ქეთო გოგოხია 28.02.2024

ბახმაროში მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობის მიმართ უკმაყოფილება მწვავდება. გადაწყვეტილებას, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება მოხდეს, ეკოლოგები პრინციპულად ემიჯნებიან. ნაწილი აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს, ნაწილიც საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც გარემოსდამცველები აღნიშნავენ, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ პროექტი შეჩერდეს.
|
გვანცა წულაია 28.02.2024

უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიძვირის პირობებში ადგილობრივ მოსახლეობას ბინის შეძენა სულ უფრო მეტად უჭირს. საქართველოში საცხოვრებელი ადგილები, ძირითადად, უცხოელებისა და ემიგრანტების ხარჯზე იყიდება. ამიტომ სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში საბინაო კრიზისი დაიწყოს.
|
გვანცა წულაია 27.02.2024

საქართველოსთვის რუსეთ-უკრაინის ომისგან მიღებული ეფექტი მეტწილად შენელდა. ახლა ქვეყნის ეკონომიკას ისეთი შედეგი აღარ აქვს, როგორც რეგიონში ომის დაწყების პერიოდში ჰქონდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზი სწორედ ამ ომისგან მიღებული სხვადასხვა გარემოების დამსახურებაა, რომელიც უკვე ამოწურულია და ეკონომისტების განცხადებით, ქვეყანაში ახლა ის ტენდენცია გრძელდება, რომელიც ომამდე არსებობდა.
|
გვანცა წულაია 27.02.2024

მოულოდნელად საქართველოში ბენზინის გაძვირების საფრთხე კიდევ ერთხელ გაჩნდა. მიზეზი ისევ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელის მიხედვითაც 6 თვით ნავთობპროდუქტის ექსპორტი აიკრძალება. ახალი დადგენილება ძალაში სულ რაღაც 2 დღეში შევა, შესაბამისად, ვერავითარი წინასწარი რეაგირება იმპორტის მიმართულებით ვერ მოხერხდება. ახლა მხოლოდ ის არის დასადგენი როდიდან და რამდენი თეთრით არის მოსალოდნელი საქართველოში ბენზინის გაძვირება.
|
ქეთო გოგოხია 26.02.2024

სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება შესაძლოა, უფრო მიმზიდველი გახდეს. ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში სტაჟირება სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რეგიონის მუტიციპალიტეტებზეც გავრცელდება თუ არა კანონი, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ახალმა მექანიზმმა მთელი მასშტაბით იმუშაოს, რაც საჯარო სექტორში დასაქმებას წაახალისებს და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
|
ირმა ჩიტაია 26.02.2024

მინიმალური ხელფასის ზღვრის განსაზღვრის საკითხი ბიზნესისთვის აქტუალური გახდა, თუმცა მისი მაჩვენებელი სექტორისთვის სადავოა. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საშუალო ხელფასის 40%, რაზეც გათლა კეთდება, გადაჭარბებულია, ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ბიზნესმენთა დიდი ნაწილი საკითხს უარყოფითად აფასებს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საკითხი, დაკანონების შემთხვევაში, პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ისინი იძულებული გახდებიან გაზარდონ ხელფასები, მაგრამ საინტერესოა რის ხარჯზე მოხდება მატება?
|
ქეთო გოგოხია 26.02.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს ახალი ვალდებულება ემატებათ. მუშავდება კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საგანგებო მარაგის შექმნა დაევალებათ. რა შეიძლება იყოს ცვლილების საფუძველი, ბიზნესის წარმომადგენლები და ეკონომისტები ვერ აკონკრეტებენ, რადგან გარკვეული მარაგი ქვეყანაში ისედაც არის. გრძელკვადიან პერიოდში ნავთობპროდუქტების მომარაგებამ კი გარკვეული პრობლემა შეიძლება შექმნას როგორც ხარისხის მხრივ, ასევე ფასის არასტაბილურობაც გამოიწვიოს. საუბარია დაახლოებით 1500-დან 2000 ტონა ნავთობზე, რომლის შენაცვაც შეიძლება კომპანიებს დაევალოთ.
|
ირმა ჩიტაია 22.02.2024

რუსეთი ავტომანქანების იმპორტიორებისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს და ყველას თანაბარ პირობებში აყენებს. აქამდე თუკი ევრაზიული კავშირის წევრებისთვის შეღავათები მოქმედებდა და ამ გზით შესული ავტომანქანები არ იბეგერებოდა, კანონმდებლობა იცვლება. პირველი აპრილიდან ევრაზიული კავშირის წევრებისთვისაც ავტომობილების თვითღირებულების კორექტირება მოხდება. შესაბამისად, რუსებს მანქანის შეძენისას გაძვირებული საფასურის გადახდა მოუწევთ.??
|
გვანცა წულაია 22.02.2024

უახლოეს თვეებში ბიზნესი ფასების ზრდას ვარაუდობს. ასეთი მოლოდინის მიზეზი სხვადასხვაა, რაც კერძო სექტორის მხრიდან, როგორც გარე ფაქტორებით, ისე შიდა სიტუაციით აიხსნება, ვითარების შეცვლის შემთხვევაშიც მოცემულობა დღევანდელისგან რადიკალურად განსხვევებული არ იქნება და როგორც ეკონომისტები ამბობენ, მიმდინარე წლის ინფლაცია დაახლოებით 3%-ში მოექცევა და მასზე მაღალი არ იქნება.
|
ქეთო გოგოხია 21.02.2024

რუსეთი ფქვილის ექსპორტში რეკორდულ ზრდას ელოდება. შესაბამისად, საქართველოში, რომელიც ძირითადად რუსულ მარცვლეულს მოიხმარს, სერიოზული რისკებია მოსალოდნელი, ვინაიდან შესაძლოა, ფქვილის იმპორტი გაიზარდოს. ერთადერთი, რაც ბაზარს დაიცავს, იმპორტის მოსაკრებელია, თუმცა ფერმერები ვერც ამაზე ამყარებენ იმედს და აცხადებენ, რომ ფქვილის იმპორტი მაინც მოიმატებს, რაც დიდი საფრთხეა მათთვის, რომლებიც საკუთარ მოსავალს ვერ ყიდიან.
|
გვანცა წულაია 21.02.2024

ბოლო წლების ეკონომიკური შედეგის შენარჩუნებით საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დაახლოებას აპირებს, თუმცა პროცესი დროს მოითხოვს. სხვადასხვა კუთხით საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ირაკლი კობახიძის მთავრობაში ამბობენ, რომ საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნებს და მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, მოწინავე პოზიციაზეა. ამ მოსაზრებას სპეციალისტთა ერთი ნაწილი ეთანხმება.
|
გვანცა წულაია 20.02.2024

საქართველოში დასაქმებულთა მაჩვენებელი იზრდება და შედეგად მცირდება უმუშევრობა. მართალია, ეს უკანასკნელი ქვეყნისთვის მაინც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია, მაგრამ მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. ეკონომიტები ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული სურათი იცვლება, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ დადებითი შედეგი ნელი ტემპით მიიღწევა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|