ქეთო გოგოხია
10.10.2022

ფასების სტაბილურობა საქართველოსთვის ისევ დიდ გამოწვევად რჩება. სპეციალისტები რადიკალური ზომების აუცილებლობაზე საუბრობენ. ფასების კლების გლობალური ტენდენციის, ლარის გამყარების და საწვავზე ფასების კლების მიუხედავად, საქართველოში სურსათი რეალურად არ იაფდება. მართალია, იმპორტული პროდუქტის ფასი მცირე ცვლილებას  განიცდის, მაგრამ ადგილობრივი ნაწარმი ძალიან ძვირი ღირს და  ფასის შემცირების ნიშნები საერთოდ არ ჩანს. როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე სრული განუკითხაობაა, წესით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული, რაზეც სპეციალისტების ნაწილი საუბრობს კიდეც და აცხადებს, რომ კონტროლის მექანიზმი უნდა ჩაირთოს, რა დონეზეც ეს შესაძლებელია.

თიკა სიბოშვილი
10.10.2022

საქართველომ ორნიშნა ინფლაციაციას თავი ვერ დააღწია. მოსახლეობის ხარჯი გამოუდმებით მატულობს, ხოლო შემოსავალი უცვლელია. ქვეყანაში ბოლო დროს თითქოს ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდა, მაგრამ ამას საზოგადოებაზე არ უმოქმედია, რადგან მოქალაქეთა ხარჯი ბევრად, მეტია ვიდრე მათი გამომუშავებული თანხა. ხალხი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს, ბიზნესს კი ეს არ შეუძლია. თუკი ისინი სახელფასო ფონდს გაზრდიან, მაშინ პროდუქცია ან მომსახურება უნდა გააძვირონ, რაც ავტომატურად რეალიზაციის შემცირებას ნიშნავს.

ქეთო გოგოხია
06.10.2022

შვეიცარული ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას ისევ არ  ასრულებს. ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ვერ მოიძებნა ისეთი ორგანო, რომელიც ბანკს პასუხისმგებლობას დააკისრებს. როცა ასეთი ნაბიჯი მარეგულირებლის მხრიდან არ იდგმება, რადიკალურ ზომებს უნდა იღებდეს სახელმწიფო, მაგრამ შვეიცარიის მთავრობის მხრიდან არც ეს მზადყოფნა შეიმჩნევა. როგორც აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე აცხადებს, პრობლემის მოგვარება ისევ გაჭიანურდა, თუმცა ყველა ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდაა და ადრე თუ გვიან, პროცესი მხარეთა მორიგებით ან ქართველი მილიარდერის უპირობო გამარჯვებით დასრულდება.

გვანცა წულაია
06.10.2022

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფი არ მოიმატებს, თუმცა არც გაიაფებაა მოსალოდნელი. არადა, მაშინდელი კურსი, რომლითაც ამჟამინდელი ტარიფი დადგინდა, დღევანდელს საკმაოდ აღემატება. დეკემბერში სემეკი ტარიფებს გადახედავს და ახლა გადასახადებს დაადგენს, რომელიც ძალაში მომავალი სამი წლის განმავლობაში იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ენერგოტარიფები ძალიან დაბალია.

გვანცა წულაია
05.10.2022

საქართველოში კადრების დეფიციტის საკითხი უკვე სამთავრობო დონეზეც დაისვა. ქართულ ბიზნესს გამუდმებით მუშახელის პრობლემა აქვს, თუმცა კვალიფიკაციასთან ერთად, ანაზღაურებაც სათანადო არ არის. გამოდის, რომ კერძო სექტორი კადრებს ითხოვს, მაგრამ ხელფასს ვერ ზრდის. ხალხს ანაზღაურება ეცოტავება, მაგრამ შრომითი უნარები არ უვარგა. ამ ორმხრივ პრობლემას კი მალე შესაძლოა, ახალი საფრთხე დაემატოს, რაც საქათველოში მასშტაბურ მიგრაციას უკავშირდება. ომს გამოქცეულმა რუსებმა და უკრაინელებმა, თუკი აქ დიდი სნით დარჩებიან, შესაძლოა, სამსახურის ძებნა დაიწყონ და ამით ადგილობრივი კადრები შეცვალონ.

