გვანცა წულაია
30.08.2022

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად შემცირდა უმუშევარობა. ასეთია 2022 წლის მეორე კვარტლის ოფიციალური მონაცემები, რა პერიოდშიც ვითარება უკეთესობიკენაა შეცვლილი, თუმცა ქვეყანაში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი პრობლემაა, რისი მაჩვენებელიც, შემცირების მიუხედავად, მაინც მაღალ ნიშნულზეა.

ქეთო გოგოხია
30.08.2022

კიბერდანაშაულის ფაქტები გახშირდა. ცხადია, ჰაკერული თავდასხმებისგან საკუთარი მომხმარებლების და მათი ანგარიშების დაცვა კომეციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციის პასუხისმგებლობაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეებმა არ გასცენ პირადი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ძალიან ცოტა გზა რჩება იმისთვის, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა დაგვიცვას, ამიტომ პირველ რიგში, საკუთარი მონაცემები ვინმეს არასანქცირებულად არ უნდა გადავცეთ და არ მივცეთ ამ მონაცემების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობა.

ქეთო გოგოხია
29.08.2022

სესხების გაძვირების ტენდენცია სახეზეა. ცვლილება განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებს შეეხება, რომელიც ბოლო პერიოდში გაძვირდა. ცვლილების მთავარ მიზეზად სპეციალისტები მაღალ ინფლაციას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გაძვირება სესხების ხელმისაწვდომობას მკვეთრად შეზღუდავს, ხოლო რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონში მიმდინარე ომის ხანგრძლივობაზე, რამაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

თიკა სიბოშვილი
29.08.2022

უკრაინაში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო სათბობ ენერგეტიკული რესურსის ფასების კუთხით ევროპაში კრიზისია. მიმდინარე ომის გამო სხვადასხვა ქვეყნები მუდმივად ზარალდებიან. ახლა უკვე შესამჩნევი გახდა ისიც, რომ ენერგორესურსები საგრძნობლად არის გაძვირებული და შესაძლოა, ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოგვარდეს, ამიტომ საინტერესოა, საქართველოზეც ხომ არ იქონიებს გავლენას ევროპაში მიმდინარე პროცესები და რამდენად მომზადებულია ქვეყანა მსგავსი ტიპის სირთულესთან გასამკლავებლად.

ქეთო გოგოხია
29.08.2022

გაძვირების საკმაოდ ხანგრძლივი ტენდენციის შემდეგ ქართულ ბაზარზე ზეთისა და მარცვლეულის გაიაფების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა. ასეთი მოლოდინი პროდუქციაზე რუსეთში საექსპორტო მცურავი გადასახდის კლებამ შექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ზეთს და მარცვლეულს ძირითადად რუსეთიდან ვიღებთ, უახლოეს პერიოდში ფასების შემცირებას და სტაბილურობას უნდა ველოდოთ. ზეთის შემთხვევაში, ცვლილება საკმაოდ მკვეთრი იქნება, ვინაიდან ამ პროდუქტის ფასი მსოფლიოში ისედაც კარგა ხანია დაბლა მოდის და კიდევ შემცირდება.

ქეთო გოგოხია
25.08.2022

ლარის კურსი გაუფასურების ტრენდს აგრძელებს. სპეციალისტები ამ პროცესის ორ მთავარ მიზეზზე საუბრობენ, როგორიცაა ეროვნული ბანკის ინტერვენციები და მაღალი შესყიდვები "ბლუმბერგის" პლატფორმაზე. საბოლოო ჯამში, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, ლარი უახლოეს დღეებში 2,90-იან ნიშნულს გადააბიჯებს, ხოლო წლის ბოლომდე, მინიმუმ, 3,10 -ს მიაღწევს. ტენდენცია დაწყებულია, რაც განსაკუთრებით სამომხმარებლო ბაზარზე აისახება. ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების კლების იმედი საბოლოოდ გადაიწურა, მალე ალბათ საწვავის გაიაფების პროცესიც შეჩერდება.

გვანცა წულაია
25.08.2022

საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებელი გაუარესებულია. უკანასკნელ ორ წელში, ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. მართალია, მძიმე მონაცემი დიდწილად პანდემიას უკავშირდება, თუმცა საქართველოში, 2020 წლამდე, ბუნებრივი მატება 3-4 ათასს არ ასცილებია. ეს კი ძალიან მძიმე შედეგია, ამიტომ დემოგრაფები შესაბამისი სამთავრობოს რგოლის აუცილებლობაზე საუბრობენ, სადაც პრობლემები განიხილება და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

გვანცა წულაია
24.08.2022

როგორც ჩანს, საქართველოში ჩამოსული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლას დიდი ხნით არ აპირებენ, რადგან ისინი ბინებს სულ მცირე ერთი წლით ქირაობენ. უკრაინაში ომის საწყის ეტაპზე რუსები და ბელარუსები საქართველოში ბინებს რამდენიმე თვით ეძებდნენ, ახლა კი დაქირავების ვადები გახანგრძლივებულია.

გვანცა წულაია
24.08.2022

შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოში შიმშილის დაწყების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ უკვე არაერთი განაცხადი გაკეთდა, თანაც ზაფხულის პერიოდში, როდესაც მოსავლიანობის პერიოდია. პრობლემის კვალდაკვალ გაიზრდება მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, ელის თუ არა საქართველოსაც პრობლემა და ჩვენთანაც მოსალოდნელია თუ არა შიმშილის დაწყება.

გვანცა წულაია
23.08.2022

საქართველო ექსპორტის მაჩვენებელს სულ უფრო მეტად აუმჯობესებს. ქვეყანას სხვადასხვა ბაზარზე იმაზე მეტი პროდუქცია გააქვს, ვიდრე ამას წლების უკან ახერხებდა. მართალია, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მაინც აქვს, მაგრამ ფაქტია, ამ მიმართულებით დაწყებული ძვრები ნამდვილად თვალშისაცემია.

რეზონანსი
23.08.2022

საქართველოში შრომის ანაზღაურება მატულობს, მაგრამ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მუშახელის სიმცირე შეიმჩნევა. პრობლემა განსაკუთრებით პროფესიულ კადრებთან დაკავშირებითაა, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემურო ხასიათი აქვს და ეს მოცემულობა გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც შენარჩუნდება. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა თანდათან გამოსწორდება, რა მხრივაც მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების როლის გაძლიერება, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას მეტნაკლებად დააბალანსებს.

გვანცა წულაია
23.08.2022

საავტომობილო ბიზნესში ვითარება სტაბილურადაა. კარგი მდგომარეობაა იმპორტის მიმართულებით, თუმცა უკეთესი ვითარებაა ექსპორტის და რეექსპორტის კუთხით. რაც შეეხება შიდა ბაზარს, აქ განსხვავებული სიტუაციაა, იმპორტი გაყიდვების კლებაზე საუბრობს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×