ია აბულაშვილი
22.11.2020

„შეზღუდვების მასშტაბი გაფართოვდება, მაგრამ არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს. სავარაუდოდ, შეეხება დიდ სავაჭრო ცენტრებს. ტრანპორტის შეზღუდვაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რამდენადაც ვიცი, მიდის ამაზე მსჯელობა“, - აცხადებს „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი ლადო კახაძე ქვეყანაში ეპიდვითარების გართულებასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
22.11.2020

პარასკევს თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის შედეგად საინტერესო სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა. დაპატიმრებული თავდამსხმელის, 31 წლის ლევან ზურაბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თუმცა, მისი ადვოკატები საქმის მასალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქმისათვის სწორი კვალიფიკაციის მისაცემად სერიოზული მუშაობა მოუწევს.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2020

საარჩევნო უბნებზე ოქმები ისევე, როგორც ოცი წლის წინ, დღესაც კალკულატორით და კალმით ჯამდება. თუმცა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გვაიჩვენებს, რომ ეს ძალიან არაეფექტური პრაქტიკაა, რადგან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა უამრავი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც ბალანსი არ დაჯდა. იქნება თუ არა ბევრად ეფექტური უშუალოდ უბნებზე, რომელიც საბოლოო შედეგების პირველწყაროა, ხმების შეჯამება ელექტრონულად სპეციალური კომპიუტერული პროგრამით რომ მოხდეს, რაც საქმეს უფრო გააადვილებდა და მეორეს მხრივ, გამორიცხავდა ადამიანურ შეცდომას და ოქმების მიზანმინართულ გადაკეთებას?

ია აბულაშვილი
22.11.2020

„პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ დამატებით, მათ შორის საარჩევნო სიების განულებასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ჩვენ მოთხოვნას ჩატარდეს ახალი არჩევნები“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ოპოზიცის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას.

ია აბულაშვილი
22.11.2020

„კონსტიტუციის დებულებები წაკითხული უნდა იქნას კონსტიტუციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით. კონსტიტუცია არ უარყოფს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის თანამდებობაზე ყოფნაზე უარის თქმას“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე  „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს შეუძლია კენჭისყრაზე არ დააყენოს პარლამენტარების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ფორმალურად პარლამენტის წევრებად დარჩებიან ად პარლამენტიც, ფორმალურად მაინც, არ იქნება ერთპარტიული.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2020

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა საარჩევნო უბანზე ხმები უკვე დათვალა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით, 17-ივე ოლქში „ქართულმა ოცმებამ" გაიმარჯვა, ამ შედეგების თანახმად კი პარლამეტში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" 90 მანდატი აქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" - 36, „ევროპულ საქართველოს" - 5, 4-4 მანდატი ერგოთ „სტრატეგია აღმაშენებელს", „ლელო საქართველოსთვის", „პატრიოტთა ალიანსსა" და „გირჩს", ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს" - 2, ხოლო „ლეიბრისტულ პარტიას" - 1.

რეზონანსი
22.11.2020

ადამიანის ჯანმრთელობაზე ადექვატურად მოქმედებს კვება. უამრავი დაავადების საწყისი და მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღი კვება და მავნე პროდუქტების მიღებაა. სწორი კვება რომ ჯანმრთელობის საწინდარია, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. თუმცა, დღესდღეობით მაინც ხშირად ვართ არჩევანის წინაშე თუ რა მივირთვათ, ისე რომ ზიანი არ მივაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

ელზა პაპოშვილი
21.11.2020

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, აშშ-ის ახალი ადამინისტრაციის მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება. ახალი პრზიდენტი ჯო ბაიდენი 20 იანვრიდან გადაიბარებს, მანამდე კი აქტიურად მიმდინარეობს მისი ადმინისტრაციის დაკომპლექტება. შაბათს გარკვა, რომ ახალი სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინკენი იქნება, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, თბილისში ორჯერ არის ნამყოფი და 2009 წელს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესშიც იყო ჩართული.

მარიკა ხორავა
21.11.2020

2020 წლის 19 ნოემბერს, გამოქვეყნდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ასევე დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

მარიკა ხორავა
21.11.2020

„ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენ ადეკვატური შემოთავაზება უნდა მივიღოთ, რომელიც ხალხს დააკმაყოფილებს - ასე აფასებს „რეზონანსთან" „სტრატეგია აღმაშანებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებს, მოლაპარაკების მესამე რაუნდის შესახებ.

მარიკა ხორავა
21.11.2020

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მოინახოს შეთანხმების ისეთი ფორმულა, რომელიც ახლანდელ კრიზისს დაასრულებს. ამაზე მინიშნება შაბათს „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. იგი შესაძლო შეთანხმების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს იქნება არა რაიმე დათმობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, არამედ მათ მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×