ქეთო გოგოხია
15.08.2022

ნავთობპროდუქტების იმპორტია ივლისში გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხი მასალებს, რომლის იმპორტიც ივლისში წინა თვის (ივნისი), ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატულობს. ასევე ზრდას აჩვენებს სანავთობო ბიტუმის იმპორტი. რაც შეეხებასაავიაციო ნავთის სეგმენტს, იქ იმპორტში მცირე კლებაა, თუმცა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება მაინც ინტენსიურია და ეს საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას უკავშირდება, რისი ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება.

ქეთო გოგოხია
11.08.2022

ყველაზე მეტი რაოდენობის ტურისტი  საქართველოში ამჟამად აჭარაშია, მათ შორის, განსაკუთრებით ბათუმი უპირობო ლიდერია, სადაც დამსვენებლების 90%-ს რუსები შეადგენენ. როგორც აღმოჩნდა, მეზობელი რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები, ძირითადად, სომხები, ქობულეთს და ანაკლიას სტუმრობენ.  ყველაზე ნაკლები ტურისტი გურიაშია. როგორც ,,რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, დამსვენებლების უჩვეულო მცირე რაოდენობაა ურეკსა და მალთაყვაში, სადაც წინა სეზონებზე აშკარად მეტი აქტიურობა შეიმჩნეოდა.

თიკა სიბოშვილი
11.08.2022

საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება საგრძნობლად გაზრდილია. ბინებზე ფასის მატების მთავარ მიზეზად სამშენებლო მასალების გაძვირება სახელდება. ბოლო პერიოდში სექტორში პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა ტენდენციაა მშენებლობის კუთხით და როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

თიკა სიბოშვილი
10.08.2022

დიდი სიძვირის შემდეგ საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება დაიწყო. პოზიტიური ნიშნები ლარის კურსის გამყარებამ და ქვეყნის გარეთ ნავთობპროდუქტების გაიაფებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მალე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება მცირე (არაბრენდირებულ) ავტოგასამართ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდება, დიზელის ღირებულება კი - 4 ლარს. ახლა უკვე არსებობს დადებითი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და გაიაფება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

თიკა სიბოშვილი
10.08.2022

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბოლო 10 დღეში 3  აუქციონი ჩაატარა და 70 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან ჭარბი უცხოური ვალუტა ამოიღო. მათი ეს ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ კურსის ზედმეტად გამყარებას ერიდებიან, თუმცა მათ მცდელობას ასეთ პირობებშიც კი არ მოაქვს სასურველი შედეგი და ლარი გამყარებას მაინც განაგრძობს. გუშინ, მიუხედავად 40 მლნ დოლარიანი ინტერვენციისა, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გამყარდა და 1 დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა.

ქეთო გოგოხია
10.08.2022

სახელმწიფომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულია და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.  საქართველოში ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.

ქეთო გოგოხია
09.08.2022

მომდევნო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა, 3-5%-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, თუმცა დეფლაციიური ტენდენციის დაწყებას სპეციალისტების უმეტესობა გამორიცხავს. ფასების კლების უკუსვლა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამ მხრივ ვერც სეზონურმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ვერც ლარის გამყარებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდა. თუმცა, არსებობს საპირისპირო და საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებაც.

ქეთო გოგოხია
08.08.2022

სეზონური მუშახელი საქართველოთვის უდიდეს პრობლემად იქცა. რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულები დღიურად მინიმუმ 60-70 ლარს ითხოვენ.  50 ლარად მუშახელის შოვნა უკვე ძალიან ჭირს. ზოგ შემთხვევაში, რა ანაზღაურებაც არ უნდა შესთავაზო, ხალხი ფიზიკურ შრომას თაკილობს, რის გამოც რეგიონებში მასობრივად მუშახელის სიმცირესა და მასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ. განსაკუთრებით მთიან ნაწილში უჭირთ, სადაც მოსახლეობის სიმცირეა. თუმცა მოქალაქეები სამუშაოს შესრულებას გაურბიან ბარშიც, სადაც, როგორც იტყვიან,  ,,საქმე თავზესაყრელადაა", მაგრამ შრომა არავის უნდა.

თიკა სიბოშვილი
08.08.2022

საქართველოში, ჯანდაცვის სექტორში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. პანდემია და მის დროს დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის განვითარებისათვის შემაფერხებელი აღმოჩნდა, რის გამოც ბიზნესმა უზარმაზარი ზარალი მიიღო. რამდენიმე დღის, წინ პოსტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დატოვა. დიდი ალბათობით, ე.წ. რეორგანიზაცია, უაზრო შეზღდუვებსა და ეკონომიკის შეფერხებას უკავშირდება, რაც ზუსტად პანდემიის პერიოდში იწვნია მთელმა ქვეყანამ.

ქეთო გოგოხია
08.08.2022

მობილური ტელეფონების აქტიური გამოყენება ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ რისკს უქმნის. ტექნიკური პროგრესის ამ მიღწევას ჩვენს ჯანმრთელებაზე შესაძლოა, მომაკვდინებელი გავლენა ჰქონდეს. ერთი შეხედვით, ეს უწყინარი მოწყობილობა, ამავე დროს, ყველაზე საშიშია და ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ მობილური ტელეფონის ინტენსიური გამოყენების გამო.

ქეთო გოგოხია
04.08.2022

საქართველოს ავიაციაში შეიძლება კადრების დეფიციტი გაჩნდეს. ამის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალისტებიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ პრობლემა, პანდემიური კრიზისის პირობებში, მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის გადინებამ წარმოშვა. შესაბამისად, კომპანიებს მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება უჭირთ. ამ პროცესს ართულებს ისიც, რომ ახალი თანამშრომლების გადამზადების მხრივ პრობლემაა, რადგან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თიკა სიბოშვილი
04.08.2022

რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საქართველოს დერეფანმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. დაინტერესება აქამდეც იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა ტვირთბრუნვა არანორმალურად გაზრდილია. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს ამ შანსის გამოყენება არ გაუჭირდა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ გადამზიდები ძველ მარშრუტს დაუბრუნდნენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×