილები მკვეთრად შემცირდა და ფაქტობრივად, დაუბრუნდა იმ მაჩვენებელს, რაც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო. ამას სპეციალისტები ვარაუდობდნენ კიდეც, მაგრამ, როგროც კვლევებით დგინდება, ვარდნა საკმაოდ მაღალია და ის 74%-ს შეადგენს. თავის მხრივ, გზავნილთა ნაკადის შემცირება ლარის კურსზე და ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე გარკვეულ ცვლილებას მოახდენს, თუმცა განსაკუთრებული რყევა მოსალოდნელი არ არის.

გვანცა წულაია
15.02.2024

საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან შედეგს 2024 წელსაც მიაღწევს. ქვეყანამ რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოს იმიჯის შენარჩუნება შარშანაც მოახერხა. იგივე მოლოდინი არსებობს წელსაც. ეკონომისტების პროგნოზით, 2024 წლის ეკონომიკა 7%-ის ფარგლებში გაიზრდება, რაც სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშრისო ორგანიზაციის მოლოდინზე მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ კვლევითი ცენტრებმა საკუთარი პროგნოზი გაზარდეს. ეს კი წლის დასაწყისშივე იშვიათად ხდება.

ქეთო გოგოხია
14.02.2024

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შექმნიდან 20 წელი გავიდა. ის, რომ დღეს შიდა ბაზარზე სტაბილურობაა, ხარისხის სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა გამართული, აღურიცხავი საწვავის იმპორტი არ ხდება და საფასო პოლიტიკაც გლობალური მოცემულობის ადეკვატურად მუშაობს, დიდწილად სწორედ კავშირის დამსახურებაა.

გვანცა წულაია
14.02.2024

თბილისში სატაქსის რეფორმა მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობს და  მთავრობა მსგავსი მოდელის დანერგვას რეგიონებშიც აპირებს. იქამდე სანამ, ცვლილებები საქართველოს სხვა ქალაქებში დაიწყება, ირკვევა, რომ დღეს, დედაქამაქში ბევრი ტაქსი ულიცენზიოდ მუშაობს. გარდა ამისა, აშკარად თვალში საცემია ზოგიერთი ავტომობილის ტექნიკური თუ ვიზულური მდგომარეობა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება.

ირმა ჩიტაია
13.02.2024

სამშენებლო სფეროში რეგულაციების მიუხედავად, დედაქალაქში მასშტაბური მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სექტორში დიდი აქტიურობა შეიმჩნევა. უკვე გახშირდა ცათამბჯენების პროექტები (ზოგიერთის აშენება დაწყებულია), რაც დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს და არაერთხელ გამხდარა ურბანისტების კრიტიკის საგანი. როგორც ჩანს, მიდგომა არ შეცვლილა და არც სახელმწიფო ცდილობს, ამ მიმართულებით დეველოპერების საქმიანობა შეზღუდოს.

გვანცა წულაია
13.02.2024

ქვეყანაში ენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის დასახელებული და ამ დროს საქართველოს შესაბამისი სამონისტროც კი არ გააჩნია. 7 წლის წინ გაუქმებული უწყების აღდგენაზე საუბრობენ ენერგეტიკოსები და ამბობენ, რომ სტრუქტურის არსებობა აუცილებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში დარგის განვითარება უფრო დაჩქარდება, ხოლო ქვეყანა სრულ ენერგოდამოუკიდებლობამდე მივა.

გვანცა წულაია
13.02.2024

2024 წლის იანვრის თვეში საქართველოს ექსპორტიც შეუმცირდა და იმპორტიც. კლება ორივე შემთხვევაშიც მაღალია. ჯერჯერობით ოფიციალური და დეტალური მონაცემები არ არის ცნობილი, თუ რომელი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვამ იკლო, თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდოენ, შემცირებასთან კავშირშია ავტომობილები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და მინერალური სასუქები.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×