გვანცა წულაია
08.09.2022

განსაკუთრებული გაძვირების შემდეგ, საქართველოში მზესუმზირის ზეთის ფასი შედარებით შემცირდა. ასეთი ვითარება რუსეთის მიერ საექსპორტო მცურავი ბაჟის შემცირების გამო და საქართველოში მზესუმზირის მოსავალმა განაპირობა. ადგილობრივ წარმოებაში სხვაობა ჯერჯერობით, 0,5-1 ლარია, იმპორტირებული ზეთი კი მოსახლეობას მალე კიდევ მეტად გაუიაფდება.

თიკა სიბოშვილი
07.09.2022

საქართველოში, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. ხშირად ისმის, რომ რუსები მასობრივად იძენენ ბინებს და უკვე დიდი ქონება მათ ხელში, რაც ქვეყნის უსართხოებას პრობლემებს უქმნის. რეალურია თუ არა საფრთხე და სინამდვილეში რა მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში? სტატისტიკური ინფორმაციის თანხმად, ქვეყანაში ქონებას ოკუპანტი ქვეყნის 23 ათასამდე მოქალაქე ფლობს, მათგან საკმაო წილი წარმოშობით ქართველებზე მოდის.

გვანცა წულაია
07.09.2022

საქართველოში საწვავი იაფდება, ხოლო მსოფლიოში - ნავთობი. დაახლოებით 2-3 კვირაა, რაც ბენზინის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულ ჩამოსცდა. ასეთი ვითარებაა საბითუმო ბაზარზე და უკვე საცალო ქსელშიც. ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი მსოფლიოშიც. იაფდება, როგორც "ბრენტის" მარკის ნავთობი, ისე ამერიკული "ლაითის" ტიპის ნავთობი. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა იქნება მომავალში, მოსალოდნელია თუ არა, გლობალურად ნავთობის კიდევ მეტად გაიაფება და პარალელურად საქართველოში საწვავის ღირებულების კლება.

ქეთო გოგოხია
06.09.2022

სესხებზე დამოკიდებულება იზრდება. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, ერთ წელიწადში გაცემული კრედიტების მოცულობამ 42 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და არ არის გამორიცხული, მომხმარებლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნას. განსაკუთრებით უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხე მატულობს. სპეციალისტები სესხებზე დამოკიდებულების ორ მთავარ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

გვანცა წულაია
06.09.2022

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება ძალიან უარესდება. საქმე ეხება წლების წინ საპოლიციო გამოსახლებების გაუქმებას, რითიც არა ერთი დამქირავებელი სარგებლობს და ბინის მეპატრონის მოთხოვნის მიუხედავად, არც დაქირავებულ უძრავ ქონებას ტოვებს და არც გადასახადს იხდის. გაჩენილი პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტი უკვე აღარ რეაგირებს.

ქეთო გოგოხია
05.09.2022

ინფლაცია მცირდება, მაგრამ მრავალგზის გაძვირებული პროდუქტების გაიაფება რეალურად წარმოუდგენელია. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ინფლაციის კლების პარალელურად ფასები დაბლა არ წამოვა. მიუხედავად ამისა, კეთდება პროგნოზი, რომ ინფლაცია შეიძლება წლის ბოლომდე 7-8%-მდე შემცირდეს, რაც  კარგია, მაგრამ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ფასების პოლიტიკას ვერანაირად ვერ უშველის.

ქეთო გოგოხია
05.09.2022

მოვიდა სექტემბერი და უკვე ფაქტებითაც დადასტურდა, რომ სტუდენტები ბინებს ვეღარ ქირაობენ. გარდა იმისა, რომ ფასი მაღალია, გასაქირავებელი ფართების დიდი დეფიციტიცაა. ბინები ფიზიკურად არ არის. ცალკე პრობლემაა უაზრობამდე გაზრდილი ტარიფები - საქართველოში ბინების გაქირავება-დაგირავების ბაზარზე კვლავ არარეალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბროკერები გაძვირებას აჟიოტაჟს უკავშირებდნენ და ფასების კლებას პროგნოზირებდნენ, როგორც ჩანს, საქმე გაცილებით რთულადაა და ცუდი ტენდენცია გრძელდება.  ამ ეტაპზე 300 დოლარზე ნაკლებად ბინა თბილისის არც ერთ უბანში არ ქირავდება, ძირითადად ფასები 1000-1500 ლარის ფარგლებშია.

გვანცა წულაია
05.09.2022

მსოფლიოში ხორბლის მიმართულებით დადებითი ტენდენცია უკვე თვალში საცემი და იმედის მომცემია. ბოლო ხანებში მარცვლეული ყველგან იაფდება, ხოლო საქართველოში იაფდება ფქვილი. ტენდენციის გაგრძელებაზე საუბრობენ სფეროს წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ფქვილის ფასი კიდევ შემცირდება, რაც, საბოლოო ჯამში, პურის ღირებულებაზე აისახება.

გვანცა წულაია
01.09.2022

საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქტიურობა თითქმის არ არის. ქვეყანაში ფასიანი ქაღალდები პოპულარობით ვერ სარგებლობს, ამის ინტერესი არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებს არ გააჩნიათა, რაც შედეგებითაც დასტურდება. მაგალითად, მთელი აგვისტოს განმავლობაში ქვეყნის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ერთი გარიგება შედგა.

ქეთო გოგოხია
01.09.2022

ავტოდაზღვევის სექტორი კორპორატიული მანქანების იმედადაა. სულ ქვეყანაში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 7%-ია და აქედან დიდ უმეტესობას კორპორატიული სეგმენტი წარმოადგენს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი თითქმის 15-20 წელია განხილვის საგანია და გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არაა. მომზადებული კანონპროექტი კი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა კანონდებლებს ის ამ დრომდე არ განუხილავთ.

თიკა სიბოშვილი
31.08.2022

საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული. არადა, ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველთა კატეგორიამ მუშაობა შეძლოს, რადგან მთავრობას სპეციალური პროგრამა აქვს ამუშავებული, ამიტომ საინტერესოა, რა იწვევს ამ ციფრის ზრდას.

გვანცა წულაია
31.08.2022

საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა ივლისის თვეშიც. აღებული კარგი სტარტიდან გადახრა უკვე კარგა ხანია არ მომხდარა. ეკონომისტები ერთხმად ამბობენ, რომ დადებითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×