ქეთო გოგოხია
05.12.2022

პრემიერის ინიციატივა რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, მედიკამენტებს დაახლოებით 40%-ით გააიაფებს. შესაბამისი კანონი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, მსგავსი მოდელის დასანერგად საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - ლატვიის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და ბულგარეთის გამოცდილებით იხელმძღვანელებს. ცვლილების მიზანია მედიკამენტების ჯგუფზე შემცირდეს ხარჯი და წამლები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

თიკა სიბოშვილი
05.12.2022

ქვეყანაში უკვე კარგა ხანია, რაც სამშენებლო მასალები ძვირდება, რასაც ახლა უკვე ხელოსნების გაზრდილი ანაზღაურებაც დაემატა. დღესდღეობით რემონტის გაკეთება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაძვირდა როგორც სარემონტო მასალები, ასევე "ხელობაც" და ზოგიერთ შემთხვევაში, ხარჯი გაორმაგებულიცაა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ბინებსა და სახლებს მაინც აქტიურად აახლებს, მაგრამ, როგრც გაირკვა, ისინი უკვე ცდილობენ, საშუალო ფასის მასალები გამოიყენონ და ძვირადღირებული აღარ შეიძინონ.

ქეთო გოგოხია
01.12.2022

მომავალი წლიდან ტურიზმის სფეროში ახალი ლოკაციების ჩამოყალიბებაზე მუშაობა აქტიურ  ფაზაში შევა. მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსი, ძირითადად, ამ მიმართულებით დაიხარჯება. განვითარების მეტ შესაძლებლობას ექსპერტები სამედიცინო, აგრო და ეკოტურიზმში ხედავენ. აშკარაა, რომ საქართველო ისევ მოიაზრება ტურისტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილად, რასაც მთავრობის მხრიდანაც მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

გვანცა წულაია
01.12.2022

საქართველოს მთავრობა ბიუჯეტს რეკორდულად ზრდის. 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას რეკორდულად ზრდის საშუალება მაღალ ეკონომიკურმა ზრდამ მისცა და ხაზს უსვამენ იმ მიმართულებებს, რომლებიც სამომავლოდ პრიორიტეტული უნდა იყოს.

გვანცა წულაია
30.11.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, სადაც სხვადასხვა სოციალურ სიახლეებთან ერთად, სკოლებისა და ბაგა-ბაღების რებილიცაციის პროგრამას ენიჭება პრიორიტეტი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შემდგომში განათლების ხარისხზეც აისახება, მომავალი წლიდან დაიწყება და ბაღა-ბაღების შემთხვევაში 2030 წელს, სკოლების ნაწილში კი, 2026 წელს დასრულდება.

გვანცა წულაია
30.11.2022

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნისა და სიძვირის შემდეგ, შედარებით სტაბილური ვითარებაა. წინა თვეებში მოთხონასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, მიმდინარე ეტაპზე, ჩამცხრალია. დაქირავების კუთხით ფასებიც მცირედით დაკლებულია და ბაზარზე ახლა, ისეთი სიძვირე აღარაა, როგორც გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში იყო. დიდი ალბათობით ქირის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო დაიკლებს.

გვანცა წულაია
29.11.2022

სოციალური მიმართულებებით საქართველოს მთავრობისგან მორიგი მნიშვნელოვანი სიახლეები გამოცხადდა. ცვლილებები, რომლებსაც 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისათვის დიდი დახმარება იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივები სოციალური მიმართულებით მნიშვნელოვან ეფექტს იქონიებს. სწორედ ასეთია სპეციალისტების მოლოდინი და ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გათვლაც.

ქეთო გოგოხია
29.11.2022

მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა და ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება დაევალებათ. ამას ევროპული რეკომენდაცია ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ  მართვის მოწმობის საგამოცდო პირობები კიდევ მკაცრდება. რა ტიპის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა მოეთხოვებათ გამოცდაზე გასულ კანდიდატებს?

ქეთო გოგოხია
28.11.2022

ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. ამ პროცესის  მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის აშშ-ს გადაწყვეტილება ვენესუელას მიმართ სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რამაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე აქამდე არსებული გაძვირების დინამიკა შეცვალა. აშშ ცდილობს შეამციროს ნავთობის ფასი ყველანაირი საშუალებით და ნავთობის მომწოდებელ მტრებს შორის  ყველაზე ნაკლებ მტერს არჩევს, რომელიც მისთვის ახლა ვენესუელაა.

ბიზნესპრესი
28.11.2022

თუ ეწვევით ,,ვიშლისთის“ ოფიციალურ ვებგვერდს, აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით, რადგან ჩვენს გვერდზე წარმოდგენილი გასაბერი აუზების მოდელები მოსახერხებელია, უსაფრთხო მასალისგანაა დამზადებული, ხარისხიანია და რაც მთავარია, მუდმივად შემოგთავაზებთ აქციებს. 

ქეთო გოგოხია
28.11.2022

რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ პროცესით გამოწვეულმა ლოგისტიკურმა ცვლილებამ შუა დერეფნის საკითხი ძალიან აქტუალური გახადა. შეთანხმება  მიღწეულია და ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან დერეფანს შეუერთდება თურქმენეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, რომელიც თავის წვლილს შეიტანენ და ტვირთებს გაატარებენ აღნიშნული მარშრუტით. ფაქტობრივად მთელი შუა აზიური და აზერბაიჯანული ტვირთები, როგორც ენერგო რესურსები, ასევე ქიმიური პროდუქცია, ლითონის შენადნობები და სხვა საქართველოზე გაივლის.

გვანცა წულაია
28.11.2022

უკანონო, უნებართვო მშენებელობებს დედაქალაქში ჯერ კიდევ უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია ამ საკითხს მკაცრად მიუდგა, თვითნებური შენობებიც არაერთხელ დაანგრია, მდგომარეობა მაინც კრიტიკულია. ამ მიმართულებით კანონმდებლობაც გამკაცრდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ეს საკმარისი. მეტიც, პრობლემა დანაშაულად გადაიქცა და თაღლითობის სახეც კი მიიღო.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×