გვანცა წულაია
29.09.2022

ბოლო რამდენიმე დღეა, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების კილომეტრიანი რიგები დგას. საქართველოს რუსეთიდან მიგრაციის მორიგი ნაკადი მოაწყდა. შსს-ს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რუსების ერთი ნაწილი საქართველოს ტოვებს, თუმცა მეორე ნაწილი ქვეყანაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, შესაძლოა, სულ მალე აქ დასაქმებაც კი მოინდომონ. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთი ფაქტების წინაშე მალე აღმოვჩნდებით.

ქეთო გოგოხია
29.09.2022

სოჭის გირჩებისგან ნერგების გამოყვანა სამომავლოდ ქართულ ბაზარზეც დაიწყება. პროექტზე მუშაობა  2023 წლიდან იგეგმება. 10 000 ნერგისთვის საჭირო თესლით წარმოებას ლიცენზიანტები უსასყიდლოდ  მოამარაგებენ. ამ მიმართულებით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიის გაცემა. აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდა და ლიცენზიები 5 და 10 წლის ვადით გაიცა.

გვანცა წულაია
29.09.2022

უძრავ ქონებასთან ერთად, რუსეთიდან წამოსულმა მიგრაციის ახალმა ნაკადმა მოთხოვნა სასტუმროებზეც გაზარდა. რუსებისგან სასტუმროებში მიმართვიანობა იმდენად დიდი არ არის, როგორც ბინების შემთხვევაში, თუმცა მოთხოვნა აქაც მომატებულია. შედარებით განსხვავებულია სიტუაციაა რესტონებთან დაკავშირებით. იქ რუსი მიგრანტები ნაკლებად იკვებებიან, რადგან, როგორც რესტორატორები ამბობენ, ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ადამიანები, არ არის ის კატეგორია, რომლებიც რესტორნებს სტუმრობენ.

თიკა სიბოშვილი
28.09.2022

პანდემიისა და შეზღუდვების შემდეგ საზოგადოება ძველებური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. ახალი სასწავლო წლის დაწყებამ და მიგრაციის მორიგმა ტალღამ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისში გადაადგილება შეუძლებელი გახდა. დედაქალაქის მერმა სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ შარშანდელთან შედარებით, თბილისის ქუჩებში 130 000 მანქანით მეტი მოძრაობს, რის გამოც კომუნიკაციები გადატვირთულია. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რამ გამოიწვია ავტომობილების მასშტაბური ზრდა და როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება?

გვანცა წულაია
28.09.2022

უძრავი ქონება კიდევ ერთხელ გაძვირდება. ამაზე გავლენას, ერთი მხრივ, მიგრაციის ახალი ნაკადი, მეორე კუთხით კი, სასწავლო წლის დაწყება ახდენს. ბინებზე მოთხოვნა ახლაც ძალიან გაზრდილია, განსაკუთრებით კი დედაქალაქის გარეუბნებში.

გვანცა წულაია
27.09.2022

ქართული ბიზნესი კადრების სიმცირეს გამუდმებით უჩივის. ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ეს პრობლემა არ დგას. თუკი სექტორის წარმომადგენლები სპეციალიტების სიმცირეს შესაბამისი კვალიფიკაციის არქონით ხსნიან, დარგის ექსპერტები შრომის ანაზღაურების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

ქეთო გოგოხია
27.09.2022

გლობალურ ბაზრებზე ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონები სულ უფრო იაფდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, იკლო ყველა დასახელების ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ბრილიანტის ღირებულებამაც. ანალოგიური მდგომარეობაა ქართულ ბაზარზეც, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტენდენცია მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ვითარება კი ნამდვილად დამაფიქრებელია, რადგან ოქროს ღირებულებამ 16 თვის რეკორდი მოხსნა. ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2000 დოლარს აღემატებოდა, ახლა კი ფასი 1600-1700 დოლარის ფარგლებშია.

გვანცა წულაია
27.09.2022

განსაკუთრებული სიძვირის შემდეგ, საქართველოში ზეთი კიდევ გაიაფდება. ამის შესაძლებლობას რუსეთში საბაჟო გადასახადის განულება იძლევა, რომელიც ძალაში ოქტომბრიდან შევა. იმპორტორები რუსეთიდან შემოტანილი ზეთის გაიაფებას 5%-დან 15%-მდე ელოდებიან.

ქეთო გოგოხია
26.09.2022

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღის შემოდინება ქვეყნის  ეკონომიკას გარკვეულ სარგებელს მოუტანს, რადგან შემოდის კაპიტალი, რაც ამყარებს ლარს. თუმცა არსებობს გარკვეული რისკიც, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის გამო უძრავი ქონება კიდევ უფრო გაგვიძვირდება, ბევრი რუსი კი საქართველოში შეიძლება პოლიტიკური ესკალაციისთვის საბაბად იქცეს, რასაც სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს.

თიკა სიბოშვილი
26.09.2022

სიმინდის ფქვილი და ყველი კიდევ გაძვირდება. ორივე მიმართულებით სავალალო ვითარებაა. წელს დასავლეთ საქართველოში ყანები პირწმინდად განადგურდა, რაც ჯერ არანორმალურ ნალექიანობას და მერე საშინელ გვალვას უკავშირდება. ზუსტად ამიტომ პროდუქციის ღირებულება მუდმივად იზრდება. ანალოგიური მდგომარეობაა რძის ნაწარმზეც. ვითარება მინიმუმ გვიან გაზაფხულამდე არ გამოსწორდება.

ქეთო გოგოხია
26.09.2022

მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში საქართელოს დაახლოებით 5-7 წელი საკმარისია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დღეს არსებულ დონეს დაუახლოვდეს. გარდა ამისა, 10-11 წელი დაგვჭირდება, რომ საქართველოს მშპ აბსოლუტურ მაჩვენებლებში  ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლის  - ბულგარეთის - მშპ-ს გაუთანაბრდეს. მართალია, სიღარიბის პრობლემას ქვეყანა საბოლოოდ ვერ გადაწყვეტს, მაგრამ კეთილდღეობის თანდათან მიღწევა გარანტირებულია.

გვანცა წულაია
22.09.2022

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დადებითი ტენდენცია ხორბლის მიმართულებითაც გამოიკვეთა, რაც, პირველ რიგში, უკრაინული დერეფნის ამუშავებას უკავშირდება. ამის პარალელურად რეკორდულად მაღალი მოსავალია რუსეთში. მართალია, ქვეყანაში საბაჟო გადასახადი ისევ მოქმედებს, თუმცა ძალიან შემცირებულია, რაც დღეის მდგომარეობით 45 დოლარს შეადგენს. ამ გარემოებებმა საქართველოში ხორბლის შემოატანა განაახლა და დაახლოებით ორი თვეა ქვეყანა მარცვლეულს რუსეთიდან ისევ ყიდულობს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×