ქეთო გოგოხია
05.10.2022

ლარის გამყარების ტენდენცია წლის ბოლომდეც შენარჩუნდება. სპეციალსიტების ვარაუდით, მცირე რყევები გაგრძელდება და შეიძლება კურსი 2,80-იან ნიშნულს ჩამოსცდეს, თუმცა წლის ბოლოს იგი, საშუალოდ, სწორედ აღნიშნულ ზღვართან იმოძრავებს. ამის საფუძველს ტურიზმის გააქტიურება, ეკონომიკური ზრდა და ფინანსური ნაკადების შემოდინება წარმოადგენს.

გვანცა წულაია
04.10.2022

2023 წელს საქართველოს მთავრობა 2.22 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს. ეს მიმდინარე წლის საგარეო ვალზე 824 მილიონი ლარით ნაკლებია. გამოდის, რომ გაისად მთავრობას შედარებით ნაკლები საგარეო სახსრების მოძიება დასჭირდება, რაც ბოლო წლების ფონზე მნიშვნელოვანი სიახლეა.

გვანცა წულაია
04.10.2022

ევრო დაკარგული პოზიციების აღდგენას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევრო ყველა ვალუტასთან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურებულია. ამ დროს პოზიციებს მნიშვნელოვნად იუმჯობესებს დოლარი, რაც დამატებითი წნეხია. ფინანსისტები "რეზონანსთან” მიზეზებზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ევრო მომავალში იმაზე მეტად გაუფასურდება, ვიდრე მიმდინარე პერიოდშია.

ქეთო გოგოხია
04.10.2022

ბოლო 2 კვირაში უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება  მკვეთრად შეიცვალა. რუს დამქირავებლებს ბინების მესაკუთრეები და  სექტორის წარმომადგენლები უკვე სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ და მაქსიმალურად ერიდებიან მათთან საქმის დაჭერას. მობილიზაციის შემდეგ ქვეყანაში შემოსული მიგრანტების ნაკადებს, ძირითადად, წარმოადგენენ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები, რომლებიც ომს გამოექცნენ. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ  ხანგრძლივად დარჩნენ სხვა ქვეყანაში და მაღალი ქირა უპრობლემოდ გადაიხადონ. ეს ჩანს თუნდაც იმითაც, რომ გარეუბნებში ქირაზე მოთხოვნა იზრდება და მომხმარებლების უმეტეს ნაწილს სწორედ რუსეთიდან გამოქცეული ხალხი შეადგენს.

თიკა სიბოშვილი
03.10.2022

საქართველოში მომავალი წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას პენსია გაეზრდება. ბოლო პერიოდში დახმარება მუდმივად მატულობდა - სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფისთვის სხვადასხვა რაოდენობით. ამჯერად ზრდა წინა წლებისგან განსხვავებით უფრო სოლიდურია. 2023 წლიდან 70 წლამდე პენსიონერები 295 ლარს მიიღებენ, ხოლო სხვები კიდევ უფრო მეტს. საინტერესოა, იქნება თუ არა ეს მატება ინფლაციის საპირწონე?

გვანცა წულაია
03.10.2022

მომავალი წლიდან ქვეყანაში უამრავი ეკონომიკური სიახლეა დაიგეგმა, რაც ხელფასებისა და პენსიების ზრდას უკავშირდება. მაღალმა ეკონომიკურმა ზრამ მთავრობას ბიუჯეტის ზრდის საშუალება მისცა. უკვე იანვრიდან ცვლილება უამრავ ადამიანს შეეხება, რასაც დადებითი სოციალური და ეკონომიკური ეფექტი ექნება.

ქეთო გოგოხია
03.10.2022

ფქვილის  ფასი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ  დედაქალაქში პურის გაიაფებაზე არავინ ფიქრობს. მაღაზიებში მთავარი სოციალური პროდუქტი 50-60-თეთრიანი ფასნამატით იყიდება. ორმა ქარხანამ პური 10 თეთრით გააიაფა, თუმცა სავაჭრო ობიექტებში მათი ნაწარმი ისევ ძველ ფასად - 1,20 ლარად - იყიდება, როცა რალურად 1,10 ლარი უნდა ღირდეს.  მწარმოებლები კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა მომხმარებელტა უფლებადამცეველების ინფორმაციით, რეალურად არ ჰყავს ქვეყანას ისეთი სტრუქტურა, რომელიც მაღაზიებს ფასის შეცვლას აიძულებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×