ქეთო გოგოხია
22.06.2023

საქართველოს დერეფანში გადაზიდვების მოცულობა მკვეთრად იზრდება. გლობალური პროცესები, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი განაპირობებს, საქართველოს ლოგისტიკურ მიმართულებაზე დადებითად აისახა. 1-2 წლის წინ გაზრდილი ტვირთების მომსახურება ეჭვს იწვევდა, თუმცა დღეს რეალობა შეიცვალა და მუდმივად მზარდია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, შესაბამისად, მეტი ტვირთნაკადი მოძრაობს საქართველოს დერეფანში. შეიძლება ითქვას, რომ დატვირთულობა პიკზეა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია.

გვანცა წულაია
22.06.2023

სამშენებლო მასალების გაძვირება, მიმდნარე ეტაპზე, შეჩერებულია. მართალია, ღირებულება საბოლოო ჯამში მაინც გაზრდილია, თუმცა დასტაბილურებულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ამ ფაქტორის გამო, მშენებლობის გაძვირება აღარ არის მოსალოდნელი.

თიკა სიბოშვილი
21.06.2023

თბილისში ტურისტებისთვის ცხოვრება გაძვირდა და თითქმის წამყვან ევროპულ ქალაქებს დაეწია. ფასი გაიზარდა მომსახურების კუთხითაც, რაც არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემას.  ახლა, ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში საქართველო 181-ე ადგილზეა.

გვანცა წულაია
21.06.2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად - 10.5%-ზე დატოვა. ასეთი გადაწყვეტილება სებ-მა გუშინ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის განაკვეთი სამინზნე მაჩვენებელს (3%) უკვე დიდი ხანია ჩამოსცდა. დიდი ალბათობით, რეფინანსირების განაკვეთი შემდგომ სხდომაზე შემცირდება, რომელიც 2 აგვისტოს უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ეკონომისტები გუშინდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, სებ-ის სწორად მოიქცა.

ქეთო გოგოხია
20.06.2023

ტურისტულ სექტორში მდგომარეობა გაუარესდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სექტორის წარმომადგენლები შედეგით უკმაყოფილოები არიან. როგორც აღმოჩნდა, ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, რასაც სპეციალისტები უკრაინაში რუსების მიერ კახოვკის წყალსაცავის აფეთქებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შავი ზღვის დაბინძურების შესახებ აგორებულმა ინფორმაციამ დამსვენებლები დააფრთხო.

გვანცა წულაია
20.06.2023

ლარის კურსმა "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე კვლავ გაუფასურება დაიწყო. თვენახევრის წინ ნახტომისებურად გაუფასურებული ლარი, ბოლო დღეებში, სტაბილურად 2.59-2.61-ის ფარგლებში იყო, თუმცა გუშინ 2.63-იანი ნიშნულისკენ დაიძრა. საინტერესოა, რა აუფასურებს კურსს მაშინ, როდესაც რეალურად ამის არანაირი მიზეზი ქვეყანაში არ არსებობს

ქეთო გოგოხია
19.06.2023

ენერგეტიკული ბირჟის ამუშავებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სექტორში ელოდებიან, რომ დარგის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ინვესტიციებისთვის პირობები რადიკალურად გაუმჯობესდება. მართალია, სამომხმარებლო ტარიფებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ქმნის, ფაქტობრივად, ყველა პირობას, რაც დარგს სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება. ცვლილება განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესზე იმოქმედებს, რომლებსაც ენერგეტიკის ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობა ექნებათ.

ქეთო გოგოხია
19.06.2023

სატრანსპორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია, რაც ნავთობპროდუქტების ბაზარზეც დადებითად აისახება. ტენდენცია გაუმჯობესდა და ტრანზიტად მოძრავი ავტომობილების მძღოლებმა ისევ დაიწყეს დიზელის ტიპის საწვავის შეძენა საქართველოში, რა მხრივაც ფასის კლებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

გვანცა წულაია
19.06.2023

საქართველოში კადრების დეფიციტის პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმა რაღაც ეტაპზე დასაქმებულებთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ხელფასები გაზარდა. მართალია, პრობლემა მაინც მწვავედ დგას და მოსახლეობაც ანაზღაურების სიმცირეზე მიუთითებს, რა მიზეზითაც ქვეყანაში მუშაობას თავს არიდებენ, მაგრამ საკითხის გამოსწორების გზას ნამდვილად გამოჩნდა.

ქეთო გოგოხია
19.06.2023

ეროვნული ბანკის მმართველის პოსტზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაუფარავად თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბიშვილი კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. უარყოფით განწყობას იზიარებს საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა, რომელიც ფიქრობს, რომ გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის წარდგენა არასწორია და ამან შეიძლება ეროვნული ბანკის შემდგომისაქმიანობას გარკვეული რისკი შეუქმნას.

ქეთო გოგოხია
15.06.2023

ეროვბვნულ ბანკში ჩანერგილი კადრები გამომჟღავნდნენ. მათ მიერ წარმოებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წევრებმა პირდაპირ დაასახელეს პირები, რომლებიც სებ-ში საბოტაჟს ეწეოდნენ. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეროვულ ბანკში შეგნებულად ხდებოდა კონკრეტული ადამიანების ჩანერგვა, რომელთა საქმიანობა მიზანმიმართული იყო ლარის გაუფასურებისაკენ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობის უქმნიდა საფრთხეს.

გვანცა წულაია
15.06.2023

ზაფხულის სეზონის პერიოდში პროდუქციის ღირებულება სტაბილური იქნება და ფასები არ მოიმატებს. ასეთ ვითარებას ადასტურებენ "რეზონანსთან”, როგორც იმპორტიორები, ისე ადგილორბივი მწარმოებლები, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, საქონელზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×